რატომ არ შეიძლება ანწლის ტოტების დაწვა

30101

ძველად ანწლს უწმინდურ და დაწყევლილ მცენარედ თვლიდნენ. სლავური ლეგენდის თანახმად, ყველაზე პირველი ჭინკა, რომელიც უზარმაზარ ორმოში ჩავიდა, დასამალად ზემოდან ანწლი დარგო. მცენარის ამოძირკვა ნებადართული არ იყო, რადგან შესაძლოა ჭინკა შეგეწუხებინა და საკუთარი თავისთვის უბედურება მოგეტანა. აუცილებლობის შემთხვევაში ანწლის ამოძირკვას ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ავალებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ უწმინდური ძალა ასეთ ადამიანებს ვერაფერს დაუშავებდა.

გასაოცარი არაა, რომ ანწლის ტოტებს ღუმელში დასაწვავად არ იყენებდნენ, მისგან სათამაშოებს და ხელნაკეთ ნივთებს არ ამზადებდნენ. ითვლებოდა, რომ ანწლის ტოტის დაწვის დროს კვამლი მტერს სხვა ქვეყნის კარიბჭეს უხსნიდა. სამაგიეროდ, მცენარე ჯადოსნური რიტუალების და მკითხაობის დროს ხშირად გამოიყენებოდა. ხოლო იმ დროინდელი დამხმარეები მცენარეს ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ, მისგან სახლის დასაცავ ამულეტებს ამზადებდნენ და მწერებსა და მღრღნელებს აშინებდნენ.

„ვივიენი“ ამ მცენარის შესახებ უფრო მეტს გიამბობთ. შავი ანწლის სამკურნალო თვისებები უზარმაზარია, როგორც შესაძლო ზიანი.

შავი ანწლის თვისება

ანწლის სამკურნალო ნაწილებად ყვავილები და კენკრა ითვლება, თუმცა ფესვები, ტოტები და ქერქი სამკურნალო მიზნით ასევე გამოიყენება. ყვავილების შესაკრებად საუკეთესო დრო – მაისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდეა. ამასთან რამდენიმე წელი უნდა შეინახოთ. შავი ანწყლის ყვავილები დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს, ქოლინს, კაროტინს, ასევე ეთერზეთს შეიცავს.

ძველად ადამიანები ანწლის ყვავილებს ვაშლებით სავსე ჭურჭელში დებდნენ, რომ ნაყოფის შენახვის ვადა გაეხანგრძლივებინათ. გაზაფხულის შემდეგ ანწლის ახალი კვირტები სალათების დასამზადებლად გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ასეთ კერძს ნათლად გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს.

ანწლის კენკრით ბამბის შემცველ და აბრეშუმის ქსოვილებს შავ ფერში ღებავდნენ. კენკრის წვენს მელნის დასამზადებლად იყენებდნენ, ხოლო იმ დროინდელი სილამაზის მიმდევრები ამ სითხეს წარბების შესაღებად იყენებდნენ.

ხალხური მკურნალები ანწლის ნაყოფს, ფოთლებს, ყვავილებსა და ქერქს იყენებდნენ. ცნობილია, რომ შავი ანწლის კენკრა ბევრ C ვიტამინსა და ამინომჟავას შეიცავს. ახალი კენკრით კურნავდნენ ჰეპატიტს, ნევრლაგიას და წყლულოვან დაავადებას, ხოლო მშრალი ნაყოფით მალარიას.

დღეს შავი ანწლის სამკურნალო თვისებები დიდად დაფასებულია და მას სიმსივნური დაავადების დროს გამოიყენებენ. მაგალითად, კუჭის სიმსივნის დროს კენკრის ჯემს აკეთებენ, ხოლო კანის სიმსივნის დროს ანწლის განსაკუთრებულ ღვინოს ამზადებენ.

მცენარის ყვავილებისგან დამზადებული ნაყენი და ნახარში თავისი ანტიბაქტერიული და პათოგენური თვისებების წყალობით ხალხურ მედიცინაში ყოველთვის პოპულარულია. მსგავსი სასმელები გაციების, გრიპის და ანგინის დროს დაგეხმარებათ.

ნაყენის მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ართრიტის, პოდაგრას ან რევმატიზმის დროს სასარგებლო იქნება. 1 ს/კ შავი ანწლის ყვავილს 200 მლ ცხელი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით გააჩერეთ. სითხე გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

შავი ანწლი კოსმეტოლოგიური მიზნითაც გამოიყენება. მაგალითად, სახლის პირობებში შეგიძლიათ ლოსიონი მოამზადოთ. მცენარის 20 ყვავილს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 24 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ სითხე გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. ასეთი ლოსიონით სახის გაწმენდა კანს აახალგაზრდავებს და ტონუსში მოყავს.

მცენარის ფესვების, ყვავილებისა და ფოთლებისგან ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელ ნახარშს ამზადებენ. გარდა ამისა, ახალი კენკრა და ყვავილები რევმატიზმის დროს გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ საკვები სახით მხოლოდ შავი ანწლის გამოყენება შეიძლება, ხოლო წითელი ანწლი საკმაოდ შხამიანი მცენარეა. წითელ ანწლზე ოდნავ შეხების შემდეგ ხელები საპნით კარგად უნდა დაიბანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია.

საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ყვავილობის და მომწიფების პერიოდში წითელი და შავი ანწლის გარჩევა საკმაოდ ძნელია. სწორედ ამიტომ 100 პროცენტით დარწმუნებული ვერ იქნებით და სჯობს რისკისგან თავი შეიკავოთ.

შავი ანწლის საშუალება უკუჩვენებულია ორსულობის დროს, ასევე შაქრიანი დიაბეტის და კოლიტის დროს. ექიმები მკაცრად კრძალავენ ანწლის მიღებას კრონის და კუჭის ქრონიკული დაავადების დროს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.