გერმანული ხალხური მედიცინა არტერიების გაწმენდის უძველეს რეცეპტს გვთავაზობს – შემადგენლობა სრულიად ნატურალურია.

22900

დროთა განმავლობაში სისხლძარღვები თხელდება, კარგავს ელასტიურობას, შიდა კედლები იფარება დაგროვებული ქოლესტერინით, მათი გამჭვირვალეობა საგრძნობლად მცირდება.
უარესდება ყველა ორგანოსა და სისტემის სისხლით მომარაგება, განსაკუთრებით კი ტვინი იტანჯება, თავს იჩენს მომატებული წნევა. იკიდურეს შედეგად კი – ინსულტი, ინფარქტი და უამრავი ქრონიკული დაავადება შეიძლება მივიღოთ.

სისხლძარღვების გასაწმენდად, საკმარისია შევიძინოთ ერთ-ერთი იმ პოპულარული საშუალებიდან რომელიც გაწმენდაზეა პასუხისმგებელი, თუმცა მათ ერთი უარყოფითი თვისება ახასიათებთ, ისინი ცუდად აისახებიან თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.

სწორედ ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ ხალხურ მედიცინაში გავრცელებული საშუალებები. დღეს ვივიენი მოგიყვებათ სისხლძარღვების ქოლესტერინისგან საცობებისგან და კალციუმის ნალექისგან გაწმენდის, ეფექტური გერმანული მეთოდის შესახებ.

ამ საშუალების შემადგენლობა სრულიად ნატურალურია, მათ შეუძლიათ უდიდესი სარგებელის მოტანა და არა მხოლოდ სისხლძარღვებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 4 ლიმონი
  • კოჭას პატარა ნატეხი
  • 2 ლიტრი წყალი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

მათთვის ვისაც ცალკე აღებული ამ ინგრედიენტების თვისებები აინტერესებთ, მათ დახასიათებას გაგაცნობთ სტატიის ბოლოში.

მომზადების წესი:

  1. ლიმონი გულდასმით გარეცხეთ, გადაავლეთ ადუღებული წყალი რათა მოაშოროთ ცვილოვანი ნადები.
  2. დაჭერით ლიმონი წვრილ რკალებად ან კანთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. კოჭა და ნიორი გაასუფთავეთ, დააბლენდერეთ ან ასევე გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში.
  4. ლიმონი მოათავსეთ ერთ 3 ლიტრიან ქილაში ან გადაანაწილეთ სამ 1 ლიტრიან ქილაში
  5. აადუღეთ 2 ლიტრი წყალი და გააცივეთ 60 გრადუსამდე. დაუმატეთ წყალს ნიორი, კოჭა და თაფლი. ყველაფერს გულდასმით გადაურიეთ და ჩაასხით ლიმონიან ქილაში.
  6. 2 საათი დააყენეთ და თქვენი საკმკურნალო საშუალება მზად იქნება.

გამოყენების წესი:

  1. ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ყოველდღე დილას უზმოზე და საღამოს 100მლ ოდენობით. მკურნალობის პერიოდი შეადგენს 3 კვირას. რის შემდეგაც აუცილებელია 1 კვირიანი შესვენება, შემდეგ კვლავ ვიტარებთ კურს, ამჯერად 4 კვირიანს – ოღონდ ვსვავთ მხოლოდ დილით ან საღამოს.
  2. შედეგს 10-14 დღის შემდეგ უნდა ველოდოთ. მომზადებული საშუალების შენახვა ხდება მაცივარში, მისი გამოყენების წინ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.

ლიმონის სასარგებლო თვისებები

  • მას ორი სამშობლო აქვს – რომი და საბერძნეთი, სადაც იგი საქორწინო ლხინის სიმბოლოდ აღიარეს. მიუხედავად ასეთი პატივისა, მსოფლიომ ის მაინც ჩინური სახელით გაიცნო. ჩინელები მას “ლი-მუნგს” უწოდებენ, რაც ნიშნავს: “სასარგებლოა დედისთვის”.
  • დედებისთვის (ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის) სასარგებლო მცენარე ლიმონია, რომელიც მართლაც რომ სავსეა ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით, რომლებიც სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
  • არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
  • ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.
  • სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. ქერქში უხვად არის ციტრინიც. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით.
  • ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
  • ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ეს ციტრუსი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
  • ავიტამინოზის დროს, სასურველია, დალიოთ ლიმონის ახალგამოწურული, გაუზავებელი წვენი. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაამატოთ მხოლოდ თაფლი.

თაფლის სასარგებლო თვისებები

  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.
  • თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.
  • დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.
  • თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.
  • თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
  • თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
  • თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.
  • თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.
  • აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.
  • თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.
  • არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.
  • თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.
  • კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არა მხოლოდ არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ, აღინიშნება მისი დაწევის ტენდენცია. ამის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.
  • ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლისზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.

ნიორის სასარგებლო თვისებები

ნიორი იცავს ადამიანის ორგანიზმს რადიაციული გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნიორი აგრეთვე ანადგურებს შემდეგი დაავადებების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს:

  • მეტიცილინი – მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკი;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • ვიჩ ინფექცია;
  • ვიბრიოინფექცია;
  • ტუბერკულიოზის მიკობაქტერიები;
  • პირველი და მეორე რიგის მარტივი ჰერპესი;
  • მესამე ტიპის პარაგრიპის ვირუსები;
  • მეორე ტიპის რინოვირუსები;
  • B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიორი დადებით ზეგავლენას ახდენს 167 სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესში, რომელთა შორისაა ყველაზე საშიში დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. ნიორის კარდიოდამცველ ფუნქციათა სიაში შედის:

  • ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენის პროცესის შენელება;
  • თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება;
  • გულის კუნთის გაძლიერება;
  • სისხლ-ძარღვების გაფართოება;
  • წნევის დამარეგულირებელი თვისება;
  • ხსნის სისხლ-ძარღვთა ანთებას.

აგრეთვე ნიორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება; იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გერმანიუმს და სელენს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს კიბოს განვითარების საწინააღმდეგო ზემოქმედებას. ასევე ნიორს შესწევს უნარი გაანადგუროს ისეთი გავრცელებულ ავთვისებიან დაავადებათა კიბოს უჯრედები, როგორიც არის:

  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი;
  • მწვავე მიელოიდური ლეიკოზი;
  • მკერდის კიბო;
  • საშვილოსნოს ყელის კიბო;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • ენდომეტრიუმის კიბო;
  • კუჭის კიბო;
  • ლეიკემია;
  • ლიმფომა;
  • მელანომა;
  • ოსტეოსარკომა;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო.

ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს. ვინაიდან კიბო ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იმუნური სისტემა არის მკვეთრად დასუსტებული, ამიტომ ნიორი ეფექტურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნიორის უკუჩვენება:

  • თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
  • ასევე თუ იღებთ რაიმე მედიკამენტებს ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს უკუჩვენება თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას.
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ.
  • გართულებული კოლიტის დროს არ მიიღოთ.

ჯანჯაფილის, კოჭას სასარგებლო თვისებები:

კოჭა მიეკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს. ის არის ტროპიკული მრავალწლიანი მცენარე. ჯანჯაფილი ჰგავს ლერწამს. მისი ღეროს სიმაღლე აღწევს 2 მეტრს. მისი ყვავილების ფორმა ორქიდეას მოგვაგონებს, ხოლო მათი ფერი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, ნიგერია და ინდოეთი. კოჭა არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო სუნელი. მას ამზადებენ კოჭას ფესვებისგან. ზევით სურათზე კარგად ჩანს მისი სქელი ფესვები. ფესვებს კარგად რეცხავენ ახმობენ და ფქვავენ. ჯანჯაფილის ფესვებს ნედლი სახითაც იყენებენ. მას თავისი უნიკალური გემოს გამო იყენებენ როგორც კულინარიაში ასევე სამკურნალოდ.

  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • არის მატონიზირებელ საშუალება.
  • ასევე ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
  • ორგანიზმს ეხმარება სისმსივნესთან ბრძოლაში რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
  • არის ძლიერი ანტი მიკრობული საშუალება.
  • მეხსიერების დაქვეითების დროს – ასაკოვან ადამიანებში.
  • კიდურების დაბოლოებებში სიცივის შეგრძნება.
  • ინსულტის შემდგომი მკურნალობა.
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • კარგი საშუალებაა თრომბოზების პროფილაქტიკის მიზნით.
  • ყურებში ხმაური.
  • თავის ტკივილი.
  • ინსულტი.
  • პარალიჩი.
  • ალცჰეიმერის დაავადება.
  • რევმატული ართრიტი.
  • სისხლში მაღალი ქოლესტერინი.
  • უნაყოფობა.
  • ქრონიკული ანთებების და შეხორცებები.
  • მიომა.
  • აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს.
  • უებარი საშუალებაა კლიმაქსის დროს, ხსნის სიმპტომებს.
  • მამაკაცებში ამაღლებს პოტენციას.
  • ართრიტის დროს ხსნის ტკივილებს.
  • ამცირებს კუჭის და ნაწლავების ტკივილებს მოწამვლის დროს.
  • ხსნის სპაზმებს და ეხმარება გაზებს გამოსვლაში.
  • ასევე არის ნაღველმდენი საშუალება.

კოჭას უკუჩვენება:

  • არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
  • არ არის რეკომენდებული ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების დროს.
  • არ გამოიყენოთ ნაწლავების ანთების დროს.
  • არ გამოიყენოთ წყლულებისა და წყლულოვანი კოლიტების დროს.
  • ალერგიის დროს.
  • მაღალი ტემპერეტურის დროს.
  • გულის დაავადებების და ჰიპერტონიის დროს აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.