აიღეთ ასანთი, ცეცხლი წაუკიდეთ, შეუბერეთ: აი, როგორ უნდა მოიშოროთ ტკიპა უსაფრთხოდ სახლის პირობებში

5796

გაზაფხული უკვე თავისი სითბოთი გვახარებს და ხელს უწყობს იმას, რომ შაბათ-კვირას ბუნებაში სასეირნოდ გავიდეთ. სამწუხაროდ, ტყეში წასვლა და ტბაზე პიკნიკი ხშირად დამსვენებლისთვის ფეხზე ტკიპით სრულდება.

ამ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ, რადგან რაც უფრო მალე მოიშორებთ პარაზიტს, ბორელიოზით დაავადების მით უფრო ნაკლები რისკი გექნებათ. იდეალურ შემთხვევაში ტკიპის მოსაშორებლად სასწრაფო დახმარების ცენტრს უნდა მიმართოთ. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ ტკიპის მოშორება თავად მოგიწევთ.

როგორ მოვიშოროთ ტკიპა სახლის პირობებში

სახლის პირობებში ტკიპის მოშორება შეგიძლიათ პინცეტის, ნემსის, სპეციალური ექსტრაქტორის, ძაფის ან საბანკო ბარათის დახმარებით მოიშოროთ. ყველა ამ მეთოდს თავისი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს.

„ვივიენი“ უნიკალურ ხრიკს გთავაზობთ, რომლის დახმარებით ტკიპის მოშორებას მარტივად შეძლებთ ისე, რომ კანში ტკიპის არცერთი ნაწილი არ დარჩება.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ წყალი და ბამბის ჩხირი ან უბრალოდ ასანთის ღერზე დახვეული ბამბა. ყურადღებით უყურეთ ვიდეოს, თუ როგორ იშორებს ქალი ტკიპას და მისი მოქმედება დაიმახსოვრეთ. კრიტიკულ სიტუაციაში ეს მეთოდი აუცილებლად დაგეხმარებათ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მწერი საათის ისრის საწინააღმდეგო მხარეს მცირე წრიული მოძრაობით უნდა ატრიალოთ, თითქოს ჭანჭიკის ამოღებას ცდილობთ. შეგიძლიათ ბამბა სპირტში ან არაყში დაასველოთ, როგორც ირწმუნებიან, ტკიპა ამის შემდეგ „თვრება“ და მის ამოღებას უფრო მარტივად შეძლებთ.

ინტერნეტ მომხმარებლები ტკიპის მოშორების საკუთარ მეთოდებზე საუბრობენ. მაგალითად, აიღეთ ანთებული ასანთი, სული შეუბერეთ და ცხელი თავი ტკიპას დაადეთ. ტკიპა ამის შემდეგ ყბაში იხსნება და მისი ამოღება მარტივდება.

რომელი მეთოდის გამოყენება სჯობს თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი კანი იოდით ან სპირტით უნდა დაიმუშავოთ, ხოლო თავად ტკიპა უახლოეს კლინიკაში წაიღოთ, რომ ინფექციებზე გამოკვლევა ჩაატარონ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.