ჩემი საყვარელ ორქიდეას გადარეული ყვავილობა აქვს, რასაც მარტივი ხრიკის წყალობით ვახერხებ.

26073

ორქიდეების მოყვარულთა უმრავლესობისთვის ცნობილია სიტუაცია, როდესაც ნორმალური განვითარების მქონდე მცენარეს ხშირად უფერხდება ყვავილობა. რაშია საქმე და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მას? არ არის საჭირო ზრდის მასტიმულირებელი ძვირადღირებული საშუალებების შეძენა, სხვათაშორის ასეთ საშუალებებმა პირიქით ზიანიც კი შეიძლება მიაყენოს თქვენს ნებიერას.

ბუნებაში ორქიდეა მისთვის საჭირო ყველა ნივთიერების მიღებას ახერხებს წვიმის წყალთან ერთად. სახლში ორქიდეას თქვენ ვერ შეუქმნით ისეთ გარემოს რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს ველურ ბუნებას. თუმცა არსებობს ერთი ხრიკი, რომლის გამოყენებითაც თქვენ დაეხმარებით ტქვენს მცენარეს და საშუალებას მისცემთ მდიდრულად იყვავილოს.

გახსოვდეთ, რომ ეს ხრიკი თქვენს მცენარეს არანაერ ზიანს არ მიაყენებს, უბრალოდ დაეხმარება შეიქმნას ბუნებრივი პირობები ყვავილობისთვის. ვივიენი დღეს მოგიყვებათ ორქიდეისთვის საყვარელ ნიორის გემრიელობაზე. აი როგორ შეგიძლიათ დაამზადოთ ის.

ნიორით მომზადებული ეს ერთგვარი სასუქი აუმჯობესებს ფესვების სისტემის ზოგად მდგომარეობას და ანადგურებს ყვავილისთვის დამაზიანებელ ბაქტერიებს.

ნიორის გემრიელობის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 5 – კბილი დიდი ზომის ნიორი (ან მაქსიმუმ 6-7 ცალი)
  • 2 ფინჯანი წყალი (ან ცოტა მეტი)
  • 1/2 აბი ქარვამჟავა

ხსნარის მომზადების და გამოყენების წესი:

  1. გავხსნათ ქარვამჟავა ცხელ წყალში, მასშივე ჩავჭყლიტოთ ნიორი, მოცემული ნაზავი დავაყენოთ ერთი დღე.
  2. ვამატებთ ჩვენს ნიორის გემრიელობას განიერ წყლის ჭურჭელში, მასში ვათავსებთ ირქიდეას ქოთანს – ისე, რომ ქოთანი თითქმის სრულად იყოს დაფარული ამ სითხით.
    ასევე ვრწყავთ ზევიდანაც, რათა ყველა ფესვი გავჟღინთოთ. ქოთანი ხსნარში გააჩერეთ რამოდენიმე საათი.
  3. შემდეგ ამოიღეთ ქოთანი ხსნარიდან და მცენარე დააბრუნეთ ჩვეულ ადგილას. ამ პროცედურის შემდეგ 1 თვეში საოცრად მდიდრული ყვავილობით დატკბებით.
  4. მორჩენილი ხსნარით შეგიძლიათ სხვა ქოთნის მცენარეები მორწყათ. ასეთი ხსნარით ორქიდეის ან სხვა მცენარის გამოკვება შეიძლება 3 თვეში ერთხელ.

ქარვამჟავას დადებითი თვისებები მცენარესთვის

ქარვა (ეთანი-1,2-დიკარბონის) მჟავა — უსუნო და უფერო ფხვნილია, კარგად იხსნება სპირტში და წყალში.ნატურალური სახით და მცირე ოდენობით ის ფაქტიურად ყველა მცენარეს შემადგენლობაშია, ასევე – ქარვაში, მურა ნახშირში და მალეინის ანჰიდრიდიდში, რომლიდანაც ხდება ზოგადად მისი მოპოვება საწარმოო მიზნებისთვის.

რითია სასარგებლო ქარვამჟავა მცენარეებისთვის? ის ანორმალიზებს ნიადაგის მიკროლფორას და ანხორციელებს ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებებს: აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების და სასუქის ათვისების უნარს, სტიმულირებს ზრდას, აუმჯობესებს ახალ გარემოსთან შეგუების პროცეს, დააჩქარებს ოთახის მცენარეების განვითარებას და აუმჯობესებს ბოსტნეული კულტურების მოსავალს.

ქარვამჟავა პირადპირი მნიშვნელობით სასუქს არ წარმოადგენს და ვერ ჩაანაცვლებს აუცილებლად შესტანან დანამატებს. ის უბრალოდ ეხმარება მცენარეს უკეთ შეითვისოს საჭირო ნივთიერებები და შეაფერხებს აზოტისა და ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას.

შესაძლებელია თუ არა ქარვამჟავით ზიანი მივაყენოთ მცენარეს? თავისთავად დანამატს მცენარესთვის ზიანის მოტანა არ შეუძლია, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოუცდელობით გადააჭარბებთ რეკომენდირებულ კონცენტრაციას – მჟავა სწარად აქარდება სინათლეზე და ჰაერზე, არ დაგროვდება ქსოვილში. თუმცა სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია ნიადაგი დაჟანგვა.

ნიორის დადებითი თვისებები მცენარესთვის

ნიორი წარმოადგენს ბუნებრივ ანტისეპტიკს და მისი სამკურნალო თვისებები ეხმარება არა მხოლოდ ადამიანს არამედ მცენარესაც. ნიორის კბილი შეიცავს დიდი ოდენობით გოგირდს, ანტიოქსიდანტებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს. ყველა ეს ელემენტი წარმოდგენილია მარტივად ასათვისებელი ფორმით და მცენარეც მარტივად ახერხებს მისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებას. ორქიდეის მორწყვა გამოწურული ნიორით საშუალებას იძლევა:

  • თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადებების წარმოქმა.
  • დაიცავს ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებისგან.
  • გაანადგურებს წვრილ მავნებლებს.
  • ახალგადარგული ორქიდეისთვის, იმუნიტეტის გამაძლიერებელი კარგი საშუალებაც იქნება და
  • დაეხმარება მარტივად შეეგუოს ახალ გარემოსა, ნიადაგს.
  • ახდენს ნიადაგის გამოჯანმრთელებას და ანადგურებს ჩასახულ მავნებლებს.

დადებითი თვისებების დიდი სიის მიუხედავად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნიორით დამუშავება ყოველთვის სასარგებლო არ არის. ის ზოგჯერ შესაძლოა დამღუპველი იყოს ისეტი ნაზი მცენარესთვის როგორიც ორქიეა. სწორედ ამიტომ ქვემოთმოცემული პუნქტები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

  • ყვავილობის პერიოდში დაუშველებელია ნიორწყლის გამოყენებით დასხურებით მორწყვა, ამან შესაძლოა კოკორი გაანადგუროს.
  • ასევე არ შეიძლება ამ პერიოდში ფესვების დამუშავება, ჩატვირთვის გამოყენებით.
  • არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება თვეში 2-3 მეტჯერ.
  • არ შეიძლება გამოჯანმრთელების პროცედურის ჩატარება მორწყვისა და ჩატვირთვის მონაცვლეობის პროცესის გარეშე.
  • არ გამოიყენოთ ხსნარი, რომელსაც დუღილის აშკარა ნიშნები აღენიშნება, თუ ის თბილ ადგილას ან დიდხანს ინახება.
  • არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება.