აირჩიეთ ერთი კარტი და შეიტყვეთ თქვენი ცხოვრების განვითარების პროგნოზი.

14247

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა გვეჩვენება, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება და ფეხქვეშ მიწა გვეცლება. პრობლემები, შეუსრულებელი დავალებები, სულელური აზრები ქვემოთ გვექაჩება და სულ უფრო გვიჭირს ახალი დღის შეხვედრა სიხარულით. ისეც ხდება, რომ დილით საერთოდ არ გვაქვს გაღვიძების სურვილი.

თუ ასეთ მდგომარეობაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით, ეს დეპრესიას გამოიწვევს. ამ დროს ჰაერივით ვსაჭიროებთ მინიშნებას, ნიშანს ზემოდან, პატარა მითითებას, ზეციური ძალების დახმარებას იმის გასაგებად, თუ სად ვართ, რა მოგვდის და საით წავიდეთ.

მათთის, ვინც ასეთ ნიშანს ელოდება ან უბრალოდ იმის გაგება სურს, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, ჩვენ მარტივ, თუმცა რეალურ მკითხაობას გთავაზობთ უძველესი, ტაროს კარტებით. თითოეულ კარტს თავისი განსაკუთრებული, ფილოსოფიური და ეზოთერიული აზრი აქვს.

თქვენ უბრალოდ ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ რვიდან. შეხედოთ ფოტოს და გააკეთეთ არჩევანი, მიენდეთ ინტუიციას. ახლა კი გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რა მოგიმზადათ ბედმა მომავალი 30 დღისთვის.

ცხოვრების განვითარების პროგნოზი

1. პირველი კარტი – “მასხარა”(სულელი, დებილი). ეს კარტი იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელიც სულიერი გზის დასაწყისში დგას. აღნიშნული კარტი აღნიშნავს იმ მიმართულების არჩევას, რომელზეც მთელი დარჩენილი ცხოვრება იქნება დამოკიდებული.

ხშირად, მასხრის ბარათი მიუთითებს ცხოვრების რადიკალურად განსხვავებულ პერიოდში გადასვლაზე. ესაა გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც აღარაფერი იქნება ძველებურად. მოგიწევთ სხვანაირად ფიქრი, მოქმედება, უამრავი ჩვევისა და შეხედულების შეცვლა.

2. თუ თქვენ “მაღალხარისხოვანი მღვდლის ცოლის” კარტი აირჩიეთ, ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე გაჩნდება ინფორმაცია, რომლის წყალობითაც ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ.

აღნიშნული კარტი მიუთითებს სიმშვიდეზე, როცა ადამიანი საკუთარ თავში ეფლობა. როცა მშვიდ გარემოში ყოფნა გსურთ არა იმისთვის, რომ საკუთარ საქმეებში გაერკვეთ, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაც დრო სიმშვიდეში გაატაროთ. საკითხები, თავისთავად, გადაწყდება, ოღონდ მოგვიანებით.

3. კარტი “მშვიდობა” თითქოსდა შლის თქვენს ცხოვრებაში არსებულ დისჰარმონიას. იგი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ მალე შეიგრძნობთ სიმშვიდეს და მიაღწევთ ბედნიერებას. ამ კარტის დეპოა: “მე დამოუკიდებელი, ბედნიერი და თავისუფალი პიროვნება ვარ”.

ამ კარტთან ერთად, ადამიანი სრულ გამარჯვებას შეიგრძნობს ყველაზე რთულ და სარისკო სიტუაციებშიც კი. ყველა პრობლემა გადაწყდება, კარგი ადამიანები მოვლენ, ცუდები კი გაქრებიან, აღდგება ჯანმრთელობა.

4. ჩვეულებრივ, ეს კარტი ამოსდით ინტროვერტებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარე ფაქტორების ზემოქმედებას, თავს კომფორტულად გრძნობენ ჩაკეტილ მდგომარეობაში. “განდეგილის” კარტი მიწიერისა და ზეციერის ერთობის, ცხოვრებისეული გზისა და მიზნების ძიების სიმბოლოა. ხშირ შემთხვევაში, იგი მიანიშნებს წარმატებაზე ასეთ ძიებაში, იმ ფაქტზეც, რომ ადამიანი ამ გზაზე მასწავლებელსა და ჭკუის დამრიგებელს იპოვის.

ეს კარტი ის ნიშანიც შეიძლება იყოს, რომელიც მიუთითებს საკუთარ თავში გარკვევისა და წვრილმანების უგულებელყოფის აუცილებლობაზე. თითქოს განდეგილი ამბობს: “შეისვენე, გათავისუფლდი წარსული პრობლემების ტვირთისგან და დაიწყე ახალი ცხოვრება!”.

5. “ეშმაკი” – პიროვნების ბნელი მხარის სიმბოლო, ნაკლოვანების, დამოკიდებულების, ადამიანში არსებული ყოველგვარი ნეგატიურის ხორცშესხმაა. ამ კარტის გზავნილია: “მე ვიღებ და ვაღიარებ ჩემი პიროვნების ბნელ მხარეებს”.

მოცემული კარტი გაფრთხილებთ, რომ არ უნდა დაემორჩილოთ თქვენს სისუსტეებს. ამ არტის გავლენის ქვეშ, ადამიანი ვიღაცას დაექვემდებარება ან ვიღაცაზე დამოკიდებული გახდება.

6. “შეყვარებულების” კარტი მიუთითებს თქვენს ცხოვრებაში მეორე ნახევრის გამოჩენაზე. ასევე, ამ კარტის არჩევა მეტყველებს დიდ ემოციურ თავისუფლებასა და ცხოვრების მიმართ უპატივცემულობაზე.

ეს კარტი წარსულიც და მომავალიც, ძველიც და ახალიც, ვალიც და შემოსავალიცაა. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს კონფლიქტი გულსა და გონებას შორის. რთული იქნება არჩევანის გაეთება, თუმცა, ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული დანარჩენი ცხოვრება. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება ეხებოდეს პროფესიულ საქმიანობას, მოგზაურობას, განათლებას, საშინაო საქმეებსა და იდეებს.

7. კარტი “მთვარე” იმაზე საუბრობს, რომ მისი ამომრჩეველი, შესაძლოა, თავდაუჯერებლობით, კომპლექსებით ან შინაგანი პრობლემებით იტანჯებოდეს. კარტის გზავნილია: “მე შევისწავლი საკუთარ სულიერ სამყაროს, რათა ძველი შეცდომები არ გავიმეორო”.

ისწავლეთ საკუთარ თავში შიშების გადალახვა. თუ ადამიანი ამას შეძლებს, იგი მნიშვნელოვნად წაიწევს წინ.

8. კარტი “ეტლი” საუბრობს თქვენს მისწრაფებაზე, აღიქვათ ყველაფერი ახალი, ისაუბროთ ურთიერთსაწინააღმდეგოდ. ამ კარტის ამომრჩეველი ადამიანი შეძლებს მასშტაბურად მოქმედებას, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირადშიც.

ყველაფერი, რაც გსურთ, უმოკლეს ვადაში ახდება, მტრები კი უკან დაიხევენ. ახლა თქვენს წარმატებას არაფერი შეუშლის ხელს. მაშინაც კი, თუ სულ ახლახან სირთულეები გქონდათ, ეტლის კარტით უნდა გათავისუფლდეთ წარსული პრობლემებისგან და გადადგათ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ.

თქვენ რომელი კარტი აირჩიეთ? რამდენად გჯერათ მკითხაობის?