ქმრის 5 ტიპის მეგობარი, რომლებიც ცოლს იშვიათად მოწონს. და ამას თავისი ახსნა აქვს

1364

ცხოვრებაში კავშირების სწორად ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, მეგობრული ვალი პირნათლად უნდა შეასრულოთ და სანაცვლოდ იგივე მიიღოთ. მეორე ნახევრის მეგობრებთან როგორ უნდა მოიქცეთ? საყვარელი ადამიანისთვის გულის ტკენა არავის სურს, მაგრამ ქმრის მეგობრებთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეუძლებელია. არსებობს ქმრის 5 ტიპის მეგობარი, რომლებიც ხშირად ცოლს არ მოწონს.

მეგობარი № 1 – კლუბებსა და ბარებში სიარულის მოყვარული

როცა ქმარი ამბობს, რომ მეგობართან ერთად სასეირნოდ მიდის, უკვე უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ მეუღლე სადღაც დიდხანს, გვიანობამდე, შესაძლოა, დილამდე წასული იყოს. გამორიცხული არაა, რომ რამდენიმე „ცხელი“ ჭიქაც გადაკრას, კლუბში ან ბარში ლამაზმანებმა მისი ყურადღების მიპყრობა სცადონ. ასეთ საღამოს ცხადია ცოლი მეუღლეს არც თუ ისე ბედნიერი დაელოდება.

მეგობარი № 2 – დაუოჯახებელი

არა მხოლოდ სტატუსით დაუოჯახებელი, არამედ სულის მდგომარეობით. ასეთი ადამიანი, სადაც არ უნდა წავიდეს, ქალების ყურადღების მიქცევას ცდილობს. თუ ქმარი სასეირნოდ სწორედ მასთან ერთად წავა, თქვენ ეჭვი გექნებათ, რომ მას ქალების ყურადღების გარემოცვაში ყოფნა ან მეგობრისგან იმის მოსმენა მოუწევს, თუ რა კარგია თავისუფალი ცხოვრება. არც თუ ისე სასიამოვნოა!

მეგობარი № 3 – დაქალი!

აქ ყველაფერი ცხადია! ალბათ, ქმრის მეგობრის ყველაზე უსიამოვნო ტიპია ყველა ქალისთვის. საქმე არა უნდობლობას, არამედ ამ ქალს ეხება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ისტორიაზე, რომელიც ამ ორს ერთმანეთთან აკავშირებს: ისინი ბავშვობის მეგობრები არიან, რომლებიც ქორწინებაში დიდი ხანია ბედნიერები არიან ან რამდენიმე წლის წინ ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს? მეორე შემთხვევაში ფანტაზიების მიზეზი ყოველთვის არსებობს.

მეგობარი № 4 – მეგობარი, მოსაბეზრებელი ცოლით

მაშინაც კი, თუ ქმრის მეგობარი მოგეწონებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ცოლიც ასეთივე მეგობრული იქნება. ოთხეულის შეკრება საკმაოდ უხერხული იქნება, როცა მამაკაცები „საჭორაოდ“ გავლენ და იმ ქალთან მარტო დარჩენა მოგიწევთ, რომელიც ან ძალიან მოსაწყენია, ან ძალიან თავხედი, ან პრეტენზიული, ან ცხოვრებაზე ბევრს წუწუნებს. ასეთი კომპანიისგან თავის დაღწევა გაგიჭირდებათ!

მეგობარი № 5 – სპორტით შეპყრობილი მეგობარი

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იამაყოთ ქმრით, რომელიც კვირაში რამდენჯერმე სავარჯიშო დარბაზში, ცურვაზე ან ფეხბურთზე დადის. თუმცა, თუ მისი მეგობარი სპორტით შეპყრობილია, მან შეიძლება ქმარი ყველა შესაძლო მიზეზით სახლიდან გამოიყვანოს და მთაზე ასვლა ან მარათონში მონაწილეობა აიძულოს, რომელსაც ნახევარი წელი მომზადება სჭირდება. ქმრის სხეულის ფორმებისთვის შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ, მაგრამ ერთად მცირე დროის გატარებაზე – ნაკლებად.

არავინ ამბობს, რომ ამ ტიპის მეგობრები აუცილებლად ცუდები უნდა იყვნენ, უბრალოდ, თუ რაღაცნაირად ურთიერთობაზე კარგ გავლენას არ ახდენენ, მიზეზი აუცილებლად გაჩნდება. აუცილებელი, მეგობრებთან საურთიერთოდ დრო გამოყო, რომ დისკომფორტი და პრობლემა არ იგრძნოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.