მხოლოდ პასკები არ კმარა! აღდგომამდე 2 კვირით ადრე ვიწყებ სახლის მორთვას

0
270

ყოველ წელს, აღდგომამდე ორი კვირით ადრე, მე ვიწყებ სახლისთვის სააღდგომო დეკორაციების მომზადებას. აღდგომა ხომ მხოლოდ კვერცხების მორთვა და პასკების გამოცხობა არაა – ესაა კვერცხისა და ნაჭუჭების არასტანდარტული კომპოზიციები, ლამაზი გვიგვინები კარზე და თემატური კომპოზიციები ყვავილებისგან.

დღეს ჩვენ გთავაზობთ 14 სუპერიდეას სააღდგომო დეკორაციებისთვის, რომელთა დამზადებაც საკუთარი ხელებით შეგიძლიათ. ეს ვარიანტები ხელსაქმის წამოწყების სურვილს გაგიჩენთ.

როგორ მოვრთოთ სახლი სააღდგომოდ

1. სააღდგომო ხე უნდა მოირთოს ფერადი ლენტებით, ცოცხალი ყვავილებითა და სხვა შესაბამისი დეკორით. ქოთანში ჩარგული ხის გაფორმება სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შემოიტანს.

2. ტრადიციულ სააღდგომო ხეს ამზადებენ ბზის ან სხვა მცენარის ტოტებით. ამიტომ, აუცილებელია მათი შეძენა ან მოგროვება წინასწარ. ტოტები ჩაალაგეთ წყალში და რამდენიმე დღეში მათზე კვირტებიც გაჩნდება. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, მორთოთ ხე სურვილისამებრ.

დეკორის სახით ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება. ყველაზე მარტივი და, ამავდროულად, მომგებიანი აქსესუარებია სააღდგომო კვერცხები, როგორც დეკორატიული, ისე ნამდვილი.

3. ასეთი გვირგვინი სადღესასწაულო ატმოსფეროს პირდაპირ კარის ზღურბლიდანვე შექმნის. ჩვენ შევეჩვიეთ საშობაო გვირგვინებს, თუმცა სააღდგომო – ჯერ კიდევ ახალი, თუმცა ძალიან ეფექტური რამაა.

გვირგვინის დასამზადებლად აიღეთ ნატურალური მასალა – ტირიფი ან ბზა. ხოლო მორთვისას ჩართეთ ფანტაზია.

4. ევროპულ ჟურნალებში ხშირად შემხვედრია საყვარელი ფორმები სააღდგომო დეკორისთვის. მათ შორის ყველაზე მეტად ბაჭიები მომწონს.

კურდღელი ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ერაში იყო ცნობილი, როგორ გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის სიმბოლო. ითვლებოდა, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქალღმერთი იღვიძებდა.

თანდათან, კურდღლის ფორმა აღდგომის სიმბოლოდაც იქცა. როგორც აღმოჩნდა, ოდესღაც თვლიდნენ, რომ ქათამი ისე ლამაზად ვერ “მოიტანდა” შეღებილ კვერცხებს, როგორც ეს საყვარელი ბაჭია.

5. ნუ გადაყრით გამოყენებული კვერცხის ნაჭუჭებს – თუ მოინდომებთ, მათგან ორიგინალურ შანდლებს დაამზადებთ.

6. ბაჭიები და გაზაფხულის ყვავილები იდეალური დეკორაციაა სააღდგომოდ.

7. კიდევ, კვერცხის ნაჭუჭისგან საყვარელი ლარნაკების დამზადებაც შეგიძლიათ. გადახედეთ იდეებს.

8. სახლისა და ბაღის სააღდგომოდ გაფორმებისას გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები და ელემენტები. ჩვეულებრივ, სადღესასწაულო კომფორტის შესაქმნელად იღებენ ხავსს, ტოტებს, ქერქსა და მშრალ ბალახს. მათგან წნავენ კალათებსა და ჩიტის ბუდეებს.

9. კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება სააღდგომო ხის შესაქმნელად.

10. სააღდგომო კომპოზიციებში, მაგიდის მოსართავად, საპატიო ადგილი უჭირავს ჩიტის ბუდეებს, დაწნულს ყლორტებისგან.

11. სააღდგომო კვერცხების მორთვა სხვადასხვა ელემენტებით შეიძლება. ეს შეიძლება იყოს მბრწყინავები, ზოლები, ფოთლები და ბუმბულებიც კი.

12. კიდევ ორი საინტერესო იდეა.

13. აღდგომის დილას პატარები ბუდეში ფერად კვერცხებსა და ტკბილეულებს იპოვიან.

14. სააღდგომო ხელნაკეთი დეკორაციები, რომლებსაც ბავშვები ბაღებში ამზადებენ, შგიძლიათ სახლის მოსართავად გამოიყენოთ.

თქვენ რომელი იდეა მოგწონთ ყველაზე მეტად? თავად როგორ ემზადებით სააღდგომოდ?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი