5 დაავადება, რომელთა არსებობაც ექიმმაც შეიძლება სუნით აღმოაჩინოს

1956

ბევრი ჩვენგანი სუნის შეგრძნებას, როგორც სავალდებულოს ისე აღიქვამს. დღის განმავლობაში ბევრი სუნის შეგრძნება გვიწევს – საცხობიდან და კაფედან გამოსული სუნი, გამონაბოლქვი აირის სუნი და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვა ადამიანის პარფიუმი.

გარდა ამისა, თითოეული ადამიანი გარკვეული სუნის მატარებელია. მექანიკოსს სამანქანო ზეთის სუნი ასდის, პარიკმახერს თმის ლაქის, ხოლო ფარმაცევტს მედიკამენტების სუნი.

ცოტამ თუ იცის, რომ ადამიანის სხეულის ზოგიერთ სუნს ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ სუნს რომელი პრობლემების გამოვლენა შეუძლია.

5 დაავადება, რომელთა აღმოჩენა ექიმს სუნით შეუძლია

1. თირკმლის უკმარისობა

ამ დაავადების ერთ-ერთი ნიშანი პირს ღრუში ამიაკის სუნია. ასეთი მოვლენა იმით აიხსნება, რომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს არ ღებულობს, ნორმალურად მუშაობა არ შეუძლიათ და ყველა გახრწნილი პროდუქტი არ გამოაქვს.

2. ღვიძლის უკმარისობა

პირში ლპობის, მოტკბო სუნი ღვიძლის პრობლემის ერთ-ერთი ნიშანია. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • კანის ყვითელი ფერი;
  • მუცლის ღრუს შეშუპება;
  • დაბნეულობა და დეზორიენტაცია;
  • შეშუპებული ფეხები;

3. გაფანტული სკლეროზი

ამ სერიოზული დაავადების დასადგენად ექიმები სუნთქვის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების ანალიზს აკეთებენ. კვლევა ამტკიცებს, რომ გაფანტულ სკლეროზს თან პირის ღრუდან მკაფიო სუნი ახლავს.

4. დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის დროს ადამიანს პირის ღრუში დამპალი ვაშლის სუნი აქვს. ზოგიერთი ამ სუნს პრინტერის მელანს, ლეიკოპლასტის ან ახალ საშხაპე ფარდას ადარებს. დიაბეტის მანიშნებელი შეიძლება იყოს პირის ღრუში აცეტონის სუნი.

5. შიზოფრენია

ამ რთული გონებრივი აშლილობის დასადგენად სუნის ანალიზი გამოიყენება.

რეალური შემთხვევა

ბრიტანელმა ჯოი მილნმა პარკისონის დაავადების სუნით განსაზღვრა ისწავლა. ქალი გრძნობს მათ, ვისაც ეს უკურნებელი სენი დიდი ხანია აწუხებს და მათ, ვისაც დაავადება ახლახანს გაუჩნდა.

მსგავსი უნარი ჯოიმ მაშინ შეამჩნია, როცა დაავადებული მეუღლის მაისურზე სპეციფიკური სუნი იგრძნო. მოგვიანებით მან მსგავსი სუნი პარკისონით დაავადებულ სხვა ადამიანებში შეამჩნია.

სუნის შეგრძნება ძლიერი გრძნობაა, რომელსაც სერიოზული დაავადების გამოვლენასა და საჭირო ზომებში დახმარება შეუძლია. სწორედ ამიტომ, სხეულიდან მომავალი სპეციფიკური სუნი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.