დედაბუნების საჩუქარი: გერასიმოვის ბალზამი, რომელიც ხალხს მუდამ ფეხზე აყენებდა.

2
9259

ცნობილმა სახალხო მკურნალმა, სერგეი გერასიმოვმა მწვანე კაკლის და ბიოლოგიურად სასარგებლო სხვა ნივთიერებებისგან შექმნა ბალზამი, რომელსაც “გერასიმოვის ბალზამი” უწოდა. ბალზამის ძირითადი კომპონენტებია: ბერძნული კაკალი, სპირტი, ყვავილის თაფლი და პროპოლისი.

რა დაავადებებს კურნავს გერასიმოვის ბალზამი

ივნისის ბოლოს შეგროვებული რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ბერძნული კაკალი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების: იოდის, ნახევრადგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების, კალიუმის მარილების, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, კობალტის, ფოსფორის, ვიტამინების С, В1, В2, В8, Е, РР, კაროტინის, ორგანული მჟავების, ცილის, ეთერზეთებისა და ფლავონოიდების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. ნაყოფი ასევე შეიცავს უნიკალურ ალკოლოიდ იუგლენდინსა და მინერალურ მარილებს.

რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ბერძნული კაკალი ხასიათდება მოქმედებების ფართო სპექტრით:

  • ზოგად გამაჯანსაღებელი
  • ანთების საწინააღმდეგო
  • ბაქტერიციდული
  • ჭრილობების შემახორცელები
  • სისხლის გამწმენდი
  • ნაღველმდენი
  • პარაზიტების საწინააღმდეგო
  • ჰეპატოპროტექტორული
  • ანტი-ათეროსკლეროზული
  • გამწოვი, სიმსივნის საწინააღმდეგო

რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება მწვანე კაკალის ნაყენი?

  • ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, იოდის უკმარისობა)
  • ავიტამინოზი, ანემია, მომატებული დაღლილობა
  • მასტოპათია, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა
  • რევმატიზმები, პოლიართრიტი, ართროზი, ოსტეოჰონდროზი
  • დიათეზი, ნეიროდერმატიტი, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, კანის სოკოვანი დაავადება
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები
  • როგორც სისხლის გამწმენდი საშუალება (მათ შორის რადიაციული დასხივების შემდეგაც)
  • ადნექსიტი, საშვილოსნოს ფირომიომა
  • ქალური და მამაკაცური უშვილობა
  • ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, ჰიპერქოლესტერინმეია
  • სისხლის და ლიმფური სისტემების დაავადებები
  • მეორე ტიპი შაქრიანი დიაბეტი
  • პარაზიტული ინფექციები (ჰელმინთური ინვაზიები)
  • ნევროზი
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნე

გერასიმოვის ბალზამის დამზადებისას ხდება მთვარის ფაზების გათვალისწინება, გამოიყენება წყლის სტრუქტურირება. ამ საშუალების მომზადების ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს მისი ნახევარ წლიანი შენახვა გარკვეულ ტემპერატურაზე. ეს პირობები უზრუნველჰყოფს ბალზამის უკეთეს ფერმენტაციას.

ბალზამს შესანიშნავი გემო ახასიათებს, მიიღება მცირე ულუფებით (საკმარისია ჩაის კოვზის ოდენობით), მარტივად შედის ორგანიზმში (სპირტისა და თაფლის წყალობით) და აღწევს დაავადებულ არეში, პროპოლისი კი აძლიერებს სამკურნალო მოქმედებებს.

გერასიმოვის დაკვირვებით დადებითი შედეგები აისახება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაავადებულები არ იცავენ რეკომენდირებულ დიეტას, რეჟიმს და უარს არ ამბობენ თამბაქოზე.

ვივიენი საშუალებას გაძლევთ თავად მოამზადოთ ეს ბალზამი. ასეთი ბალზამის დამზადების დეტალური ინსტრუქცია, რა თქმა უნდა, ფირმის საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ცდად მაინ ღირს.

ამ ინგრედიენტების კომბინაცია ზიანს არავითარ შემთხვევაში მოგიტანთ, მისგან მიღებელი სარგებელი კი ნამდვილად ფასდაუდებელია.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ლიტრი მინერალური, ჭის ან ადუღებული წყალი
  • 0,5 ლიტრი არაყი (ან სპირტი 45-70 %)
  • 0,5 ლ თაფლი
  • 200 გრამი დაქუცმაცებული მწვანე კაკალი
  • 200 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. კაკალი უმჯობესია, მოკრიფოთ სავსე მთვარის დროს – ამ პერიოდში ის ყველაზე მეტ იოდს და სხვა მიკროელემენტებს შეიცავს. კარგად დააქუცმაცეთ ის დანით ან გაატარეთ ხორცსაკეპში. პროპოლისიც ასევე წვრილად დაჭერით.
  2. დაქუცმაცებული კაკალი და პროპოლისი  მოათავსეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში, დაასხით ახალი ყვავილების, ნატურალური თაფლი, წყალი და არაყი. მოათავსეთ ბნელ ადგილას, იქ, სადაც ტემპერატურა 35-40 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. უფრო მაღალი ტემპერატურა ფერმენტებს ანადგურებს, ხოლო დაბალი ტემპერატურა – ხელს უშლის ფერმენტაციის პროცესს.
  3. დააყენეთ 3 დან 6 თვემდე. მზა საშუალება უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

უკუჩვენებები: ჰიპერთირეოზი(ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუქნცია), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

2 კომენტარები

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი