ნატუროპათი: “არ გადაყაროთ! გააშრეთ, მოხარშეთ რძეში და მიიღეთ უზმოზე”

26524

ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ კენკრისა და ხილის კურკების გადაყრასა და მხოლოდ რბილობების ჭამას. თუმცა, ყველაზე ძვირფასი, რასაც წვნიანი ნაყოფი ინახავს, სწორედ მისი თესლის შიგნითაა მოთავსებული. კურკების შემადგენლობაში არამხოლოდ ვიტამინები და მინერალები, არამედ ეთერზეთები, პროტეინები, ცხიმები, ნატურალური მჟავებია, რომლებსაც ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული თვისებები აქვს.

ორგანიზმის გაწმენდა კურკებით

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ლიმონის კურკები. თუ ორგანიზმის საშინაო პირობებში გაწმენდის პროგრამა გაინტერესებთ, ლიმონის კურკები შესანიშნავი ვარიანტია. ისინი ორგანიზმს ბუნებრივად წმენდს და გაშორებთ ინფექციებს, რომლებზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს.

ამასთან, კურკების შემადგენლობაში არსებული სალიცილის მჟავის წყალობით, ისინი უმკლავდება თავისა და კბილის ტკივილებს, ამსუბუქებს სახსრებისა და წელის ტკივილებსაც. ეთერზეთებისა და ლიმონინის შემცველობა კი კურკებს შესანიშნავ საშუალებად აქცევს ნაწლავების არასასურველი ბინადრების წინააღმდეგ.

ბოლო დრომდე არსებობდა მოსაზრება, რომ ლიმონის კურკები კნტ-ს მიერ არ აითვისება. ციტრუსის თესლის შემთხვევით ჩაყლაპვისა ეშინოდათ, მას შხამიანად მიიჩნვდნენ. ასეთი აზრი გაჩნდა უსიამოვნო მომწარო გემოს გამო, რომელიც ლიმონინის(ციტრუსისა და სხვა მცენარეების შემცველი ნივთიერება) დამსახურებაა.

მრავალრიცხოვანი კვლევით დამტკიცდა, რომ მაშინაც კი, თუ ლიმონის რამდენიმე კურკას ყოველდღიურად მიიღებთ, არავითარი მოწამლვა არ მოხდება. თუმცა, იგი ზომიერად უნდა მიიღოთ. კურკა სქელ კანს მოიცავს, რაც მის ათვისებას ართულებს. ამიტომ, კურკის მთლიანად გადაყლაპვა არაა რეკომენდებული.

თუ 2 კურკა არ გავნებთ, 5-6 დაუღეჭავი კურკა ერთ მიღებაზე შეიძლება კუჭის გაჩერების ან ყაბზობის მიზეზი გახდეს. დიდი დოზით ლიმონის კურკების მიღება არ შეიძლება! ასევე, დაუშვებელია მისი მოხმარება ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, 12 წლამდე ბავშვებისა და მათთის, ვისაც ციტრუსზე ალერგია ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვთ.

ამიტომ, კურკების მიღებამდე მას კანი უნდა გააცალოთ ან გამომშრალი კურკა დააფქვიოთ. სამკურნალო მასის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ მწიფე და ჯანსაღი ნაყოფის კურკები.

ლიმონის კურკების სასარგებლო თვისებები

1. გაუტკივარება

ლიმონის კურკა შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. ამასთან, სალიცილის მჟავა გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდაც, რომლებიც პათოგენური ფლორის(ბაქტერიების, სოკოების) მიერაა გამოწვეული. ტკივილის მოსახსნელად აიღეთ 0.5 ჩ.კ. კურკების ფხვნილი და დააყოლეთ 150 მლ წყალი. 15 წუთში ტკივილი ჩაცხრება.

2. დეტოქსიკაცია

ეთერზეთები და ტანინები ლიმონის კურკაში ტოქსინების გამომდევნი თვისებებით გამოირჩევა. ორგანიზმის გასაწმენდად, მიირთვით 1 მწიკვი ფხვნილი დილით უზმოზე, დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. მკურნალობის კურსი 7-დღიანია, მეორდება თქვეში ერთხელ. ამ დროისთვის რაციონიდან ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები უნდა ამოიღოთ.

3. კანდიდოზის პროფილაქტიკა

გარეგანი გამოყენებისთვის უნდა დაამზადოთ 1 ჩ.კ. ფხვნილისა და 1ლ წყლის ნახარში.

4. ანტიოქსიდანტური თვისება

ლიმონის კურკები შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს. დაუმატეთ  მწიკვი კანგაცლილი თესლის ფხვნილი შინ მომზადებულ სახის ნიღაბს და კანი ახალგაზრდობით გაიბრწყინებს!

5. აკნესა და დაჩირქებული ჭრილობების მკურნალობა

ლიმონის კურკები ახორცებს ჭრილობებს და გეხმარებათ გამონაყართან ბრძოლაში. გახსენით ფხვნილი წყალში ფაფისებრი კონსისტენციის მიღებამდე. დაიტანეთ მასა დაზიანებულ მონაკვეთებზე სრულ გამოჯანმრთელებამდე.

6. ფრჩხილის სოკოს მკურნალობა

სოკოს სამკურნალოდ, დღეში ორჯერ გაიკეთეთ თბილი აბაზანები ლიმონის კურკების მაგარი ნახარშით(2 ს.კ. ფხვნილი 1ლ წყალზე). პროცედურის შემდეგ წაისვით დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩაის ხის ზეთი.

7. პარაზიტების საწინააღმდეგო თერაპია

ლიმონის კურკების გამოყენება შეგიძლიათ პარაზიტების მოშორების მიზნითაც. დანაყეთ 5-6 გამომშრალი კურკა და აადუღეთ 100 მლ წყალში ან რძეში. გაწურეთ გაგრილებული ნახარში და მიირთვით მაშინვე, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი არ აღემატება 7 დღეს. ორი კვირის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ. ამ დროის განმავლობაში, რაციონში გოგრის უმი მარცვლები უნდა ჩართოთ.

8. გახდომა

ლიმონის თესლში არსებული სასარგებლო ნივთიერებები ასტიმულირებს კნტ-ს ფუნქციონირებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. აიღეთ 1 ლიმონი კურკებითა და კანით და ათქვიფეთ ბლენდერში. 1 ს.კ. პიურე გახსენით 200 მლ წყალში და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დილაობით კი უზმოზე დალიეთ ლიმონიანი წყალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!