50 წლის ბერძენი ქალბატონი: “ფიქრობენ, რომ ასაკზე ვხუმრობ. უკვე 25 წელია, საკვებს ასე ვამზადებ…”

33734

ტონია ბაქსტონი – ბევრისთვის ცნობილი 50 წლის ბერძენია, რომელსაც უამრავი ადამიანი ეკითხება ახალგაზრდობის საიდუმლოს. საქმე ისაა, რომ ტონიას 50-ს კი არა, 45 წელსაც არ მისცემდით. და ეს ძვირადღირებული კრემების ან პლასტიკური ოპერაციების დამსახურება როდია.

სუნელები და სანელებლები

ამ მიმზიდველი მანდილოსნის საიდუმლო დაუჯერებლად მარტივია, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბაქსტონმა მზარეულობა 20 წლის წინ ისწავლა და ეს პროფესია მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

სწორედ ეს პროფესია დაეხმარა მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. თუმცა, თავად ამტკიცებს, რომ საქმე მის ბერძნულ ფესვებშიცაა. ტონია აღიარებს, რომ უამრავი დიეტა სცადა, რაც მას ნერვებსა და ჯანმრთელობას უფრო უსპობდა, ვიდრე ეხმარებოდა.

კვების ყველა ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ ტონია ხმელთაშუაზღვისპირელი ადამიანისთვის ყველაზე ბუნებრივ რაციონზე გადავიდა. და, რა თქმა უნდა, ბერძნებისთვის დამახასიათებელი კერძები უამრავ სუნელსა და სანელებელს შეიცავდა.

ტონია ამბობს, რომ უკვე მრავალი წელია, საკვებში ყოველდღიურად იყენებს 1 კოვზ სანელებელს მაინც. გარდა ამისა, ქალბატონმა მთელი წიგნი დაწერა, რომელშიც ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული, სანელებლების მოხმარებაზე თავისივე კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრა.

სასარგებლო სუნელები და სანელებლები – იმ ნებისმიერი ქალის კვების საფუძველია, რომელსაც სურს ახლაგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება. ტონია ბაქსტონი ამის ცოცხალი მაგალითია.

მზარეული სიამოვნებით გვიზიარებს თავის საყვარელ და ყველაზე ეფექტურ სუნელებს.

სასარგებლო სუნელები და მათი თვისებები

1. კურკუმა

ეს უნივერსალური სუნელია. მისი გამოყენება შეიძლება და საჭიროც კია როგორც ტკბილ, ისე სხვა ნებისმიერ კერძში. ბაქსტონი თამამად უმატებს კურკუმას თითქმის ყველა კერძს, რადგან მას ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

2. თავშავა(ორეგანო) და ქინძი

ეს მწვანილი სასარგებლოა ქალებისთვის, რომლებიც ახალგაზრდობიდან შუა ხნის ასაკში გადადიან. იმისათვის, რომ ეს რთული პროცესი გაგიმარტივდეთ, ტონი გირჩევთ, უფრო ხშირად შეაზავოთ საყვარელი კერძები ამ მწვანილით.

3. სალბი

იდეალური სანელებელი ბოსტნეულის რაგუსთვის, რომელიც საგრძნობლად ამსუბუქებს ქალური უსიამოვნებების სიმპტომებს. სალბი ამცირებს ოფლდენას და არბილებს სტრესის შედეგებსაც.

4. ცერეცო

ეს სუნელი ყველასთვის არაა ცნობილი. ცერეცოს უმატებენ სალათებს, ანაცვლებენ ოხრახუშსა და კამას. იგი აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელია.

5. ოხრახუში

დიახ, ჩვეულებრივი ოხრახუში ქალურ ტკივილებსა და განწყობის ცვლილებებს უმკლავდება. სურნელოვანი ოხრახუში შესანიშნავი სრულყოფაა სუპებისთვის.

6. პიტნა და რეჰანი

ეს მცენარეები შესანიშნავი მოსადუნებელი საშუალებებია, რომლებიც ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს გამოდევნის.

7. ანისული

ეს საუკეთესო საშუალებაა უძილობის წინააღმდეგ, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ.

8. ქინძი

ეს სანელებელი გაგათავისუფლებთ გულძმარვისა და კუჭის სხვა პრობლემებისგან. ტონია გვირჩევს ქინძის დამატებას ჩაიში ან ყავაში.

ბალახები, სანელებლები და სუნელები – ეს ქალის მთავარი იარაღია ქალური უსიამოვნებებისა და დაავადებების წინააღმდეგ. სწორედ ასე თვლის ტონია ბაქსტონი, რომელიც, მიუხედავად ასაკისა, შესანიშნავად გამოიყურება.