როგორ არის დაკავშირებული თქვენი კანი და ფსიქიკური ჯანმრთელობა? ცოტა უფრო მეტად, ვიდრე ბევრი ფიქრობს

996

ლამაზი კანი ქალის ერთ-ერთი საუკეთესო სამკაულია, ხოლო მისი თანაბარი ფერი კარგ ჯანმთელობაზე მიგანიშნებთ.

ცოტა თუ უფიქრდება იმას, რომ გარეგნულ მხარესა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირი არსებობს. კანი ყველაფერზე რეაგირებას, რაც ჩვენს თავს ხდება. ჩვენ დამორცხვების დროს ვწითლდებით, დერმატოლოგიური პრობლემები სტრესის ან შოკის შემდეგ მწვავდება. ანუ ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ, ვხედავთ და ვფიქრობთ, პირდაპირი გაგებით ჩვენს სახეზე იწერება და არა მხოლოდ ეს.

მაგალითად, შფოთვა. ასეთ დროს ადამიანების უმეტესობა მსუბუქ წვას, ქავილს ან ჩხვლეტას გრძნობს, როგორც მზის დამწვრობის ან მწერის ნაკბენის დროს,  მაშინ როცა სინამდვილეში არც არაფერი არ მომხდარა. ან უცნაური გრძნობა, როცა თითქოსდა მთელ ტანში „ჭიანჭველებმა“ დაგიარათ: ესეც მაშინ ჩნდება, როცა გარკვეულ ემოციას განვიცდით.

კანი, როგორც ადამიანის სხეულის უმსხვილესი ორგანო, უმეტესად ტვინის და ნერვული სისტემის იმპულსებზე მოქმედებს. ბოლო დროს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის სტიმულირებს რიგი ჰორმონების წარმოებას, შეუძლია ანთების გამოწვევა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება, აკნეს და ნაოჭების გაჩენა.

სტრესი იწვევს კანის მდგომარეობის გაუარესებას იმ ადამიანებში, ვისაც აკნე, ფსორიაზი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი და სხვა პრობლემები აწუხებთ.

ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანის სპონტანური დაზიანება, ტრიქოტილომია (სხეულიდან თმის ამოღების მტკივნეული სურვილი), იმაში დარწმუნება, რომ ორგანიზმი პარაზიტებით არის სავსე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნებია. მსგავს შემთხვევაში ადამიანს ორი სპეციალისტის – დერმატოლოგის და ფსიქიატრის დახმარება სჭირდება.

კანსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის უკუმექანიზმიც არსებობს. კანის სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ჩვენი განწყობა არის დამოკიდებული. უფრო თავდაუჯერებლები ვართ, როცა სახეზე გამონაყარი გამოსაჩენ ადგილას ჩნდება. ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა ვიტილიგო ან აკნე, შეიძლება თვიშეფასება შეამციროს და ადამიანში დეპრესია გამოიწვიოს.

ამასთან მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ყველას შეუძლია, თუ ამ მარტივ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ:

  1. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ: საკუთარი გრძნობები და პრობლემები იმასთან განიხილეთ, ვისაც ენდობით.
  2. სოციალურად აქტიური იყავით: მეგობრებს და ახლობლებს ეკონტაქტეთ.
  3. პერიოდულად გარემო შეიცვალეთ: სასეირნოდ წადით, ოფიდან სასადილოდ სხვაგან გადით, საინტერესო გასართობი მოძებნეთ.
  4. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, რადგან ნაკლი ჩვენ უნიკალურად გვაქცევს.
  5. გონივრული ცხოვრების წესს მისდიეთ – სწორად იკვებეთ, აქტიური იყავით, კარგად დაისვენეთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას იქონიებს.

გონებასა და კანს შორის კავშირი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. სპეციალისტების თქმით, კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა ბევრ დერმატოლოგიურ პრობლემას მოგიგვარებთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.