ყველაფერი გაივლის 7 წუთში: პოზა, რომელიც ზურგის კუნთების დაჭიმულობას ხსნის

1388

ძალიან მნიშვნელოვანია კუნთების არამხოლოდ მოთელვა, არამედ მოდუნებაც. კომპიუტერთან, მერხთან ან საჭესთან ჯდომის შემდეგ, კუნთებში დაჭიმულობა გროვდება.

კუნთის სქელ ზედაპირს უჭირს დამოუკიდებლად მოდუნება. დროთა განმავლობაში, მასში დაჭიმულობა ქრონიკულად გადაიქცევა და კუნთების სპაზმები ჩნდება.

როგორ მოვადუნოთ ზურგი

ზურგის კუნთების მოდუნება შესაძლებელია სპეციალური სავარჯიშოების დახმარებით: ამ პოზის პრაქტიკა წელავს კუნთებს თქვენივე სხეულის მასის ზემოქმედებისა და სიმძიმის ძალის კანონების საშუალებით.

1. ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე დეკორატიული ბალიში და ცოტაოდენი დრო. ეფექტის შესაგრძნობად, ეს პოზა 5 წუთის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ.

2. უნდა დაჯდეთ ამაღლებულ ადგილას. პირველ ბალიშზე ან იოგას სპეციალურ აგურზე მოათავსეთ დახვეული პირსახოცი. რაც უფრო გახსნილია მენჯ-ბარძაყის სახსრები და რაც უფრო მეტად იწელებით, მით უფრო დაბალი შემაღლება უნდა გააკეთოთ. ესაა საყრდენი, რომელიც დამხმარე როლს ასრულებს.

3. დაიდეთ მუხლებქვეშ რამე, რათა ძალდაუტანებლად შეძლოთ ფეხების გაჩერება სწორად.

4. დაჯექით მოხერხებულად, საყრდენის კიდეებზე და ხელებით უკან გაწიეთ დუნდულის კუნთები, მიიტანეთ ბოქვენის ძვალთან ახლოს.

5. სცადეთ წინ გადახრა. თუ მენჯი წინ გადაიხრება, ხოლო ზურგი დამრგვალდება, დუნდულების ქვეშ დაიმატეთ სიმაღლე(საყრდენი მეორე პუნქტიდან). შეარჩიეთ ის სიმაღლე, რომ შეძლოთ წინ გადახრა სწორი ტორსით და ფეხებთან მახვილი კუთხის წარმოქმნა.

6. მოათავსეთ ტერფები ერთმანეთისგან 15 სმ დაშორებით, ფეხებზე ზემოდან დაიდეთ ბალიში ან დაკეცილი პლედი.

7. გაიწელეთ და დაეშვით ბალიშზე. ამ მდგომარეობაში მოამრგვალეთ ზურგი და მოდუნდით. თუ დაშვებისას იგრძნობთ, რომ თავი მეტისმეტად დაბლა დაიხარა, დაიდეთ რამე ფეხებზე, თავის დადების ადგილას.

არაფერს მიაქციოთ ყურადღება. ეცადეთ, არ იმოძრაოთ და ისუნთქოთ სწორად, სრულყოფილად მოდუნებით. ამოსუნთქვასთან ერთად, გონებრივად ამოუშვით კუნთების დაჭიმულობა, წარმოიდგინეთ, რომ იგი გაედინება ორგანიზმიდან. არ უნდა იგრძნოთ ტკივილი. ნებისმიერი მტკივნეული შეგრძნება სავარჯიშოს არასწორად შესრულებაზე მიუთითებს.

ასეთ პოზაში დღეში 1-5 წუთი უნდა გაატაროთ. თქვენი ჩონჩხი თანდათან მიიღებს ბუნებრივ ფორმას. სავარჯიშო გაწელავს კუნთოვან ფასციებს, რომელთა სპაზმიც დაღლილობის, მოხრილი მხრების, დაკიდებული მუცლისა და იქსისმაგვარი ფეხების მიზეზია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!