მილიარდერების უმეტესობა ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან

1658

ნამდვილი ბროლის ბურთი არ არსებობს, მაგრამ ასტროლოგიას მათი ნაწილობრივ ჩანაცვლება შეუძლია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავებს ყველაფრის პროგნოზი შეუძლიათ, დაწყებული ყველაზე მომხიბვლელი თვისებიდან და დამთავრებული ზოდიაქოს ნიშნის ჯანმრთელობაზე გავლენით. ახალი მონაცემებით ვარსკვლავებს იმის თქმა შეუძლიათ, თუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გამდიდრების როგორი შანსი გაქვთ.

თუ სასწორი ხართ, ჩათვალეთ, გაგიმართლათ. UK Doman-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებამ, რომლებიც გარკვეულ პირებს და მცირე ბიზნესებს ციფრულ და საქმიანს უნარს აწვდიან, აღმოაჩინეს, რომ ფორბსის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ მსოფლიოს 250 საუკეთესო მილიარდერს შორის სასწორის ზოდიაქოს ნიშანი ყველა სხვა ნიშანს აჭარბებდა.

სიაში სულ 27 მილიარდერი სასწორის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. თევზებმა 22 მილიარდერით მეორე ადგილი დაიკავეს, მას მოსდევს კირჩხიბი, კურო, ლომი 20-20 მილიარდერით. თხის რქა და მშვილდოსანი ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ 8-8 მილიარდერით. ნახეთ, სრული სია:

  • სასწორი: 27
  • თევზები: 22
  • კირჩხიბი: 20
  • კურო: 20
  • ლომი: 20
  • მორიელი: 16
  • ტყუპები: 15
  • ვერძი: 15
  • მერწყული: 12
  • ქალწული: 11
  • მშვილდოსანი: 8
  • თხის რქა: 8

ცნობილი სასწორია ალისა უოლტონი, მსოფლიოში მე-17 მილიარდერი და ყველაზე მდიდარი ქალი. ის Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ქალიშვილია. მაღაზიების ქსელის სხვა მემკვიდრეა ბეტა ჰეისტერი, კარლ ალბრეჰტის ქალიშვილი, რომელმაც Aldi-ს მაღაზიების ქსელი დაარსა. ყველაზე მდიდარ ადამიანად კი Amazon-ის დირექტორი, ჯეფ ბეზოსი ითვლება. თუმცა ის არა სასწორის, არამედ თხის რქის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული.

ანალიტიკოსები დაბადების თარიღსა და წარმატების მაჩვენებელს შორის კავშირს უკვე წლებია აკვირდებიან. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტორონტოს, ფლორიდის და ილინოისის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტების მკვლევარებამ აღმოაჩინეს, რომ სექტემბერში დაბადებული ბავშვები უფრო თავდაჯერებული არიან და კოლეჯში მოხვედრის უფრო მაღალი შანსი აქვთ. სექტემბერში დაბადებულ ბავშვებს არასრულწლოვანთა ციხეში მოხვედრის ყველაზე დაბალი შანსი აქვთ.

ეს მაჩვენებელები მილიარდერების კვლევის შედეგებს გასაოცრად ჰგავს. სექტემბერში დაბადებული ბავშვები ან სასწორი, ან ქალწულია. უკანასკნელმა მილიარდერთა სიაში მე-10 ადგილი დაიკავა. ასე რომ, მეცნიერება ყოველთვის ზუსტი არ არის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.