6 ძალიან მაგარი რჩევა სახლის დასალაგებლად, რომლის შემდეგ თქვენი ბინა სისუფთავით იბრწყინებს

3409

სახლის დალაგება ბევრ ჩვენგანს ციხესთან თუ არა, იძულებით რუტინასთან მაინც ასოცირდება. თუმცა პროცესი ნაკლებად დამღლელი შეიძლება იყოს, ვიდრე ვფიქრობთ. ჩვეული ამოცანების შესრულება რომ გაამარტივოთ და დააჩქაროთ, რამდენიმე მარტივი ხრიკი უნდა იცოდეთ.

„ვივიენმა“ თქვენთვის რამდენიმე კრეატიული მეთოდი შეაგროვა, რომელიც დალაგების პროცესს გაგიმარტივებთ.

1. როგორ აღმოფხვრათ უსიამოვნო სუნი საკანალიზაციო მილიდან ან სანაგვე ყუთიდან

ამაში გაყინული კუბები დაგეხმარებათ. ლიმონის ნაჭერი ყინულის ფორმაში მოათავსეთ, ძმარი დაასხით და საყინულეში შედგით. რამდენი ყინული კუბი სანაგვე ყუთში ან საკანალიზაციო მილში ჩააგდეთ და უსიამოვნო სუნი გაქრება.

2. როგორ გავათეთროთ ტანსაცმელი მათეთრებლის გარეშე

ამისთვის 3 ლ წყალი, 250 მლ წყალბადის ზეჟანგი და 60 მლ ლიმონის წვენი დაგჭირდებათ. სითხეები დიდ თასში ერთმანეთს აურიეთ და ყოველი რეცხვის დროს სარეცხ მანქანას 0,5 ლ მიღებული ნარევი დაუმატეთ.

3. როგორ გავწმინდოთ საშხაპის თავი

საშხაპის თავი ძმრით სავსე პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და 30-60 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ახალივით იბრწყინებს!

4. როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი მარტივად

მიკროტალღურ ღუმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად 1 ჭიქა ძმარი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ და ორთქლის წარმოქმნამდე გააცხელეთ. ამის შემდეგ ღუმელი ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ.

5. როგორ უნდა მოაშოროთ ლაქები საჭრელ დაფას

პრობლემის გადაჭრის მარტივი მეთოდი არსებობს. ამისთვის დაფას მსხვილი მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონით გახეხეთ. ლაქა და უსიამოვნო სუნი გაქრება.

6. როგორ მოვაშორთ ნადები ონკანს

ძმარში ქაღალდის პირსახოცი დაასველეთ ან რამდენიმე მცირე ზომის ჩვარი, ონკანს შემოახვიეთ და 30-60 წუთით გააჩერეთ. ღრუბლით გაწმინდეთ.

თუ ამ საყოფაცხოვრებო ხრიკების გამოყენებას დაიწყებთ, სახლის დალაგება რუტინა აღარ იქნება! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.