შეუსაბამობა ტანსაცმელში: რა რას უნდა შეუხამოთ, თუ გსურთ სოფლელივით არ გამოიყურებოდეთ.

4371

თითოეულ ქალს სურს ისე ჩაიცვას, რომ ქუჩაში გავლისას ყველამ აღფრთოვანებით შეხედოს. ამ სურვილის გამო ქალები იცვამენ პრინციპით „ყველაფერ საუკეთესოს ერთად ჩავიცვამ“, რის გამოც გაოცებას და არა აღფრთოვანებას იწვევენ.

რა აკრძალვები არსებობს თავისუფალი არჩევანის ფონზე

ტანსაცმელში განსხვავებული ქსოვილების და ტენდენციების თავისუფალი გამოყენების მიუხედავად მკაცრი დადგენილება არსებობს, თუ ერთ სტილში რომელი ნივთების შეხამება არ შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე შეიძლება სასაცილოდ გამოჩნდეთ.

1. კოქტეილის კაბა და ჩექმა

წვეულებისთვის განკუთვნილი კაბა მაღალქუსლიან თხელ ფეხსაცმელს შეესაბამება. თუ გარეთ სიცივეა, შეგიძლიათ თან წაიღოთ და ადგილზე გამოიცვალოთ.

2. მუქი ფერის კოლგოტები და თეთრი ფეხსაცმელი

მუქი ფერის კოლგოტებსა და წინდებში – მხოლოდ მუქი ფერის ფეხსაცმელი. ღია ფერის ფეხსაცმლისთვის შეგიძლიათ ხორცისფერი კოლგოტი გამოიყენოთ.

3. კოლგოტი და ბასანოჩკი

ეს აკრძალულია! იგივე ეხება ღია ცხვირის მქონე ფეხსაცმელს.

4. კაბა-პერანგი (ტუნიკი) და მაღალი ჩექმა

თუ ზედა ტანსაცმელი საკმაოდ მოკლეა, მაშინ ჩექმების ჩაცმა საჭირო არაა. სჯობს უპირატესობა ლეგინსებს (ვიწრო შარვალი) მიანიჭოთ, ასე გამოსახულება უფრო დასრულებული იქნება. ზამთრის დროს რჩევა ტუნიკის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. ჩექმები შუა ფეხამდე და კაბა მუხლამდე

ასეთ შეხამებას „ყურებიდან“ დაწყებული ფეხების დამოკლებაც კი შეუძლია. ჩექმა დაბალი ფეხსაცმლით ჩაანაცვლეთ ან კაბა მუხლს ზემოთ ასწიეთ. ან ორივე ვარიანტი ერთდროულად გამოიყენეთ.

6. დაბალი ფეხსაცმელი, ჩანთა და შარფი (ხელთათმანი)

ფერების გადაჭარბება თვალს ჭრის. რომელიმეზე უარი თქვით მაშინაც კი, თუ თქვენ „ლურჯი ფერის განწყობა“ გაქვთ.

7. აკეცილი ჯინსის შარვალი და ჩექმა

თუ იპოდრომზე არ იმყოფებით, სჯობს მაღალი ჩექმა დაბალი ფეხსაცმლით ჩაანაცვლოთ, ხოლო ჯინსის შარვალი ფეხსაცმლის ზემოდან გადმოუშვათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს წესები შესანიშნავად იცით და იყენებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.