3 ლეტალური დაავადება, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან. აი, როგორ უნდა აღმოაჩინოთ დროულად

1436

როცა საქმე იმ დაავადებებს ეხება, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად აშინებთ, ჩვენ სიმსივნესა და შიდსზე ვფიქრობთ. თუმცა, არსებობს 3 მკვლელი დაავადება, რომლის ნიშნების გამოცნობაც უნდა იცოდეთ.

1. ქოლერა

ეს წვრილი ნაწლავის ინფექციური დაავადება, რომელიც, ძირითადად, დაბინძურებული წყლიდან და საკვებიდან გადადის. მკურნალობის გარეშე ქოლერა შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს მაშინაც კი, თუ ადამიანი მანამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, რადგან ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოების მაღალი რისკია. ითვლება, რომ მაღალ განვითარებულ ქვეყნებში დაავადების რისკი ნაკლებია, ხოლო სერიოზული სიმპტომები მხოლოდ 10% შემთხვევაში ვითარდება. ქოლერა ექიმთან დროული მიმართვით ადვილად იკურნება.

სიმპტომები:

  • დიარეა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება;
  • პირის სიმშრალე;
  • კანის გამოშრობა;
  • შარდის შეკავება;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • არითმია;

ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება კუნთების სპაზმები და შოკური მდგომარეობა გამოიწვიოს. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ სუფთა წყალი დალიეთ. საკვების მომზადების დროს და ისეც პირად ჰიგიენას ყურადღება მიაქციეთ.

2. დენგეს ციებ-ცხელება

ეს ინფექციური დაავადება ტროპიკული კლიმატის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, მისი გადამტანები არიან კოღოები, რას მგზავრობის დროს უნდა გაითვალისწინოთ. დაავადება დაინფიცირებიდან 3-14 დღეში ვლინდება, დროული დიაგნოზის შემთხვევაში 1 კვირაში განკურნება შეიძლება.

სიმპტომები:

  • მოულოდნელი ცხელება;
  • კანის გამონაყარი (ციებ-ცხელებიდან 2-5 დღეს ჩნდება);
  • თავის და თვალის არეში ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სახსრების და კუნთების ძლიერი ტკივილი;
  • ცხვირიდან და პირიდან სისხლდენა;

როცა დაავადების ნიშნები ძალიან ძლიერი არაა, დენგეს ციებ-ცხელება შეიძლება გრიპში ან მწვავე ვირუსულ ინფექციაში აგერიოთ. ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები და ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. საუკეთესო მეთოდია დაავადების თავიდან აცილება – ამისთვის რეპელენტი (მწერების დასაფრთხობი საშუალება) გამოიყენეთ.

3. მენინგოგოკური ინფექცია

მენინგოგოკურ ინფექციას მენინგიტის განვითარების (ზურგის და თავის ტვინის გარსის ანთებას იწვევს) რისკით არის საშიში, რომელიც შეიძლება სურდოში, სინუსის ან ყურის ინფექციაში აგერიოთ. ბაქტერიულმა ფორმამ შეიძლება სისხლი დააინფიციროს, გამოიწვიოს სეფსისი (მენინგოკოემა), ასევე დაავადების სხვადასხვა კომბინირებული ფორმა. მენინგოგოკური ინფექციის სხვა საშიში შედეგი შეიძლება იყოს ჩირქოვანი მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი.

სიმპტომები:

  • სიცხე;
  • თავის ტკივილი;
  • გამონაყარი (სხეულზე მცირე ლაქები);
  • გულისრევა;
  • გაღიზიანება;
  • შფოთვა;
  • უხალისობა;
  • შოკური მდგომარეობა;

დაინფიცირების რისკს ამცირებს ჰიგიენის დაცვა და ინფექციის ნიშნების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის შეზღუდვა.

ასეთი დაავადებები ჩვეულებრივ ტაქტილური ან ჰაერ-წვეთოვანი კონტაქტით გადაეცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადამტანები მწერები ან ცხოველები არიან). საკუთარი თავის დასაცავად გირჩევთ რამდენიმე წესი დაიცვათ.

  1. მირთმეულ საკვებს ყურადღება მიაქციეთ. საეჭვო ადგილებში საკვები პროდუქტები არ შეიძინოთ. კარგად გარეცხეთ და სწორად მოამზადეთ;
  2. ხელის ჰიგიენა დაიცავით;
  3. წყლის ხარისხს ყურადღება მიაქციეთ;

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი დაინფიცირების ეჭვის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ. დიაგნოზის სწორად დასასმელად ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია: ექიმს ინფორმაცია არ დაუმალოთ, თუ სად იყავით, რას ჭამდით და ვისთან გქონდათ ურთიერთობა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.