მხოლოდ ცომი, ღუმელი და ცოტა დრო: კრემიანი მილები ვაფლის საცხობის გარეშე პრაქტიკულად თავისით მზადდება

0
709

სახლში მომზადებული ვაფლი საუზმეზე დღის შესანიშნავი დასაწყისია. თუ სახლში ვაფლის საცხობი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხრაშუნა მილები ღუმელში მხოლოდ ნახევარ საათში გამოაცხოთ. შიგთავსი თქვენი სურვილის მიხედვით თავად მოიფიქრეთ, ხოლო ტკბილი მილის გემო დაუვიწყარი იქნება. ვაფლის მილი სასიამოვნოდ ხრაშუნა იქნება. ოჯახის წევრების ასეთი ტკბილეულით გახარება ძალიან მარტივია, თქვენ ცოტა დრო და ძალიან ცოტა ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ხრაშუნა ვაფლის მილები

„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მარტივად შაქრიანი მილები მხოლოდ ერთი კვერცხის, 1 ჭიქა რძისა და 1 ჭიქა შაქრის დახმარებით. ყველაზე საინტერესოა – კი დახვევის პროცესია. ხრაშუნა მილების რეცეპტი ახლავე ჩაიწერეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 200 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 მლ რძე
  • 1 მწიკვი ვანილი

მომზადება:

1. კვერცხი, შაქარი და რძე მიქსერით ათქვიფეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცომი ერთგვაროვანი იყოს. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას. ცოტა ვანილი დაუმატეთ.

2. ფქვილი გაცერით, ნარევს დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. თუ ცომის კონსისტენცია თხევად არაჟანს გაგონებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხრაშუნა მილების ცომი უკვე მზადაა.

3. ღუმელი 210 გრადუსამდე გააცხელეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და სუფრის კოვზით ქაღალდზე მცირე ოვალის ფორმის, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქის ცომი დაასხით.

5. მომავალი მილები 15 წუთით აცხვეთ. მნიშვნელოვანია იმდენი მილი გამოაცხოთ, რამდენის შეხვევასაც მოასწრებთ. ოპტიმალური რაოდენობა ერთ ჯერზე – 6 ცალის გამოცხობა.

6. როცა ცომი გამოცხვება, სწრაფად გამოიღეთ, თითოეული მილის სახით დაახვიეთ, სანამ ცომი ცხელი და ელასტიურია.

7. მილებმა ფორმა რომ შეინარჩუნონ მცირე ზომის ჭიქებში ჩააწყვეთ. როცა მილები გაგრილდება და გამაგრდება, უკვე აღარ დაიშლება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი