ბუტრიმოვის სავარჯიშოები: აბრუნებს კისრის მალებს თავის ადგილას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

6004

სამსახური ოფისში, ტელევიზორთან, სოციალურ ქსელებში ჯდომა, ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი კვება – სხვადასხვა დაავადების მიზეზებია. თუმცა, ყველაზე ხშირი და უსიამოვნო მათ შორის – ოსტეოქონდროზია. უფრო სწორად, ოსტეოქონდროზი ხერხემლის კისრის ნაწილში. აქედან მოდის თავბრუსხვევა, გულისრევა, ტკივილი კისრის არეში, რომელსაც, ხშირად, დაღლილობას აწერთ.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდია სამკურნალო ტანვარჯიში. იგი გვეხმარება კისრის მონაკვეთში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაში და მალების სწორი განლაგების აღდგენაში. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე ეფექტური საშუალებაა ექიმი ბუტრიმოვის სავარჯიშოების კომპლექსი, რომელსაც იგი 30 წლის მანძილზე შეიმუშავებდა.

კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალო სავარჯიშოები

კისრის მონავეთის ოსტოქონდროზი არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს მალთაშუა ხრტილოვანი ქსოვილების თანდათანობითი განადგურება. სიმძიმე კეფის არეში ან ჩხვლეტა ხელებში ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აწუხებს, თუმცა, რატომღაც, ამ სიმპტომებს უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე, მაგალითად, სურდოს.

როცა საქმე ძლიერ ტკივილებამდე მიდის, ადამიანს თავის მიბრუნებაც კი უჭირს, მკურნალობის პროცესიც უფრო რთული, ხარჯიანი და ხანგრძლივია. აღვნიშნავთ, რომ დაავადების პირველი ნიშნები თავს 25 წლის ასაკში იჩენს.

კისრის არეში უამრავი სისხლძარღვია განლაგებული, სწორედ ამიტომაა საშიში ოსტეოქონდროზი ამ ნაწილში, ვინაიდან მალებს შორის ხვდება ხერხემლის არტერია, რომელიც ზურგის ტვინს ამარაგებს სისხლით. შედეგად ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, შესაძლებელია წონასწორობის შეგრძნების დაკარგვაც.

ექიმი ვლადიმერ ბუტრიმოვი – რეფლექსოთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და სამკურნალო ტანვარჯიშის ინსტრუქტორია. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი შეისწავლიდა და არჩევდა საუკეთესო მეთოდებს კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მისმა მეთოდიკამ უამრავი ადამიანი დააინტერესა.

იხილეთ ვიდეო, მიჰყევით ინსტრუქციებს და შეასრულეთ სავარჯიშო ზუსტად ისე, როგორც ამას ექიმი ვლადიმერი აკეთებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!