არ მოხარშოთ, არ ათქვიფოთ: ჭიქური „ქათქათა სწრაფი“ 5 წუთში მზად იქნება

2632

სააღდგომო კულიჩი ჭიქურის წყალობით გემრიელი და ლამაზი გამოდის. ის ტორტზე დადებულ ალუბალს ჰგავს. კარგი ჭიქური გაშრობის შემდეგ წებოვანი არ უნდა იყოს, არ უნდა იფშვნებოდეს, იბზარებოდეს, დიდად იშლებოდეს, ხოლო ფერადი საკონდიტრო მოსაყრელი მოყრის შემდეგ არ უნდა სცვიოდეს.

ასეთი ჭიქურის მომზადება სავსებით შესაძლებელია. კულიჩისთვის უკვერცხო ჭიქური არსებობს, რომელიც ზუსტად რამდენიმე წუთში მზადდება. გამოდის კრიალა და ფუმფულა, ამასთან მას მოხარშვა და ათქვეფა არ სჭირდება.

სააღდგომო კულიჩის ჭიქური

ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ მშრალი რძე
  • 8 ს/კ შესქელებული რძე
  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

1. ამ ინგრედიენტებით მომზადებული ჭიქური პირველივე დღეს არ გაფუჭდება, რადგან მშრალი რძე და შესქელებული რძე კონსერვირებული პროდუქტებია. ლიმონის წვენი კი – ბუნებრივი კონსერვანტია.

2. ყველაფერი აურიეთ და კონსისტენცია შეამოწმეთ. თუ ნარევი ძალიან სქელია, ცოტა შესქელებული რძე დაუმატეთ. თუ თხევადია, ცოტა მშრალი რძე დაუმატეთ.

3. მხოლოდ გაგრილებულ კულიჩს ჭიქური წაუსვით. შემდეგ კი მინიმუმ 1 საათით გაგრილება აცადეთ.

სააღდგომო კულიჩი ჭიქურის გარეშე არც თუ ისე სადღესასწაულოდ გამოიყურება. სწორედ ამიტომ ჭიქური აუცილებლად მოამზადეთ და ზემოდან ფერადი საკონდიტრო მოსაყრელით, ან კაკლით და ტკბილეულით გააფორმეთ. მაგალითად, ნუშით, თხილით, ნიგვზით, ცუკატებით, წვრილი ჩირით, გახეხილი შოკოლადით.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.