ვიზაჟისტები გვაფრთხილებენ: ტონალური კრემის შერჩევისას მოერიდეთ მოყვითალო ტონებს

1848

რომელ ქალს არ სურს გაზაფხულზე იასამანივით აყვავება და გარშემომყოფების გახარება თავისი სილამაზით? რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანში მთავარი შინაგანი მონაცემებია, და არა გარეგანი. თუმცა, ქალისთვის მის გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დამეთანხმებით. იდეალური გარეგნობის მისაღწევად კი, ჯერჯერობით, საუკეთესო საშუალებაა კოსმეტიკა.

პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რომ შესანიშნავად ისინი კი არ გამოიყურებიან, ვინც ყოველდღიურად ტონობით კოსმეტიკას დაიტანენ კანზე, არამედ ისინი, ვინც ამას ზომიერად აკეთებს. ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ რეკომენდაციებს ნებისმიერი სახის მაკიაჟის ბაზისისთვის.

როგორ დავიტანოთ ტონალური კრემი

1. ტონალური კრემის დატანებამდე, აუცილებლად გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ სახის კანი – ასე კოსმეტიკური საშუალება უფრო მარტივად დაჯდება ზედაპირზე, თქვენ კი კანს გამოშრობისგან დაიცავთ.

2. შემდეგ დაატანეთ ცოტაოდენი კრემი ხელის ზურგზე და წაისვით კანზე, ლოყებზე განსაკუთრებული გულმოდგინებით გადატუშეთ, სახის ცენტრიდან საფეთქლებისკენ. ასევე დაიტანეთ კრემი წარბებს ზემოთაც.

3. ტონალური ბაზისის წასასმელად რეკომენდებულია სპონჟის ან ორფენიანი ფუნჯის გამოყენება, რამდენადაც კრემი ასე ზედაპირულად დაიტანება და ფორებს არ ჩახერგავს ისე, როგორც ამას თითებით დატანების შემთხვევაში აკეთებს.

4. ცხვირზე ტონალური კრემი ზემოდან ქვემოთ უნდა წაისვათ და კარგად გადაიტუშოთ ცხვირის ფრთებზე, რათა კანის ფერი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ხოლო როცა ნიკაპზე გადახვალთ, კრემი ქვემოდან ზემოთ უნდა დაიტანოთ.

5. როცა ამ პროცესს მორჩებით, დააფიქსირეთ ყველაფერი პუდრით, განსაკუთრებული ყურადღება კი T-ზონას დაუთმეთ.

6. არ დაგავიწყდეთ თქვენი შემოქმედების გამყარება თერმული წყლით ან ფიქსატორით, რათა მაკიაჟი უფრო დიდხანს გაგყვეთ.

ზაფხულში მზისგან დაცვაზეც უნდა იზრუნოთ. მზისგან დამცავი საშუალება მაკიაჟის დასრულების შემდეგ, მსუბუქი, წრიული მოძრაობებით უნდა დაიტანოთ.

რეალურად, წარმატებული მაკიაჟის ნახევარი დამოკიდებულია კოსმეტიკის სწორად შერჩევაზეც. ტონალური კრემის შეძენისას მოერიდეთ მოყვითალო ელფერებს, რათა თავიდან აიცილოს სახის არაჯანსაღი კანის ეფექტი.

რაც შეეხება ფერს, 40+ ქალბატონებს იდეალურად უხდებათ მოვარდისფრო ელფერის მქონე ტონალური: იგი კანს სიახლესა და სიმსუბუქეს ანიჭებს.

დაიმახსოვრეთ: არჩევანმა იმედი რომ არ გაგიცრუოთ, კრემი გამოსცადეთ უშუალოდ სახეზე და არა ხელის კანზე.

თქვენ როგორ იკეთებთ მაკიაჟს? გაქვთ განსაკუთრებული ეშმაკობები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.