უკვე 10 წელია შესქელებულ რძეზე მომზადებულ კულიჩს ვაცხობ. ასე ძალიან გემრიელი გამომდის და რაც მთავარია

1494

კულიჩის თითქმის ყველა რეცეპტში შაქარი და რძე შედის. რა მოხდება, თუ ამ ორ ინგრედიენტს გავაერთიანებთ? ჩემი და უკვე 10 წელია სააღდგომო კულიჩს შესქელებული რძით აცხობს.

კულიჩი ძალიან ტკბილი, არომატული და გასაოცრად გემრიელი გამოდის. ყველა, ვისაც მისი გამომცხვარი კულიჩი გაუსინჯავს, რეცეპტს სთხოვს!

სააღდგომო კულიჩის მომზადება

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სააღდგომო კულიჩი შესქელებულ რძეზე. შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს!

ინგრედიენტები აფუებული ცომისთვის:

  • 40 გრ ფქვილი
  • 125 მლ რძე
  • 100 გრ შესქელებული რძე
  • 8 გრ მშრალი საფუარი

ცომის ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 80 გრ კარაქი
  • 150 გრ შესქელებული რძე
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 140 გრ ცუკატი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

ინგრედიენტები გასაფორმებლად:

  • 1 ცილა
  • 1 ს/კ ფერადი საკონდიტრო მოსაყრელი
  • 70 გრ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

1. თასში თბილი რძე და საფუარი ჩანგლით კარგად აურიეთ.

2. ნარევს შესქელებული რძე დაუმატეთ, შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

აფუებული ცომის თასს პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით თბილ ადგილას დადგით.

3. ცომის მოსამზადებლად კომფორტულ ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ, შემდეგ დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

4. აფუებული ცომი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ვანილის შაქარი, მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. რამდენჯერმე ფქვილი მოაყარეთ და ცომი მოზილეთ.

5. მიღებულ ცომს ცუკატები დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ცუკატები ცომში თანაბრად გადანაწილდეს.

6. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, შემდეგ ცომი გადმოიტანეთ და კარგად მოზილეთ. მზა ცომი რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს.

ცომი კვლავ თასში გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ, რომ ოდნავ ამოვიდეს.

7. როგორც კი ცომი ოდნავ ამოვა, სამ ნაწილად გაყავით.

კულიჩის ქაღალდის ფორმები აიღეთ და მასში ცომი მოათავსეთ (ისე, რომ ცომმა ფორმის ნახევარზე ოდნავ მეტი დაიკავოს). ფორმებს პირსახოცი დააფარეთ და კიდევ 1 საათით გააჩერეთ, რომ ცომი ამოვიდეს.

8. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ცომის ფორმები შედგით და 1 საათის განმავლობაში აცხვეთ.

9. მოსართავის მოსამზადებლად მცირე ზომის თასში ცილა შაქრის ფხვნილს აურიეთ. მიქსერით ამოიყვანეთ ისე, რომ ერთგვაროვანი ღია ფერის მასა მიიღოთ.

მზა ჭიქური კულიჩს ზემოდან წაუსვით, შემდეგ კი ფერადი საკონდიტრო მოსაყრელით გააფორმეთ.

10. ესეც ასე,შესქელებულ რძეში მომზადებული სააღდგომო კულიჩები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.