ღამით დაძინება არ შემიძლია, თუ ვიცი რომ ნამცხვარი კიდევ დარჩა: მშუშა ტაფაზე

1711

მსოფლიოში ყველაზე ბევრ თაფლს ალჟირში ჭამენ, ხოლო მათი ტკბილი ნამცხვრები ძირითადად თაფლს, კაკალსა და ჩირს შეიცავს. ნამცხვარი ძალიან ტკბილია, მაგრამ გრამ შაქარს არ შეიცავს. საინტერესოა, რომ ალჟირში რძის პროდუქტებს თითქმის არ იყენებენ. მშუშა ალჟირული ნაციონალური კერძია. ეს ნამცხვარი შაქრის, კეფირის და რძის გარეშე, ამასთან ტაფაზე ცხვება.

ნამცხვრის რეცეპტი ტაფაზე

ნამცხვრის გამოცხობის ოსტატობა ყველას არ აქვს და ზოგჯერ მათ ვისაც გამოსდით, ცომის მოზელვა ეზარებათ. „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ ნამცხვარი ტაფაზე, თუ ღუმელი არ გაქვთ. ზოგი მშუშას ომლეტს ეძახის, მაგრამ ეს ასე არაა. უფრო მანიკს ჰგავს, მაგრამ უფრო მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 6 ს/კ მანანის ბურღული
  • 7 კვერცხი
  • 5 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

1. კვერცხი კარგად ათქვიფეთ. ამდენი კვერცხის არსებობა არ გაგიკვირდეთ, რადგან ის ნამცხვრის ბაზას წარმოადგენს.

2. კვერცხს მანანის ბურღული დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სასურველია, მანანის ბურღული 5 წუთით გააჩეროთ.

3. მანანის ბურღულს მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ. სანამ ტაფა გახურდება, ცომს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ.

5. საშუალო ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე მშუშა ოქროსფერის მიღებამდე 5 წუთით შეწვით. შემდეგ ნამცხვარი გადააბრუნეთ და კიდევ 3 წუთით შეწვით.

6. ნამცხვარი თეფშზე გადმოიტანეთ და თაფლით გაჟღინთეთ.

ნამცხვარი ძალიან რბილი და ჰაეროვანი გამოვა. თუ ხელთ მანანის ბურღული არ გაქვთ, შეგიძლიათ ფქვილისა და 1 ჩ/კ სახამებლის ნარევით ჩაანაცვლოთ. ასეთ შემთხვევაში მშუშა ისეთი ჰაეროვანი აღარ იქნება, მაგრამ გემრიელი მაინც გამოვა. ნამცხვარს შეგიძლიათ სიროფი ან მოხარშული კრემი წაუსვათ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.