თუ დამჯერი ბავშვი გყავთ, ეს თქვენი დამსახურება კი არაა, უბრალოდ შვილში გაგიმართლათ

1847

ბავშვის აღზრდა მთელი მეცნიერებაა. იმისათვის, რომ უკეთ გაუმკლავდნენ მშობლის მოვალეობებს, ახლადგამომცხვარი დედები და მამები ყველაფრისთვის მზად არიან. ისინი კონსულტაციას პედიატრთან გადიან, რჩევებს დედებსა და ბებიებს ეკითხებიან, ეძებენ პასუხებს კითხვებზე ინტერნეტში… და ყოველ ჯერზე რწმუნდებიან, რომ ისინი საშუალო დონის მშობლები არიან.

სხვები ხომ ყველაფერს ასწრებენ და მშვიდი შვილებიც ჰყავთ. ასეთი განსხვავების შემჩნევისას, მოსიყვარულე მშობელი ცდილობს თავისი “უბედურების” მიზეზის პოვნას და სულ უფრო ღრმად ეფლობა დაუსრულებელ აღმზრდელობით სამუშაოში. თუმცა, შესაძლოა, პრობლემა არაა მშობელში, რომელმაც არ იცის, როგორ აღზარდოს პრეტენზიული ბავშვი.

საქმე ისაა, რომ ყველა ბავშვი აბსოლუტურად განსხვავებულია, როგორც არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნულად. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ერთ-ერთი მკითხველის, მაიას გულწრფელ მოსაზრებას, რომელიც თავისივე მაგალითზე ხსნის, თუ რატომ უჭირთ მშობლების ერთ ნაწილს შვილთან ურთიერთობა, ნაწილს კი – უმარტივდება.

პრეტენზიული ბავშვები

-“გამარჯობა. მე ვარ ქალი, რომელმაც ორი იდეალური ფეხმძიმოვა გადაიტანა. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ტოქსიკოზი და ხასიათის ცვლილებები. მთელი 9 თვე ცხოვრებით ვტკბებოდი, ვმოგზაურობდი და მთებსაც კი ვლაშქრავდი. ვჭამდი ყველაფერს, რასაც მანამდე და წონაში თითქმის არც მომიმატია.

მშობიარობის შესახებ ისეთი არაფერი მაქვს მოსაყოლი. ჭინთვების დაწყების შემდეგ, ქალაქში გავისეირნე ქმართან ერთად, ვიბანავე და წავედი სამშობიაროდ.

მეორე ქალიშვილი სამყაროს მეორე ცდაზე მოევლინა. არ ვიტყოდი, რომ დაიბადა – იგი ტყვიასავით გამოვარდა. თანაც, სახლში იმავე წონით დავბრუნდი, რამდენსაც მშობიარობამდე ვიწონიდი. სტრიების გარეშე!

ალბათ უკვე ვერ მიტანთ და გშურთ ჩემი, არა? და თუ იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ თქვენი ტოქსიკოზი სასჯელია არასწორი კვებისთვის? თუ ვიტყვი, რომ მშობიარობა იმიტომ გაგიჭირდათ, რომ ცუდად ცდილობდით? და თუ იოაგას გირჩევთ, რადგან სწორედ მისი დამსახურებით ჩაიარა ორივე მშობიარობამ ასე კარგად? 

ალბათ ვიღაცას ჩემი ძალიან შეშურდება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უბრალოდ გამიმართლა.

დიახ, უმტკივნეულო მშობიარობაში ნამდვილად გამიმართლა ისევე, როგორც უამრავ მშობელს გაუმართლა მშვიდ და იშვიათად მტირალ ბავშვში. უბრალოდ გამართლებაა და მეტი არაფერი, დამიჯერეთ.

და თუ ახალგაზრდა დედა ასწრებს მთელი სახლის დალაგებას, ვახშმისთვის 3 კერძის მომზადებასა და მანიკურის გაკეთებას, ეს ქალი კი არაა გონიერი და დროს სწორად კი არ ანაწილებს, არამედ ბავშვში გაუმართლა.

თუ ასეა, მაშინ, რატომ გამოვთქვამთ პრეტენზიებს იმ ქალის მიმართ, რომელსაც არასდროს აქვს თავის დაბანის დრო? არა, ის ზარმაცი კი არაა, უბრალოდ შვილებში არ გაუმართლა.

და არ ღირს მასთან იმის მოყოლა, თუ როგორ შეიძლება აბაზანაში საათობით გაჩერება და აქვე ბავშვისთვის სათამაშოების დალაგება. ალბათ, მან ეს უკვე სცადა, თუმცა მის შვილთან ამან არ გაჭრა.

ზოგიერთი ბავშვი, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ და მხოლოდ დედის მკლავებში იძინებს. ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვილობიდან მიაჩვიეს, არამედ იმიტომ, რომ ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე იტირებს, რომ მეზობლები სოციალურ მუშაკებს მიმართავენ.

და თუ თქვენი შვილი საათობით ჩაუჯდება ერთსა და იმავე სათამაშოს – ნამდვილად გაგიმართლათ. თუ მას არასდროს უტირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან სუპერმარკეტში ბღავილით ძირს არ გაწოლილა – ესეც თქვენი იღბალია და არა აღზრდის სწორი მეთოდები.”

მაია დარწმუნებულია, რომ, უფროსების მსგავსად, ბავშვებსაც განსხვავებული ხასიათები აქვთ ცხოვრების პირველ თვეებში. სწორედ ამიტომ, ის, რაც ერთ ბავშვთან ჭრის, მეორესთან არ გაგდით. სანამ ვიღაცას გააკრიტიკებთ, ეს ქალბატონი გახსენებთ, რომ თქვენ უბრალოდ გაგიმართლათ. ასე რომ არ მომხდარიყო, თქვენც იმავე სიტუაციაში აღმოჩნდებოდით, როგორშიც თქვენი დაცინვის ობიექტია. უბრალოდ გიხაროდეთ, რომ იღბლიანი ხართ და მშვიდად ჩაუარეთ მას.