ვაჭარი ბაზარზე: „აქ ყველაფერი არეული მაქვს!“ აი, როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი სანელებელი ყალბისგან

3506

სანელებლების და სუნელების გარეშე სამზარეულოს წარმოდგენა რთულია. მათი დახმარებით შეგიძლიათ სამზარეულოში ექსპერიმენტები ჩაატაროთ და მზა კერძებს განსაკუთრებული, განუმეორებელი არომატი და გემო შემატოთ.

თუმცა ამ კაშკაშა მრავალფეროვნებაში შეიძლება უხარისხო პროდუქტი ან ნატურალური პროდუქტის იაფფასიანი იმიტაცია შეიძინოთ.

„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გაარჩიოთ ნამდვილი სანელებლები ყალბისგან. ყურადღებით წაიკითხეთ, რომ ყოველთვის საუკეთესო სანელებელი აირჩიოთ და მოვაჭრეების ხრიკებს არ წამოეგოთ.

საუკეთესო სანელებლები

1. წიწაკა

შავი წიწაკა დანაოჭებული, 3-5 მმ დიამეტრის მარცვლებია. თუ ხარისხიანი შავი წიწაკა შეიძინეთ, დაყოფის მცდელობისას ის დიდ ნაწილებად დაიშლება. თუ წიწაკა დაბალი ხარისხისაა მისგან წვრილი ნარჩენები დარჩება.

თეთრ წიწაკას გარსი არ აქვს და ნაზი ყავის გემოთი (ძალიან ახლოსაა რძიანი ყავის გემოსთან) გამოირჩევა. თუ ძალიან თეთრი ფერი აქვს, სავარაუდოდ, ხელოვნურად არის დამზადებული.

2. დარიჩინი

დარიჩინის სუნი სახლს სიმყუდროვით ავსებს, ამ გემოს გარეშე ვაშლის ნამცხვრის, ყავის, გამომცხვარი ქათმის და ბევრი სხვა კერძის წარმოდგენა შეუძლებელია.

ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვთ, რომ ხშირად „დარიჩინის“ სახელით მის იაფფასიან ანალოგს კასიას ყიდიან.

ნამდვილი დარიჩინი ან ცეილონის დარიჩინი მარადმწვანე მცენარის cinnamomum verum-ის ქერქის ნაწილია, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოეთში იზრდება.

სამწუხაროდ, ახლა დარიჩინი პრაქტიკულად ჩაანაცვლა იაფფასიანმა ანალოგმა კასიამ (cinnamomum aromaticum), რომელსაც ვიეტნამში, ჩინეთსა და ინდონეზიაში აწარმოებენ. არაბუნებრივი გემოს მახასიათებლების გარდა, ასეთი ალტერნატივა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა: კასია კუმარინს შეიცავს, რომელიც ღვიძლს და თირკმლებს ანადგურებს, განსაკუთრებით რეგულარული მოხმარების შემთხვევაში.

ცეილონის დარიჩინს უფრო ღია ყავისფერი შეფერილობა და მდიდარი არომატი აქვს. ჩხირების სახით ის უფრო ხრაშუნაა და ადვილად იფშვნება, რადგან ქერქის შინაგანი ფენიდან იმსხვრება.

ყალბი დარიჩინი (კასია) უფრო მუქი, მოწითალო შეფერილობისაა. მისი სუნი მომწარო გემოს ტოვებს. კასიას მილები უფრო თხელია და ძნელად ტყდება.

დარიჩინის ნამდვილობის შემოწმებას იოდით შეძლებთ. სანელებელს 1 წვეთი იოდი დაასხით. ნამდვილი დარიჩინის ფერი თითქმის არ შეიცვლება, ხოლო კასიას ქერქი კი მუქ ლურჯ შეფერილობას მიიღებს.

3. კოჭა

ხარისხიან კოჭას გლუვი ქერქი აქვს, ხოლო რბილობი მოყვითალო-ლიმონის ფერი. კოჭა მაგარი და გლუვი უნდა იყოს. თუ ის რბილი და დანაოჭებულია, სავარაუდოდ, შიგნიდან უკვე ლპება.

4. კურკუმა

კურკუმა ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია, მაგრამ ხარისხიანი სახეობის არჩევა უნდა ისწავლოთ.

მცენარის ფესვები უნდა იყოს მკვრივი, საკმაოდ მოქნილი, რბილი არ უნდა იყოს და გარე დაზიანებები არ უნდა ჰქონდეს. სუნიც მნიშვნელოვანია. ფესვი შეგიძლიათ ფრჩხილით ოდნავ ჩაჭყლიტოთ, ხოლო ფხვნილი თითებით გასრისოთ.

ახალ კურკუმას გასრესვის დროს საკმაოდ გამოხატულის სუნი აქვს. თუ სუნი სუსტი არაა ან საერთოდ არ არსებობს – პროდუქტი ძველია და საკვებში მისი გამოყენება არ ღირს. ზოგჯერ ნამდვილი კურკუმას ნაცვლად შეღებილ ფქვილს ყიდიან.

ყალბის გამოვლენას ასე შეძლებთ: ცოტა კურკუმას ფხვნილი 1 ჭიქა წყალში გახსენით. თუ ზედაპირზე თეთრი ლაქები გაჩნდა – ეს, ყალბი კურკუმაა.

5. ვარსკვლავისებური ანისული, ანუ ბადიანი

ბადიანს რვა ფურცელი აქვს და თითოეული ფერად თესლს შეიცავს. ახალი ანისული სითხეს უნდა გამოყოფდეს, როცა მას ხელს აჭერთ ან პატარა დანით ხსნით. ამასთან, თუ ბადიანს ძალიან მუქი შეფერილობა აქვს, ეს ძველი პროდუქტია.

6. ილი

ილის ხარისხიან თესლს ნაზი ზეთისხილის ფერი აქვს. თუ მას ძალიან კაშკაშა ფერი აქვს, შესაძლოა საღებავი გამოიყენეს, რომ უფრო მიმზიდველი გაეხადათ. თუ თესლის ფერი ოდნავ მოყვითალოა, პროდუქტი ძველია.

7. მუსკატის კაკალი

ნამდვილი მუსკატის კაკალი ოვალური ფორმისაა, შიგნით კი ბევრი ღია ფერის ნახვრეტები აქვს. ზოგჯერ მუსკატის კაკალის ნაცვლად ყიდიან მის შორეულ ნათესავს – ველურ ნაყოფი წაგრძელებული ფორმით, რომელსაც შიგნით ნაკლები ნახვრეტები აქვს.

8. მიხაკი

მიხაკის ნამდვილობას შემოწმებას შეძლებთ, თუ მას წყალში ჩადებთ. თუ მიხაკი ახალია, ის ჭიქაში ვერტიკალურად იცურავებს, ხოლო თუ ახალი არაა – ჰორიზონტალურად. ხარისხიან მიხაკს სხვა ნაწილთან შედარებით უფრო ღია ფერის თავი აქვს.

9. ვანილი

ვანილის ღეროები ფერით შავ შოკოლადს ჰგავს. ის ელასტიურია, ხოლო ბოლოებში ხვეულები ჩანს. ხვეულები გემოს და არომატს რამდენიმე წელი ინარჩუნებენ. მათი სიგრძე 15-დან 25 სმ-მდეა.

10. ზაფრანა

ხარისხიანი ზაფრანა ღია მოწითალო ფერისაა და ადვილად იფშვნება. ნამდვილი ზაფრანა ძალიან ძვირი ღირს. შესამოწმებლად, 1 ჭიქა წყალში ჩაალბეთ, რომელიც მხოლოდ 15 წუთის შემდეგ უნდა შეიღებოს, ადრე არა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.