ზოდიაქოს 6 ყველაზე მგრძნობიარე და გულჩვილი ნიშანი

2296

ზოდიაქოს გარკვეული ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები უფრო მეტად მგრძნობიარე არიან, ვიდრე დანარჩენები. მათი წყენა და იმედგაცრუება სულ უმნიშვნელო რამესაც შეუძლია.

გულჩვილი ადამიანები – ადამიანთა ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფია. მართალია, მგრძნობიარე უნდა იყო, ოღონდ რაღაც დონემდე. როგორ მოვიქცეთ? გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, ეკუთვნით თუ არა ზოდიაქოს 6 ყველაზე მგრძნობიარე და გულჩვილ ნიშანს.

1. კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მშვიდობიან, გულუხვ და გულკეთილ ადამიანებად ითვლებიან. ისინი წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან და ურთიერთობაში იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური კონტაქტია ორ ადამიანს შორის. ამაში ისინი სულების გაერთიანების, ერთმანეთის დაცვის საშუალებას ხედავენ. თვლიან, რომ ერთმანეთს თავი უკეთ უნდა აგრძნობინონ და მეორე ადამიანისთვის ყველაფერი გაიღონ.

სამაგიეროდ მხოლოდ იგივე სურთ. მათ უნდათ იმდენივე სიყვარულის მიღება, რამდენსაც გასცემენ. სწორედ ამიტომ იღებენ სულიერ ტრავმებს ასე ხშირად. როცა ფიქრობენ, რომ ნაკლებად უყვართ, დეპრესიაში ცვივდებიან. უმცირეს ნიუანსსაც კი ცრემლებამდე მიჰყავს.

2. მორიელი

თუ ზოდიაქოს ამ ნიშანს მიეკუთვნებით, ესე იგი ფეთქებადი და ვნებიანი ადამიანი ხართ, რომელსაც, ხშირად, აგრესიულადაც მიიცნევენ. თქვენ არ პატიობთ და არ ივიწყებთ. ყოველთვის მიისწრაფით შურისძიებისკენ და არასდროს პატიობთ მას, ვინც გაწყენინათ. შურისძიების სურვილი – ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გავნებთ. იქნებ გაგიგიათ: “ვინც მარტივად ივიწყებს და პატიობს – ყველაზე ბედნიერია”. იქნებ სცადოთ ამ პრინციპით ცხოვრება.

თქვენი პიროვნების კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც გულს გატკენთ, დაუყოვნებლივ რეაგირებთ ნეგატიურად. თამამი ხართ და ეს იმ სიტყვებით გამოიხატება, რომელსაც ირჩევთ. ყოველ ჯერზე, როცა გტკივათ, ეს გაბრაზებთ და რეაქციაც დაუყოვნებლივ ცნდება. არასდროს ერიდებით და არ ფიქრობთ ორჯერ, სანამ სიბრაზეს თქვენთვის ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურ საკითხებში გამოავლენდეთ.

3. თევზები

თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი ხართ, ესე იგი ყოველთვის ეხმარებით სხვებს. ნებისმიერს, უცნობსაც კი. არავის, თქვენ გარდა, არ სურს სხვების დახმარება: ეს დაკავშირებულია თქვენს მგრძნობიარობასა და სენტიმენტალიზმთან.

დიდ ძალისხმევას დებთ იმაში, რომ თქვენთან დახმარების სათხოვნელად მოსულს კარგი რჩევა მისცეთ და დახმარება გაუწიოთ. გამოგონილი ისტორიებიც კი იწვევს თქვენს ცრემლებს.

4. ქალწული

თუ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ წვრილმანებზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სერიოზულ პრობლემებსა და მნიშვნელოვან საკითხებს კი დიდხანს უგულებელყოფთ. თქვენი მომთხოვნი და მეწვრილმანე ხასიათი უხერხულობას უქმნის ახლობლებს.

5. თხისრქა

თუ ამ ნიშანს მიეკუთვნებით, ესე იგი გამორჩეული მოთმინება, გაწონასწორებულობა და სიმშვიდე გახასიათებთ. ეს თვისებები გეხმარებათ თქვენი ჭეშმარიტი ემოციების დამალვაში. თუმცა, ამასთან, თქვენ საკუთარი სიტყვების პატრონი ხართ. რაც არ უნდა თქვათ, ამას ასპროცენტიანი დარწმუნებით ამბობთ. თქვენი სიტყვები და მოქმედებები ერთმანეთს ემთხვევა.

თუმცა, გრძნობებს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებთ, როცა ამაში ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული. ბუნებრივია, საპასუხოდ რაღაც ქცევას ელით. და როცა თქვენი რჩეული ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გინდოდათ, ეს იმედს გიცრუებთ. თქვენი ემოციური და მგრძნობიარე მხარე იღვიძებს, როცა ურთიერთობის პრობლემებს აწყდებით.

6. კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელი არ ცხოვრობს წარმოსახვით სამყაროში, პირიქით, ძალიან რეალური და პრაქტიკულია. იგი ექსტრავერტია, ღიად ავლენს საკუთარ თავს. არ ერიდებით რთულ, დელიკატურ ან უხერხულ თემებს. როცა რაღაცის თქმა გსურთ, ამაზე ხმამაღლა და გასაგებად საუბრობთ.

რამდენადაც დიდ ძალისხმევას დებთ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად, თქვენი გული ტყდება, თუ რაღაც ისე ვერ ხდება. ნუ ეცდებით სამყაროს შეცვლას, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მისდამი.

გაიგეთ რამე ახალი თქვენ შესახებ? თქვენი აზრით, რომელი ნიშანია ყველაზე მგრძნობიარე?