ვერ ხვდებით, რისგან ვამზადებ ამ ზეცისფერ საღებავს: ჯადოსნური ფერი კვერცხისთვის

2177

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება. ტრადიციის მიხედვით, ყველა მეგობრულად კულიჩს აცხობს და სააღდგომო კვერცხს წითლად ღებავს. ხშირად მრავალფეროვნებისა და ბავშვების გასართობად კვერცხებს სხვა ფერებში ღებავენ, ხოლო სალფეთქებისა და ნახატების დახმარებით დეკორს უკეთებენ. სააღდგომო კვერცხის დეკორის საკუთარი ხელით გაკეთება მთელი ოჯახისთვის გასართობ საქმეს წარმოადგენს.

სააღდგომო კვერცხის დეკორი

სუპერმარკეტებში საღებავების ბევრი ვარიანტი იყიდება, მაგრამ ყველა უსაფრთხო არაა და ზოგიერთი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, დიასახლისები ნატურალურ საღებავებს იყენებენ, რომელთა მომზადებაც სახლის პირობებში შეიძლება.

აღდგომის დღესასწაული გვიახლოვდება და კვერცხის შესაღებად ხახვის ფურცლები უკვე მოამზადეთ? „ვივიენი“ ნატურალური საღებავების დახმარებით კვერცხის შეღებვის ორიგინალურ მეთოდს გიზიარებთ. როგორც აღმოჩნდა, ზეციურ ცისფერში სააღდგომო კვერცხის შეღებვა წითელი კომბოსტოსგან შეიძლება.

ინგრედიენტები:

  • 1 წითელი კომბოსტო
  • 500 მლ წყალი

მომზადება:

1. კომბოსტო მცირე ნაჭრებად დაჭერით.

2. კომბოსტოს ნაჭრები ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით. წყალი კომბოსტოს უნდა ფარავდეს, მაგრამ ძალიან ბევრი არ უნდა იყოს, რომ ნაყენი გაჯერებული გამოვიდეს.

3. აადუღეთ, გააგრილეთ და შემდეგ გადაწურეთ.

4. კვერცხი ნარევში ჩადეთ და 6 საათით გააჩერეთ. სხვადასხვანაირად რომ შეიღებოს კვერცხის ერთი ნაწილი შეგიძლიათ უფრო ადრე ამოიღოთ, ხოლო მეორე ნაწილი უფრო დიდხანს დატოვოთ.

5. ქაღალდის სალფეთქზე გასაშრობად ფრთხილად დადეთ.

აი, როგორ შეიძლება შეღებოთ კვერცხი ცისფერ ფერში სახლის პირობებში. სხვადასხვა ფერის ლენტები სააღდგომო კვერცხს დღესასწაულის იერს მიანიჭებს. ნამდვილმა დიასახლისებმა იციან, თუ როგორ შეღებონ კვერცხები სხვადასხვა ფერში, მთავარია, საღებავი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. თუ დრო და სურვილი გაქვთ, შეგიძლაით ცისფერის სხვადასხვა ელფერებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.