ზოდიაქოს 5 ნიშანი მოწამის კომპლექსით: ისინი მუდმივად იტანჯებიან

1087

ისინი ყოველთვის მსხვერპლი არიან.

თითოეული ცვენგანი შეხვედრია ადამიანს მოწამის კომპლექსით, რომლებიც მუდმივად მსხვერპლს განასახიერებენ. ეს ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ მათ თავს ყოველთვის რარაც ცუდი ხდება, რასიც არასდროს არიან დამნაშავე.

მსხვერპლის მენტალიტეტის მქონე ადამიანს უყვარს, როცა იგი ებრალებათ, არ ერიდება ტირილსა და ლოყების ხოკვას სიბრალულის გამოსაწვევად. და, თუ ასტროლოგიას დავეყრდნობით, ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები ზოდიაქოს გარკვეულ ნიშენბს მიეკუთვნებიან.

რამდენადაც ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანებს ყურადღება სწყურიათ, მათთვის უკეთესი იქნება, თუ არ შეიბრალებთ, არ გადაწყვეტთ მათ პრობლემებს და ამ საკითხში მხარს არ დაუჭერთ. მათი პოზიცია “საწყალი მე” მოქმედებს მატი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე, მათ შორის, ურთიერთობაზე, უცნობებთან ურთიერთქმედებასა და სამსახურზეც, რაც მათ ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.

თუ მუდმივად წარუმატებლობას ელით ან ფიქრობთ, რომ თქვენს წარმატებას დროებითი ხასიათი აქვთ, მუდმივად შეიკავებთ თავს კომფორტის ზონიდან გასვლისგან.

ზოგიერთი ადამიანი გრძნობს, რომ მისი ცხოვრებისეული მისიაა მსხვერპლის მენტალიტეტის მქონე ადამიანის შერჩევა და მათი დარწმუნება იმაში, თუ რამდენად განსაკუთრებული არიან. მინდა გითხრათ, რომ მუდმივი მსხვერპლი, ზემოთ ამოსვლის ნაცვლად, თან გაიყოლებს ფსკერზე მეორე ადამიანსაც.

1. კირჩხიბი (21 ივნისი-22 ივლისი)

კირჩხიბი მუდმივად რაღაცას აკეთებს სხვისთვის და, როცა ვერ იღებს ქებას, რომელსაც, მისი აზრით, იმსახურებს, უვითარდება მოწამის კომპლექსი. რაც უფრო იზრდება მისი წყენა, მით უფრო მეტად სჯერა. რომ ყველა, მის გარდა, ეგოისტი იდიოტია. კირჩხიბს არ ესმის, რომ სხვებისგან ძალიან ბევრს ელის და ეს მათი ბრალი არაა.

2. სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)

თუ სასწორი გრძნობს, რომ მას ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს ან წყენას აყენებს, მანამ შეინახავს ამ გრძნობას, სანამ არ “გაჟონავს”. იგი დაიწყებს ახსნას, თუ როგორ წირავს თავის დროს, ენერგიას, თანხებს, სამაგიეროდ კი ძალიან მცირე მადლიერებას იღებს. რატომ უნდა იხვეწებოდეს სასწორი ქებას? უბრალოდ შეაქეთ იგი ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს.

3. თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)

როცა რაღაც ცუდი ხდება, თევზები პირველი აღნიშნავს, რომ ეს მისი ბრალი არ იყო და რომ მხოლოდ დახმარებას ცდილობდა. შესაძლოა, მან რაღაც ბოლომდე ვერ გათვალა ან მეორე შანსი მისცა ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებდა, მაგრამ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მისი ბრალი არ იყო! თევზები იტანჯება, რადგან საკუთარ თავზე დიდი რაოდენობით სხვის პრობლემასა და ნეგატივს იღებს.

4. ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)

ქალწული იმით ამაყობს, თუ რამდენად კეთილსინდისიერია და როგორ იცავს თავის მაღალ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, როცა რაღაც არასწორად ხდება, ეს მისი ბრალი არაა.

ქალწული – საბოლოო ფიქსატორია, ამიტომ, თუ იგი სიტუაციას აუარესებს ან დაშვებული შეცდომის გამოსწორება არ შეუძლია, ამას სამყაროს შეთქმულებად აღიქვამს მის მიმართ. თუ ბუმერანგი იმისთვის დაბრუნდა, რომ ზურგში ჩაარტყას, ამას გარე-ფაქტორებს დააბრალებს.

5. თხისრქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)

თხისრქა ცოტა ვინმეს თუ ენდობა – ადრე მას აწყინეს და კარგი იქნება, თუ ამის სასუალებას აღარავის მისცემს. თხისრქა, როგორც წესი, ეჭვის თვალით უყურებს თითოეული ადამიანის მოტივს და საფრთხეს გრძნობს იქ, სადაც ეს უკანასკნელი არაა. თუ მის ირგვლივ კედელია, ეს იმიტომ, რომ სამყარო უსაფრთხო არაა და ადამიანები მას გამოიყენებენ, გულს ატკენენ, თუ საზღვრებს დაარღვევს.

თქვენც ხართ ამ სიაში? როგორ ფიქრობთ, გაქვთ მოწამის კომპლექსი?