მიმზიდველი თვალები: რატომ და როგორ უნდა გამოიყენოთ 3 და მეტი ჩრდილი

0
470

ბევრი ქალისთვის თვალის ლამაზი მაკიაჟის გაკეთება წარმოუდგენლად რთულია. თითქოს, მხატვარი უნდა იყო, რომ სახეზე კოსმეტიკით ნამდვილი შედევრი შექმნა. თვალის ყოველდღიური მაკიაჟიც კი უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

თუ თქვენ ამ ქალბატონთა რიცხვში ხართ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 რეკომენდაციას სრულყოფილი მაკიაჟის შესაქმნელად.

თვალის ყოველდღიური მაკიაჟი

1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მთელი მაკიაჟი ეწყობა – ესაა ბაზა. წარმატების 70% დამოკიდებულია იმ პრაიმერის ხარისხზე, რომელსაც იყენებთ დანარჩენი კოსმეტიკის დატანებამდე. გირჩევნიათ, უფრო დაბალი ხარისხის ჩრდილები შეიძინოთ, ოღონდ პრაიმერზე ფულს ნუ დაზოგავთ, რადგან ეს უკანასკნელი ჩრდილების გამძლეობის გარანტია თვალზე.

2. ბაზის დატანების შემდეგ აუცილებლად გაითანაბრეთ კანის ტონი. ამის გაკეთება შეგიძლიათ კონსილერის ან ტონალური კრემის გამოყენებით. ამ ეტაპზე იმ ნაკლებს ფარავთ, რომელთაც მაკიაჟის გაფუჭება შეუძლია. გახსოვდეთ ისიც, რომ ეს საშუალებები მცირე რაოდენობით უნდა დაიტანოთ.

3. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ კრემისებრი ჩრდილები, აუცილებლად შეიძინეთ! ასეთი ჩრდილი ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად, რადგან მათ წასასმელად ფუნჯი არაა საჭირო – ამას თითებით აკეთებთ. ჩრდილი არ ჩამოვა თვალიდან და უფრო უკეთ გამოიყურება.

4. მაშინაც კი, თუ მკვეთრი ლუქებისა და გამომწვევი ჩრდილების მოყვარული ხართ, თქვენს ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს ერთი, თუ რამდენიმე არა, ხორცისფერი ჩრდილი მაინც. თუ ხორცისფრის ტონს სწორად შეარჩევთ, სხვა აღარაფერზე უნდა იდარდოთ.

სხვათაშორის, მოვარდისფრო-ხორცისფერი უხდება აბსოლუტურად ყველას, ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ თქვენი ტონი, უპირატესობა ამ ელფერს მიანიჭეთ.

5. წაისვით დიდი რაოდენობით პუდრა თვალქვეშ, სანამ ჩრდილების პალეტს გახსნიდეთ. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მუქი ჩრდილები თვალქვეშ ჩამოცვივდება. ნაცვლად იმისა, რომ ბამბის დისკით მთელ სახეზე გადაითხაპოთ, უბრალოდ ფუნჯით ჩამოიშორეთ პუდრის ნარჩენები.

6. არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია ჩრდილების შერჩევა თქვენი კანის ფერის ტიპის მიხედვით. “ზამთრისფრისთვის” კარგია ცისფერი, ქლიავის ან მუქი-მწვანე ფერები. “გაზაფხულისფერი” ყველას დაიპყრობს, თუ ატმის, ყავის ან მწვანე ფერებს შეარჩევს.

“ზაფხულის” ტიპის გოგონას განკარგულებაშია ნაცრისფრის ორმოცდაათივე ელფერი. თუ თქვენ “შემოდგომა” ხართ, უმჯობესია არჩევანი წელიწადის თქვენი დროის ფერებზე შეაჩეროთ: ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი, ჟანგი, ატამი.

7. ნუ შეუშინდებით ბზინვარებას. თანამედროვე შუა ხნის ასაკის ქალბატონები ერიდებიან კოსმეტიკის ბზინვარებას, უპირატესობას მკაცრ ტექსტურებს ანიჭებენ. თუმცა, ერთი წვეთი ბზინვარება თქვენს მაკიაჟს უფრო საინტერესოსა და ცოცხალს გახდის.

8. მათთვის, ვინც ყოველთვის ოცნებობდა თვალის ნუშისებრ ფორმაზე, კარგი ამბავი გვაქვს! ჩრდილების გამოყენებით, თვალს ნებისმიერ ფორმას მისცემთ. თუ ჩამოწელილი ქუთუთოს პრობლემა გაქვთ, საშუალო სიმაძღრის მქრქალი ჩრდილებით გამოკვეთეთ ზედა ქუთუთო, ნაკეცი კი უფრო მუქი ფერით შეღებეთ.

9. სწორი საბაზისო მაკიაჟი თვალზე სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე უნდა დაიტანოთ საშუალო ელფერის ჩრდილი მთელ მოძრავ ქუთუთოზე. ამის შმდეგ უნდა გამოყოთ გარე კუთხეები და ქვედა ქუთუთო ყველაზე მუქი ელფერით. ბოლოს კი გამოიყენოთ ყველაზე მკვეთრი ჩრდილები თვალის შიდა კუთხის გამოსაყოფად.

10. თუ უეცრად მკვეთრი ჩრდილი დაგჭირდათ, თქვენს პალეტზე კი ასეთი არ მოიძებნება, უბრალოდ დაასველეთ ფუნჯი და გამოიყენეთ ის, რაც ხელთ გაქვთ. სველი დატანების დროს, ჩრდილი უფრო მკვეთრი გახდება.

იმედია, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ და გაგიადვილებთ მაკიაჟის ყოველდღიური დატანების პროცესს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი