რატომ არის სახიფათო ქრონიკული რინიტი და როგორ ვიმკურნალოთ

2789

გაჭიანურებულმა სურდომ შეიძლება ჩვენ ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა მოახდინოს.

რა არის ქრონიკული რინიტი

როგორც სხეულის ნებისმიერი ნაწილში, ცხვირის ლორწოვანი გარსშიც შეიძლება ანთებითი პროცესები წავიდეს. ამ ანთებით პროცესს რინიტს უწოდებენ. ცხვირიდან გამონადენი, გაჭედილი ცხვირი, მუდმივად ცემინების სურვილი – ჩვეულებრივ მწვავე რინიტის ნიშნებია, რომლებიც უფრო ცნობილია, როგორც სურდო.

ხშირად სურდოს ნიშნები შესამჩნევია. სურდოს მიზეზი  შეიძლება იყოს ცხვირში მოხვედრილი:

  • ვირუსები ან ბაქტერიები. ასეთ რინიტს ინფექციურს უწოდებენ, სურდოს ეს სახეობა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი გავრცელებულ ნიშანს წარმოადგენს.
  • ალერგენები. ასეთ რინიტს ალერგიულს უწოდებენ. ის სეზონური ალერგიის დროს ხშირად გვხვდება.

ამ ორი ტიპის რინიტის „ბრწყინვალება“ იმაში მდგომარეობს, რომ მათი განკურნება ძალიან მარტივია. როგორც კი ორგანიზმი ინფექციებს მოიშორებს ან მტვერთან კონტაქტს შეწყვეტს, სურდო გაქრება.

თუმცა რინიტის კიდევ ერთი სახეობა არსებობს. მას არაინფექციურ ან არაალერგიულს უწოდებენ. სხვა სახეობისგან განსხვავებით, მისი მოშორება მარტივი არაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი სურდოს გაჩენის მიზეზი ყოველთვის ცხადი არაა.

მაშინაც კი, როცა ექიმები მიზეზის დადგენას ახერხებენ, უკვე ძალიან გვიანი ხდება. ლორწოვანი გარსის გაჭიანურებული ანთება მწვავე ფორმის გამო ქრონიკულში გადადის. ასე წარმოიქმნება რინიტი, რომელიც კვირიდან კვირამდე გრძელდება და მხოლოდ ცოტა ხნით ქრება, რომ კვლავ გამოჩნდეს. მისი განკურნება ჩვეულებრივი სურდოზე უფრო რთულია.

როგორც კვლევები აჩვენებს, ქრონიკული რინიტი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აწუხებს.

რატომ ვითარდება ქრონიკული რინიტი

ქრონიკული სურდოს განვითარების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი არსებობს.

ენდოკრინული, აუტოიმუნური, გენეტიკური დარღვევები

ორგანიზმის მუშაობის დარღვევის გამო ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მკვრივი ქერქი იქმნება, რის გამოც გვეჩვენება, რომ ცხვირი გაჭედილია და „არ სუნთქავს“. სუნის შეგრძნება ქრება, ცხვირიდან სისხლდენა ჩვეულებრივი საქმე ხდება. ქრონიკული სურდოს ასეთ სახეობას ატროფულ რინიტს უწოდებენ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: მიზეზები ხშირად ერთმანეთს ავსებენენ და რინიტის ტიპები ერთმანეთში იკვეთება. მაგალითად, ატროფული რინიტი შეიძლება მედიკამენტოზურის ხშირი შემთხვევა იყოს, ხოლო ჰორმონალური – ატროფულის. სათაურები უფრო სარჩევის მიზნით არის მოყვანილი.

მტვერი, ძლიერი სუნები, ქიმიური გამაღიზიანებლები ჰაერში

თუ ხშირად სხვადასხვა შემადგენლობის ჰაერს სუნთქავთ – მაგალითად, სადურგლოში ან კაფელების საამქროში, მტვრით სავსე შენობაში მუშაობთ – ცხვირის ლორწოვანი გარსი მუდმივ ზეწოლას განიცდის. ჰაერში არსებულ „ნაგავს“ რომ გაუმკლავდეს ლორწოვანი თხელდება. ასე ჩნდება ჰიპერტროფული რინიტი.

სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების ხშირი გამოყენება

სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები და სპრეი ჩვეულებრივი სურდოს დროს მდგომარეობას ამსუბუქებს. ამ პრეპარატების მიღების ინსტრუქციაში ტყუილად არ წერია: „3-5 დღეზე მეტხანს არ გამოიყენოთ“. ასეთი საშუალებების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება მედიკამენტოზური რინიტი გამოიწვიოს.

ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში

ჰორმონალური ფონის ცვლილება, რომელიც სქესობრივ მომწიფებასთან, ორსულობასთან, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევასა და სხვა მიზეზებთან, შეიძლება ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება გამოიწვიოს. ასეთ სიტუაციას ჰორმონალურ რინიტს უწოდებენ.

ზოგიერთი მედიკამენტის მიღება

ქრონიკული სურდო შეიძლება შემდეგი საშუალებების ხშირი გამოყენების გვერდითი ეფექტი იყოს:

  • ბეტა-ბლოკერები (ამ საშუალებებს ჰიპერტონიის დროს იღებენ)
  • ზოგიერთი დამამშვიდებელი
  • ანტიდეპრესანტი
  • ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება
  • პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები – მედიკამენტები, რომლებიც ასპირინსა და იბუპროფენზეა დაფუძნებული.

ამინდის ცვლილება

ძალიან ცივმა ჰაერმა შეიძლება ე.წ. ცივი რინიტის განვითარება გამოიწვიოს, როცა ცხვირის ლორწოვანი გარსი ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებაზე სწრაფ რეაგირებას ახდენს.

ზოგიერთი დაავადება

ქრონიკული სურდო ხშირად ჰიპოთირეოზის ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომის „პროდუქტების“ გვერდით ეფექტის გამო ჩნდება.

სტრესი

ემოციური ან ფიზიკური დაძაბულობა გაჭიანურებული რინიტის განვითარების რისკს ზრდის.

რით არის სახიფათო ქრონიკული რინიტი

საშიში არის არა თავად გაჭიანურებული სურდო, არამედ ის გართულებები, რაც მას მოჰყვება.

ცხვირის პოლიპები

ასე უწოდებენ რბილ წამონაზარდებს (კეთილთვისებიანი წამონაზარდები), რომლებიც ცხვირის ლორწოვან გარსში ან ცხვირის ღრუში ქრონიკული ანთების გამო ჩნდება. მცირე ზომის პოლიპები პრობლემას არ ქმნიან. ხოლო დიდი ზომის პოლიპები ცხვირიდან ჰაერის შეღწევას ხელს უშლის, რის გამოც სუნთქვა რთულდება და მუდმივად გაჭედილობის შეგრძნება გაქვთ.

სინუსიტი

ქრონიკული რინიტის გამო ცხვირის დიდი ხნით გაჭედვა ცხვირის სინუსის ანთების განვითარების რისკს ზრდის. სინუსიტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა მტკივნეული ჰაიმორიტი. თუმცა ასევე გვხვდება – ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი.

შუა ყურის ანთება

შუა ყური ცხვირ-ხახას პირდაპირ ევსტაქის მილით უკავშირდება. სწორედ ამიტომ ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი ანთება საშუალო ოტიტს იწვევს, რომელიც კვლავ და კვლავ გამეორდება.

შრომისუნარიანობის შემცირება

ცხვირის დიდი ხნით გაჭედვა თავის ტკივილის, უყურადღებობის, საერთო სისუსტის მიზეზი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრონიკული რინიტის დროს ადამიანს სამუშაოზე კონცენტრირება და სწავლა უჭირს. შედეგად გაწეული შრომა მცირდება.

როგორ ვუმკურნალოთ ქრონიკულ რინიტს

ქრონიკული რინიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად გვაწუხებს. მსუბუქ შემთხვევაში შეგიძლიათ სახლის პირობებში იმკურნალოთ:

  1. შესაძლებლობის მიხედვით თავი აარიდეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება ქრონიკული სურდო გამოიწვიოს ან გააძლიეროს. შენობა ხშირად გაანიავეთ, დაბინძურებულ სივრცეში მუშაობის დროს დამცავი ნიღბები გამოიყენეთ. ნაკლებად ინერვიულეთ. სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები ბოროტად არ გამოიყენოთ. ალკოჰოლზე უარი თქვით. ტემპერატურის სწრაფი ცვლილებები არ დაუშვათ.
  2. ცხვირი რეგულარულად გამოირეცხეთ. Mayo Clinic-ის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიური გამორეცხვა ქრონიკულ რინიტთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
  3. შენობაში ჰაერის ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. მისი დონე 40-60%-ზე ქვემოთ არ უნდა იყოს.
  4. ცხვირი რეგულარულად მოიხოცეთ. ეს ზედმეტი ლორწოვანის და გამაღიზიანებლის მოშორებაში დაგეხმარებათ. ოღონდ ეს ფრთხილად გააკეთეთ.
  5. ბევრი სითხე დალიეთ. ასე ცხვირის ლორწო ნაკლებად სქელი იქნება, მისი ფენა კი უფრო თხელი. სურდო და გაჭედილი ცხვირი აღარ შეგაწუხებთ.

უფრო რთულ შემთხვევაში ქრონიკული რინიტის სამკურნალოდ ექიმს უნდა მიმართოთ. თერაპევტი გამოგკითხავთ ცხოვრების წესის შესახებ, დააზუსტებს, თუ სურდო როგორ სიტუაციებში უფრო ძლიერდება, დაინტერესდება მედიკამენტებით, რომელთაც ღებულობთ და ანალიზების ჩაბარებას გირჩევთ. შედეგით, სპეციალისტი რინიტის გაჩენის მიზეზს გამოავლენს და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.