მიკრობები ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან: სამზარეულო, აბაზანა და ხალიჩები ახლა სისუფთავისგან ბზინავს

0
1811

სახლის დალაგება მნიშვნელოვანი, თუმცა რთული პროცესია, რომელსაც ნებისმიერი დიასახლისი რეგულარულად ასრულებს. თუმცა, ყველა არაა მზად, გამოიყენოს ნაყიდი საშუალებები, რომლებიც, ეფექტურობის მიუხედავად, ყარს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს და, საბოლოო ჯამში, ავნებს ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ სახლში პატარა ბავშვები არიან.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ იდეალური გენერალური დასუფთავება სახლში საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე. ყოველ სამზარეულოში ხომ უამრავი პროდუქტი მოიპოვება, რომელთა გამოყენებაც საწმენდი საშუალებების სახით შეიძლება ისე, რომ შედეგი არ ჩამოუვარდეს ქიმიურ საშუალებებს.

უნივერსალური საწმენდი საშუალებები

ვის არ უნდა, სახლი სისუფთავით ბრწყინავდეს? განსაკუთრებით, თუ საუბარია დღესასწაულისთვის მზადებაზე. ქიმიური საშუალებების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება საკმაოდ არასწორი იქნება, რამდენადაც მათ შემადგენლობაში არსებულ ქლორს, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, საწამლავის სახით იყენებდნენ. ვის უნდა საკუთარი თავის მოწამლვა და თან ამაში ფულის გადახდა?

ყველაზე უსაფრთხო და მრავალფუნქციური საწმენდი საშუალების მომზადება თავადაც შეგიძლიათ ძმრისა და საკვები სოდის გამოყენებით. ამ გასაოცარი ნაერთებით სახლს ისევე ეფექტურად დაასუფთავებთ, როგორც ქიმიური საშუალებებით. აი, რა უპირატესობები აქვს ძმარს.

1. უსაფრთხოება

ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, სოდა და ძმარი არატოქსიკურია. ნაყიდი საწმენდი საშუალებები არამხოლოდ ალერგიას იწვევს, არამედ ფოსფორს ან ამიაკსაც შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია.

2. სრულყოფილი წმენდა

ძმრის ესენცია შთანთქავს ცხიმსა და ნადებს, წმენდს შუშის, ტყავისა და ხის ზედაპირებს, აპრიალებს მათ. ამ სითხით შეიძლება იატაკის ზედაპირის წმენდა და უნიტაზიდან ყვითელი ნადების ამოყვანაც. რაც შეეხება სოდას, იგი ებრძვის ცხიმსა და ნადებს შუშისა და ფაიფურის ჭურჭელზე. ამასთან, სოდა ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.

3. მიკრობებთან ბრძოლა

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ძმარი ეფექტურია მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში, მათ შორის, გრიპის ვირუსებთანაც.

საკვები სოდა და ძმარი, ერთად, ეფექტურია კანალიზაციის, სამზარეულოს ან აბაზანის ნიჟარების დრენაჟის ჩახერგვის დროს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია ჩაყაროთ 1 ჭიქა საკვები სოდა დრენაჟში და დაასხათ ჭიქა ძმარი. ნახევარ საათში კანალიზაციაში 1-2 ლიტრი მდუღარე წყალი ჩაასხით და მილები გაიწმინდება.

ძმრისა და სოდის გამოყენება შეიძლება ხალიჩის საწმენდ საშუალებადაც: ორთქლმწმენდის თბილ წყალში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი, აცადეთ სითხეს ხალიჩის სიღრმეში ჩაჯდომა და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ თანაბრად მოაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა ხალიჩის ზედაპირზე და გააჩერეთ ასე 1 დღით. ამის შემდეგ უბრალოდ დაამუშავეთ ხალიჩა მტვერსასრუტით.

ცალკე უნდა აღინიშნოს საშინაო საწმენდი საშუალებების ხელმისაწვდომობაც, იქნება ეს ძმარი, სოდა, ლიმონმჟავა, მარილი თუ სხვა პროდუქტი, რომლებიც უფრო იაფია და უკეთეს არომატსაც ტოვებს.

რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, იყიდოთ საწმენდი საშუალება მაცდური ეტიკეტით, რომელზეც უამრავი პრობლემის მოგვარებას გპირდებიან, თუმცა, გირჩევთ, მათ შეძენამდე გულმოდგინედ წაიკითხოთ შემადგენლობა და შეამოწმოთ თავი ალერგიულობაზე.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი