ღუმელი სამზარეულოს ის ელემენტია, რომელზეც ეკონომია არ უნდა გააკეთოთ: 10 რეკომენდაცია

0
154

ღუმელი – ოცდამეერთე საუკუნის საოჯახო კერაა. მისი არჩევის პრობლემას, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დიასახლისი აწყდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ღუმელს თითქმის მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის ვირჩევთ.

500-, 1000- და 2000-ლარიანი ტექნიკის დანიშნულებაა საკვების გამოცხობა, თუმცა, რატომაა ფასში ამხელა განსხვავება, რისთვის ვიხდით ფულს და ზედმეტის გადახდა ხომ არ გვიწევს?

როგორ შევარჩიოთ ღუმელი

ჩვენ გაგაცნობთ განსხვავებებს სხვადასხვა ფასობრივ კატეგორიებში არსებულს ღუმელებს შორის, რათა დაგეხმაროთ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

1. მწარმოებელი ბრენდი და ქვეყანა

სხვადასხვა ფორუმზე არსებული გამოხმაურებებით შეიძლება ტექნიკის იმ ბრენდების დადგენა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ლიდერობს. ესენია Bosch(გერმანია), Siemens(გერმანია), Hotpoint-Ariston(იტალია), Gorenje(სლოვაკეთი). მათი პროდუქციის ფასები, ჩვეულებრივ, საშუალო დონეზე მაღალია.

ნებისმიერი ნაკეთობის ფასი, ასევე, დამოკიდებულია იმ ქვეყანაზეც, სადაც დამზადდა. Bosch-ის ღუმელები, მაგალითად, გერმანიაში, ესპანეთში, აშშ-ში, მექსიკაში, პერუში, ჩინეთში, საბერძნეთში, ბრაზილიასა და რუსეთში იწარმოება. ყველაზე ძვირადღირებული ღუმელები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნებშია. ის ტექნიკა, რომელიც თურქეთში, ჩინეთსა და რუსეთშია წარმოებული, გაცილებით იაფი ღირს.

2. სამუშაო მოცულობა და პარამეტრები

ჩასაშენებელი ღუმელის სიგანე, ხშირ შემთხვევაში, 60 სანტიმეტრს შეადგენს, თუმცა, ასევე, გვხვდება უფრო განიერი(90სმ) და კომპაქტური(40-45სმ) მოდელებიც. სიღრმე თითქმის ყველა ღუმელისთვის 55-60 სმ-ია.

ღუმელის მოცულობა 40-80 ლიტრებამდე მერყეობს. რაც უფრო მეტია მოცულობა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია. ღუმელი უნდა აირჩიოთ ოჯახის წევრების რაოდენობის, მომზადების ინტენსივობისა და, რა თქმა უნდა, სამზარეულოში არსებული თავისუფალი სივრცის მიხედვით.

3. ეკონომიურობა

საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ელექტრო-ღუმელია ყველაზე ეკონომიური, დღეს, როგორც არასდროს, პოპულარულია. ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის ფონზე, კომუნალური გადასახადების შემცირების შესაძლებლობა ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან მაცთურია.

რაც უფრო ძვირი ღირს ღუმელი, მით უკეთესი თბოიზოლაციაა მასში და მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოითხოვს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება. მოდელი უნდა შეარჩიოთ ენერგომოხმარების კლასების მიხედვით: B – საშუალო დონე, A – ეკონომიური, A+ – ენერგიის მოხმარება 20-25%-ითაა შემცირებული, A++ – 40-45%-მდე ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

4. მართვა და ერგონომიკა

ღუმელის არჩევის პროცესზე მოქმედებს ტემპერატურისა და რეჟიმების მართვის მოსახერხებლობაც. მართვა შემდეგი საშუალებებით ხორციელდება: ჩვეულებრივი სახელურებით, კორპუსში ჩაშენებული სახელურებით, ღილაკებისა(მათ შორის, სენსორული) და სმარტფონის მეშვეობით, დისტანციურად.

5. წმენდის შესაძლებლობა

წმენდის შესაძლებლობა იცვლება ღუმელის ფასის მიხედვით. ემალი მარტივად იწმინდება და არ ითვალისწინებს წმენდის სპეციალურ რეჟიმს, ასეთ ღუმელს ჩვეულებრივად გაწმენდთ.

ფუნქცია aquaclean(წყლით წმენდა) საშუალებას გაძლევთ, ღუმელი გაწმინდოთ ორთქლით, რომელიც წყლის გაცხელების შედეგად გამოიყოფა. ორთქლი არბილებს ცხიმსა და ჭუჭყს ღუმელის შიდა კედლებს, დიასახლისმა კი მხოლოდ სველი ხელსახოცით ან ტილოთი უნდა გაწმინდოს ისინი.

ასევე, არსებობს პიროლითიური და კატალიკური წმენდის ფუნქციები. კატალიკური წმენდა ფოროვანი ზედაპირის საშუალებით ხდება, რომელიც ცხიმს იწოვს. ასეთი ღუმელის წმენდა, პრაქტიკულად, საჭირო არაა. პიროლითიური წმენდის დროს მთელი იბინძურე იწვის მაღალ, 400 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

თვითწმენდის ფუნქციის მქონე ზოგიერთი მოდელი, მაგალითად, Electrolux-ის ღუმელები, თვითონ ახსენებს დიასახლისს, რომ დროა პიროლითიური წმენდის ჩართვისა.

6. შემინული კარი

კარზე შეიძლება 2, 3 ან 4 მინა იყოს. რაც უფრო მეტი შუშაა კარზე, მით უფრო ნაკლებია დაწვის შანსი. ოთხი შუშა მხოლოდ პიროლითიური წმენდის ფუნქციის მქონე ღუმელებს აქვს. ეს ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია.

7. ამორტიზატორი კარზე

სასიამოვნოა, როცა კარი ნელა იხურება და არ ჰგავს გასროლას. თუმცა, ამ კომფორტისთვის თანხის დამატება დაგჭირდებათ.

8. კარის გახსნის სენსორი

დროდადრო გამორთავს ღუმელს კარის გაღების დროს. ხორცი და ღვეზელი ზუსტად იმდენ ხანს იქნება ცხობის პროცესში, რამდენსაც მიუთითებთ.

9. ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლობა

ბავშვი ღუმელისგან შორს უნდა იყოს. დამწვრობა თავიდან რომ ავიცილოთ, ზოგიერთ ღუმელს კარის დაბლოკვის მექანიკური ღილაკი აქვს.

უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ტემპერატურის შეზღუდვაც, რომელიც გამორთავს ღუმელს, თუ მასში ტემპერატურა ძალიან მაღალია. ეს ხელს უშლის ავეჯისა და ღუმელის შიდა დეტალების დაზიანებას.

10. თერმოზონდი

თერმოზონდის ფუნქცია გათვლილია კერძის მომზადების ავტომატური განსაზღვრისთვის. მისი გამოყენებისას, კერძის ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია პატარა ეკრანზე აისახება.

გისურვებთ, კერძი არასდროს დაგეწვათ და ცხობის პროცესსაც სიამოვნება მოეტანოს თქვენთვის. წარმატებულ არჩევანს გისურვებთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი