უჟანგავი ფოლადი თუ ხელოვნური ქვა: ასეთ ნიჟარასთან საათობით ვიდგებოდი

3838

სამზარეულოში ყველაფერი შესანიშნავი უნდა იყოს, რათა დიასახლისს იქ თავისი კულინარიული შედევრების შექმნა და დროის სიამოვნებით გატარება შეეძლოს. ნიჟარა სამზარეულოს ავეჯისა და ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რადგან სწორედ მას შეუძლია ყველაზე ძვირადღირებული ინტერიერის როგორც ჩაშლა, ისე სრულყოფა. დღეისათვის არსებობს ორი პოპულარული ვარიანტი: უჟანგავი ფოლადისა და ხელოვნური ქვის ნიჟარები.

სამზარეულოს ნიჟარა თავისი პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენება, ამიტომ იგი გამძლე და ფუნქციური უნდა იყოს. წარმოგიდგენთ ორივე სახის ნიჟარის დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდეთ.

საუკეთესო ნიჟარები სამზარეულოსთვის

ფორმა თქვენს გემოვნებაზეა. კვადრატული თუ სწორკუთხედი – ჟანრის კლასიკებია. სწორი სიღრმის შემთხვევაში, იგი საკმაოდ მოცულობითია. მრგვალი და ოვალური ნიჟარები ვიზუალურად კომპაქტურია, ოღონდ მხოლოდ ვიზუალურად. ფაქტია, რომ მათში უფრო მეტი ჭურჭელი ეტევა, ვიდრე სხვა ფორმებში. ამასთან, სისუფთავის შენარჩუნება მასში უფრო მარტივია, რამდენადაც ჭუჭყიანი კუთხეები არ მოიძებნება. მასალას კი გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

უჟანგავი ფოლადის ნიჟარა

ხარისხიანი უჟანგავი ფოლადი შეიცავს 18% ქრომსა და 10% ნიკელს. ასეთი მასალა იცავს ნიჟარას კოროზიისგან და აძლევს მას ელვარებას. შეამოწმეთ ხარისხი მაგნიტით: კარგ შენადნობზე იგი ისრიალებს, არ მიიზიდავს.

1. ასეთი მასალის ნიჟარა თერმოგამძლეა, ამიტომ მასში მდუღარეს ჩასხმა ან მიმწვარი ქვაბის ჩადება შეგიძლიათ.

2. უხდება ნებისმიერ ინტერიერს, რადგანაც იგი ყურადღებას არ იქცევს.

3. არ ხუნდება და არ იჟანგება.

4. ხელმისაწვდომი ფასი ადევს.

5. არ მოითხოვს დამატებით ძვირადღირებულ საშუალებებს მოვლისათვის.

6. მას აქვს უსიამოვნო სუნისა და სიბინძურის დაგროვების თვისება(თუმცა, მავნე ბაქტერიებს არ იგროვებს).

7. ხშირად, ასეთ ნიჟარას არაორიგინალური დიზაინი აქვს.

8. მეტალი ხმაურიანია: წყალთან ან ჭურჭელთან კონტაქტის დროს, იგი ხმაურობს. ასევე, შესაძლებელია ნაკაწრების გაჩენაც.

ხელოვნური ქვის ნიჟარა

დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ქვა, რომელიც ნიჟარების დასამზადებლადაც გამოიყენება. ასეტი ნაკეთობები ესთეტიკურობითა და სიკოხტავით გამოირჩევა, მისი ძირითადი მასალაა კომპოზიტი, რომელსაც დამატებითი შემავსებლებითა და დამაკავშირებელი ელემენტებით აერთიანებენ. ჩვეულებრივ, გამოიყენება გრანიტის ან მარმარილოს ქვის ნატეხები, რომლებიც პოლიმერული წებოვანი ნივთიერებით ერთდება.

1. არ იწოვს ჭუჭყსა და სუნს.

2. არ ტყდება და არ იკაწრება.

3. ასეთი ნიჟარა შთანთქავს ხმას, ამიტომ ბოსნტეულის ან ჭურჭლის გარეცხვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში უხმაუროდ შეგიძლიათ.

4. ფერთა ფართო გამა და უამრავი საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილება.

5. მისი დამონტაჟება რთულია.

6. საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა, ფასი ხარისხს შეესაბამება.

7. ნაკეთობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჰიგიენურ ასპექტში.

8. ძალიან ცხელი ჭურჭელი ლაქებს ტოვებს.

9. მოითხოვს სპეციალურ მოვლის საშუალებებს. ვერ იტანს აბრაზიული ნივთიერებებით ან მეტალის ღრუბლებით დამუშავებას.

ნიჟარის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ პირადი უპირატესობები და სპეციალური მახასიათებლები. შეძენამდე ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გჭირდებათ ნიჟარისგან.