10 სიგნალი, რომლითაც სხეული იოდის დეფიციტის შესახებ გატყობინებთ

12477

იოდი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, რამდენადაც იგი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებისთვის. ჩვენს სხეულს მისი სინთეზი არ შეუძლია, ამიტომ იოდის მიღება საკვებიდან გვიხდება, იოდით ყველაზე მდიდარი პროდუქტებია ზღვის წყალმცენარეები, შავი ქლიავის ჩირი, კვერცხი, რძის პროდუქტი, იოდიზებული მარილი, თევზი და ზღვის პროდუქტი.

იოდის დეფიციტს შეუძლია უამრავი უსიამოვნო სიმპტომისა და უმნიშვნელო პრობლემის გამოწვევა, რომლებიც, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, სერიოზულ დაავადებებს გამოიწვევს. ამიტომ, დღეს ჩვენ აღვწერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს და შეამოწმოთ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა.

1. თმის ცვენა და კანის ქავილი

თმისცვენა და მშრალი კანი იოდის დეფიციტის ნიშნები შეიძლება იყოს, რამდენადაც სწორედ ის არეგულირებს კანის ჰიდრატაციას, ხელს უწყობს ჭრილობებისა და ნაწიბურების შეხორცებას და ანელებს ნაოჭების გაჩენასაც კი. გარდა ჩამოთვლილისა, იოდს თმის რეგენერაციის თვისებაც აქვს.

2. მუდმივად გცივათ

მაშინაც კი, თუ სახლში არ ცივა, თქვენ საბანში ეხვევით. მაშინ, როცა სხვები მაისურებით ან თხელი ზედებით დადიან, თქვენ სვიტრს იცვამთ და მაინც გცივათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს იოდის დეფიციტი, რამდენადაც იოდის უკმარისობა იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას, რაც ორგანიზმს ნაკლები ენერგიის გამომუშავებას და, შესაბამისად, მუდმივად სიცივეს აიძულებს.

3. წონაში მოულოდნელი მატება

ნელი მეტაბოლიზმი არამხოლოდ მუდმივ სიცივეს, არამედ ჭარბ წონასაც გისახსოვრებთ, რამდენადაც ორგანიზმი ამ დროს ნაკლებ ენერგიას წვავს, ყველა ზედმეტი კალორია კი ცხიმების სახით გროვდება.

4. მუდმივი დაღლილობა

კვლევებით დადგინდა, რომ იმ ადამიანთა 88%ს, რომლებსაც ჰორმონალური დისბალანსი და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ, ეს პრობლემები აწუხებს. თუ დაღლილი ხართ გამოძინების შემდეგაც და დამღლელი არაფერი გაგიკეთებიათ, კარგი იქნება ჰორმონების შემოწმება. ეს მდგომარეობა ნელი მეტაბოლიზმის კიდევ ერთი ნიშანია.

5. მეხსიერების პრობლემები

2014 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონით, უფრო პატარა ჰიპოკამპი აქვთ. ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხს აგებს ჩვენს გრძელვადიან მეხსიერებაზე. როცა იოდის დეფიციტი გაქვთ, მეხსიერების პრობლემებიც ჩნდება.

6. დეპრესია და შფოთვა

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ძლიერი შფოთვა და დეპრესია წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემებია, თუმცა, უამრავი სამედიცინო კვლევით დადასტურდა, რომ არსებობს კავშირი დეპრესიასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს შორის. თუ დეპრესია და შფოთვა გაქვთ, შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი.

7. ყელის შესიება

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იოდის დეფიციტისა – ყელის შეშუპებაა, რადგან ფარისებრი ჯირკვალი მოცულობაში იმატებს. როცა ჩვენი სხეული საკმარისი რაოდენობით იოდს ვერ იღებს, ჯირკვალი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს და იწყებს ზომაში ზრდას, რათა მისი დაბალი პროდუქტიულობა აანაზღაუროს. ჩიყვის შემთხვევათა 90% ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებითაა გამოწვეული.

8. ჩასახვასთან და ფეხმძიმობასთან დაკავშირებული პრობლემები 

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ფეხმძიმობასთან ერთად, არ ქრება, პირიქით, უარესდება. ამ მნიშვნელოვან პერიოდში ფეხმძიმე ქალმა საკმარისი რაოდენობით იოდი უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ყველაფერი წესრიგში იყოს, რამდენადაც იგი ემბრიონის განვითარებაზე მნისვნელოვნად მოქმედებს. ჰორმონალური ფუნქციის გაუარესება ჩასახვის პრობლემებს გამოიწვევს.

9. ბრადიკარდია

იოდის დეფიციტი, ასევე, დაკავშირებულია გულის პრობლემებთან, კერძოდ, ბრადიკარდიასთან, ძალიან სუსტ პულსთან. ბრადიკარდია თავბრუსხვევასა და გონების დაკარგვასაც იწვევს.

10. ყაბზობა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონალური პრობლემები იწვევს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის აქტივობის შემცირებასთან, რაც ყაბზობას იწვევს.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას! გაიარეთ პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ორჯერ.