როგორც იქნა, ჟაბო მოდაში დაბრუნდა. 2019 წლის ბლუზები: მოცულობითი სახელო და ფურფუშები საოცრად აახალგაზრდავებს

2143

პერანგი ქალის გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მე-19 საუკუნემდე არც კი არსებობდა. სწორედ მაშინ მოხდა კაბის დაყოფა ზედა და ქვედა ნაწილად. ქვედა ნაწილი ჩვეულებრივ ქვედაბოლოდ გადაიქცა, ხოლო ზედა ნაწილს პერანგს უწოდებენ.

იმ დროიდან მოდა უფრო სრულყოფილი გახდა. პერანგებს ახლა არა მხოლოდ ქვედაბოლოსთან, არამედ შარვალთან და შორტთან ერთად იცვამენ. კლასიკურ კაბას აქვს საყელო, სახელო და მანჟეტი, რაც მამაკაცის პერანგს ჰგავს.

პერანგი ცოტა უფრო ქალური რომ გახდეს, მას ფურჩელათი, ჟაბოთი, მძივებით და სხვადასხვა სახის ნაქსოვით რთავენ. წელს მოდაში მოცულობითი ხელის მქონე პერანგები შემოვიდა.

მოდური პერანგები

ასეთი სტილი მოუხდება მათ, ვისაც ძალიან ვიწრო მხრები, მაგრამ ფართო თეძოები აქვთ. ორიგინალური ფურჩელა ვიწრო მხრებს შესანიშნავად შენიღბავს.

გამჭვირვალე ქსოვილის პერანგი მაქმანის ელემენტებით მაქმანებიან გაშლილ ქვედაბოლოს შესანიშნავად ერწყმის. ასეთივე პერანგი არშიით იდეალურად ერწყმის ტყავის შარვლებს, რომლებიც წელს პოპულარუობის პიკზეა. უკანასკნელი სტილი გაბედულებას და სინაზეს აერთიანებს.

მათ. ვინც ოფისისთვის თეთრი პერანგის და შავი ქვედა ნაწილის ლამაზ კომბინაციას ეძებს, შემდეგი ვარიანტები გამოადგებათ.

2019 წელს თეთრი მოდური პერანგი ფართო სტილის შარვლებს კარგად მოუხდება.

თეთრი პერანგი ასევე შეგიძლიათ ტანზე მომდგარ საშუალო სიგრძის შავ ქვედაბოლოს შეუხამოთ. ასეთი სტილი ძალიან ელეგანტურია. შეეფერება მათ, ვისაც წელის გამოკვეთა სურთ და ქვიშის საათის ფორმა აქვთ.

შემდეგი ვარიანტი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლის დროს გამოგადგებათ. მარტივი, მაგრამ ნაზი სტილის, მძივებით და ნაქსოვით გაფორმებული პერანგები ჯინსებს შესანიშნავად ერწყმის.

წვეულებაზე წასასვლელად პერანგები მრავალფეროვანი ფერებით გამოირჩევა. მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წასვლისას შეგიძლიათ კლასიკურ ვარიანტს გვერდი აუაროთ და უფრო კაშკაშა ფერები აირჩიოთ. მაგალითად, კრემისფერი პერანგი და წითელი ქვედაბოლოს კომბინაცია. ჩვეულებრივი სამუშაო სტილი დღესასწაულ ვარიანტად აქსესუარების დახმარებით გადააკეთეთ. ამისთვის საყურეები, გულსაბნევი და ჩანთა გამოიყენეთ.

2019 წელს მოდურ პერანგებს რთავენ ლენტებით, გულსაბნევებით, სხვადასხვა ტექსტურის ქსოვილით, მაქმანით და გამჭვირვალე ბადეებით. ისინი ყურადღების მისაპყრობად არიან შექმნილი. მოცულობითი ხელები კი გაჯერებულ სტილს სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას მიანიჭებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.