ძველებური ფორმების დაბრუნების საუკეთესო მეთოდი – ჭარხლის კოქტეილს ვსვამ და ჭარბი წონა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად იწვება

7653

ცხადია, ბორშის მომზადებას ჭარხლის გარეშე ვერ შეძლებთ, ხოლო როცა საქმე დიეტას ეხება, მას არავინ ახსენებს. ამ პროდუქტის თვისებების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან და მოხდენილი ფორმებითა და კარგი ჯანმრთელობით ტრაბახი შეუძლიათ.

წითელი ჭარხლის სარგებელი

ჭარხალი დიეტის დედოფალია. 100 გრ ძირნაყოფი მხოლოდ 40 კალორიას შეიცავს, ამასთან მისი სარგებელი უბრალოდ უსაზღვროა. ჭარხალი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ის დიდი რაოდენობით თუთიას, რკინას, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს, A, B, P ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.

გასტრიტის და კუჭის წყლულის პრობლემების დროს ნედლი ჭარხლის მოხმარებაზე უარი თქვით, რადგან ის კუჭის კედლებს აღიზიანებს. თუმცა მოხარშული ჭარხლის მიღება შეგიძლიათ, ასე ჭარხალი უფრო გემრიელი და ტკბილი იქნება.

ჭარხლის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში თქვენი კანი უფრო გლუვი და ახალგაზრდული გახდება. თუ ჭარხლის წვენს შამპუნს დაუმატებთ, თავის ცხიმიან კანსა და ქერტლს ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ.

ჭარხლის კოქტეილი გასახდომად

ჭარხლის სმუზი თავმოსაბეზრებელ კილოგრამებს არა მხოლოდ მოგაშორებთ, არამედ ორგანიზმს ტოქსინებიგან გაწმენდს. ეს სასარგებლო და მკვებავი წასახემსებელი არის! სიცხარეს კოჭა დაუმატებს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ხოლო სიტკბოს მოცვის დამატებით შეძენთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭარხალი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 ჩ/კ ახალი კოჭა
  • 50 გრ მოცვი
  • 300 მლ წყალი

მომზადება:

  1. ნედლი ჭარხალი ქერქისგან გაათავისუფლეთ.
  2. ვაშლი გაასუფთავეთ და გული ამოიღეთ.
  3. კოჭა გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  4. მოცვი გარეცხეთ. ვაშლი და ჭარხალი წვრილად დაჭერით.
  5. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე მიქსერით დააქუცმაცეთ.
  6. ხილის პიურეს გაფილტრული წყალი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  7. გასახდომი, სილამაზის კოქტეილი მზადაა!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.