შინ მომზადებული კარამელის იოგურტი 7 დღე ინახება, თუმცა ამდენხანს არავინ გააჩერებს!

1062

ბევრმა იცის მაწვნის სარგებლის შესახებ და დღეს ეს პროდუქტი ძალიან პოპულარულია სწორედ იმიტომ, რომ ასე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მაღაზიის მაწონი სასარგებლო კი არა, მავნეც კია.

მაღაზიაში გაყიდვადი მაწვნებისა და იოგურტის უმრავლესობაში არსებული შაქრის რაოდენობა სამჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, თუ რა თქმა უნდა, საუბარი არაა ნატურალურ მაწონზე, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

თუმცა, არც ნატურალური მაწვნის შეძენისას ვართ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეტიკეტზე არსებული წარწერა სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, ასეთი პროდუქტი ინგრედიენტის სახით გამოიყენოთ და მოამზადოთ უგემრიელესი იოგურტი.

საშინაო იოგურტი რძისგან

ინგრედიენტები

  • 850 მლ პასტერიზებული რძე (3.5% ცხიმიანობით)
  • 200 გ ნატურალური მაწონი (3.2% ცხიმიანობით)
  • 200 გ კარამელი (ირისი)

მომზადება

1. ნატურალური მაწონი მომზადების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან.

2. გახსენით კარამელის შეფუთვები და მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასში, დაუმატეთ 200 მლ რძე.

3. დადგით კარამელიანი თასი ორთქლის აბაზანაზე ან შედგით მიკროტალღურ ღუმელში.

4. დარჩენილი რძე უნდა აადუღოთ და შეურიოთ დამდნარ კარამელს.

5. გააგრილეთ რძისა და კარამელის მასა 40 გრადუსამდე. ნატურალურ მაწონს დაუმატეთ 100 მლ კარამელის რძე და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

6. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში და ჩადგით მულტიფუნქციურ ქვაბში. ჩართეთ “იოგურტის” რეჟიმი 10 საათით. ქვაბის სიმძლარე 1000 ვატი უნდა იყოს.

7. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ჭიქები ქვაბიდან და შედგით მაცივარში 6-8 საათით.

კარამელის იოგურტი იდეალურია საუზმისთვის.

გემრიელად მიირთვით! არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის გაზიარება იოგურტის მოყვარულთათვის.