ასე ფეხსაცმელი უფრო დიდხანს ძლებს: სანამ ზამთრის ჩექმებს კარადაში შედებდეთ…

3574

გარეთ უკვე გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის ჩექმების გახდისა და შენახვის დროა. იმისათვის, რომ ფეხსაცმელმა მომავალ სეზონზეც გაგახაროთ სასიამოვნო სუნითა და იერით, საჭიროა მისი მომზადება შესანახავად.

პენსიონერი ოლგა გვთავაზობს შესანიშნავ იდეას ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის ამოსაყვანად და მის მოსამზადებლად შემდეგი სეზონისთვის.

ფეხსაცმლის შენახვა

სანამ ფეხსაცმელს კარადაში შედებდეთ, საჭიროა მისი მომზადება. ჯერ იგი კარგად უნდა გარეცხოთ ან გაწმინდოთ, შემდეგ გააშროთ და გაანიავოთ. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ჩექმიდან ჭუჭყი და უსიამოვნო სუნი ამოიყვანოთ. გაშრობის შემდეგ მომზადებას შეუდექით.

ჯერ უნდა მოვამზადოთ მასა, რომელსაც ფეხსაცმელში მოვათავსებთ. ამისთვის გჭირდებათ დაფნის ფოთოლი, ჩაის ფოთლები და რამდენიმე მშრალი მიხაკი. ინგრედიენტების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ წყვილ ფეხსაცმელს ამზადებთ.

ამ მასის ძირითადი კომპონენტია ჩაი, ამიტომ აიღეთ ის უფრო მეტი, არ დაგენანოთ. ახლა დააქუცმაცეთ ყველა ინგრედიენტი ან გაატარეთ ყავის საფქვავში და შეურიეთ ცალკე ჭურჭელში. სურნელოვანი მასა ჩაყარეთ კაპრონის ჩულქებში და ჩექმების შესავსები მასა მზადაა.

თუ ჩექმა ზამშის ან სხვა მსგავსი მასალისგანაა დამზადებული, წაუსვით მას ცოტაოდენი ვაზელინი. კარგად შეაზილეთ იგი ჩექმნის ყველა ზედაპირს და გააჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით, შესაწოვად. ეს ფეხსაცმელს გახუნების საშუალებას არ მისცემს და იერს შეუნარჩუნებს.

შემდეგ აიღეთ ძველი გაზეთი ან ჟურნალი, დაახვიეთ კონუსად და ჩადეთ ჩექმაში. სწორედ ამ კონუსში მოათავსეთ მანამდე მომზადებული ჩულქი. შეკარით ჩექმნა, მოათავსეთ კიდევ ერთი დახვეული გაზეთი შიფნით და შედგით იგი კარადაში.

რისთვისაა საჭირო აღნიშნული მასა? პირველ რიგში, იგი ყველა უსიამოვნო სუნს იწოვს და ფეხსაცმელს გაჟღენთავს სასიამოვნო არომატით. მეორეც, იგი იცავს ჩექმებს ჩრჩილისგან.

ვაზელინი კი ფეხსაცმელს პრეზენტაბელურ იერს შეუნარჩუნებთ, ქაღალდი არ მისცემს მას დეფორმაციის საშუალებას. თუ ყველაფერს სწორად შეასრულებთ, შემდეგ სეზონზე ახალივით ჩექმებს გამოიღებთ კარადიდან.