სტილისიტები და დიზაინერები: “სწორედ ასეთი კაბები გახდება ქალის 2019 წლის საგაზაფხულო გარდერობის მშვენება”

7753

ყოველ წელს ტანსაცმლის დიზაინერები და მოდის ექსპერტები გვიჩვენებენ ახალ, ან კარგად დავიწყებულ ძველ ტენდენციებს, ტანსაცმლის მოდელებსა და ფერებს, რომლებიც ახალ სეზონში იქნება აქტუალური. არც 2019 წელია გამონაკლისი!

დღეს ჩვენ მოვამზადეთ კაბების საუკეთესო სილუეტებისა და ფერების კოლექცია, რომელიც აქტუალური იქნება წლის თბილ პერიოდში. სწორედ ასეთი ტანსაცმელი იქცევა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მშვენებად.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები

მოდური კაბები

1. პირველი, რაზეც ყველა ფეშენისტამ უნდა გაამახვილოს ყურადღება, ესაა ფერი. ფერის ინსტიტუტ Pantone-ს აზრით, ამ სეზონზე ყველაზე მოდური იქნება მარჯნისფერი.

მარჯნისფერი ოპტიმიზმის სიმბოლოა და ასტიმულირებს კრეატიულობას. ასეთ მკვეთრ და გამაგრილებელ ფერში შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეთ.

2. თბილი გაზაფხულისა და ზაფხულისთვის შესანიშნავი არჩევანია გრძელი, მაქსი-კაბები, რაც მე ძალიან მიხარია – ასეთი კაბის ტარება ხომ ერთი სიამოვნებაა!

ამასთან, ასაკსა და სიმაღლეს სულაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შესაფერისი მოდელი და ფერი იპოვოთ.

3. ხორცისფერი, ალბათ, მოდიდან არასდროს გადასულა, თუმცა 2019 წელს ის ნამდვილ ტრენდად იქცა.

კაბა ხორცისფერის ერთ-ერთ ელფერში გამოიყურება მკაცრად, ელეგანტურად და სექსუალურადაც კი.

4. ყვავილებიანი დეკორი ჯერ კიდევ იპყრობს ქალბატონების გულებს. ასეთი ქალური, ნაზი და ლამაზი მოდური კაბები ყვავილებიანი დეკორით შეუძლებელია, არ მოგწონდეთ.

5. ყველაზე მოდური, ყოველდღიური კაბებია კაბა ღილებით. მსუბუქი სარაფნები და კაბა-ხალათი, კაბა-პერანგი და კაბა-ჟაკეტი – ეს ყველაფერი წელს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

6. ნაზი და რომანტიული კაბა-პლისეები კისრიდან იატაკამდე მოდების ჩვენებაზე ერთმანეთს უწყვეტად ენაცვლებოდა. მოდელებზე ასეთი კაბები უჩვეულოდ გამოიყურებოდა.

7. თეთრი ფერი მხოლოდ პატარძლის როდია. მონოქრომია და მინიმალიზმი დამდეგ სეზონზე მოდურია.

განსაკუთრებით ლამაზი იქნება თეთრი მაქმანებთან და მსუბუქ შიფონთან კომბინაციაში.

8. ასევე, მოდაშია ასიმეტრიული საგაზაფხულო კაბები და კაბები ცალ მხარზე.

9. ყვავილებიანის გარდა, აქტუალურია წინწკლებიანი, ზოლებიანი და უჯრებიანი დეკორიც.

10. თუ ხორცისფერი გიყვართ, ეცადეთ ჩანთისა და ფეხსაცმლის ამავე ტონში შერჩევა. მონოლუქები ხორცისფერში წელს პოპულარობის პიკზეა.

11. ანიმალისტური დეკორებიც საკმაოდ პოპულარული იქნება ამ სეზონზე. ლეოპარდის, ვეფხვის, პითონისა და სხვა ცხოველების მსგავსი დეკორი ტანსაცმელზე შესანიშნავი ვარიანტია წვეულებისთვის. ოღონდ ნუ გადააჭარბებთ მაკიაჟს! ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ლეოპარდის ლასინები უნდა გეცვათ.

12. უჯრებიანი კაბები შესანიშნავი არჩევანია სასწავლებლისა და ოფისისთვის. ასეთი კაბა არ იქნება მოსაწყენი, თუ მკვეთრ ფერს შეურჩევთ.

13. რომანტიკულ ადამიანებს მოეწონებათ ტალღოვანი კაბები. მოდის ჩვენებების დიდ ნაწილზე სწორედ ასეთი მოდელები წარმოადგინეს.

14. ეთნიკურ მოტივებზე შეკერილი კაბები ნებისმიერ ქალბატონს გამოარჩევს ხალხში. ასეთი ტანსაცმელი ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, განსაკუთრებით, თუ საუბარია აფრიკულ მოტივებზე.

თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?