მარადიულად ახალგაზრდა კანი: რატომ გამოიყურებიან ჩინელები ასე ახალგაზრდულად

2834

ჩინელი ქალბატონები დანარჩენ მსოფლიოს აოცებენ ფაიფურისებრი კანით, გამხდარი ფიგურით, განსაკუთრებული, აღმოსავლური სილამაზით. ამ თვისებების ჩანასახს ისინი გენეტიკურად იღებენ, შემდეგ კი თვითონ აგრძელებენ მათზე მუშაობას.

ჩინელებს ცხოვრების განსაკუთრებული სტილი აქვთ, რომლის წყალობითაც ისინი ასე იდუმალი და მიმზიდველი არიან ჩვენთვის, დასავლელებისთვის. ძველი ჩინური კულტურა ამტკიცებს სულისა და სხეულის განუყოფელობას, ქალის მიმზიდველ გარეგნობას კი განიხილავს, როგორც მისი გამოვლინების ერთ-ერთ საშუალებას.

როგორ გავიკეთოთ სახის მასაჟი

1. სახის მასაჟი ნეფრიტიანი გორგოლაჭით

ჩინელები ყოველდღიურად იმასაჟებენ სახეს ნეფრიტიანი გორგოლაჭით. ამ მოწყობილობის გამოყენება აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას. ამაზე ძველ დროშიც კი იყო ცნობილი, როცა სახის კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად ნეფრიტის ქვას იყენებდნენ. ახლა ყველა ინსტრუმენტი სრულყოფილი და ხელმისაწვდომია. მისი შეძენა მხოლოდ ჩინეთში არაა შესაძლებელი.

2. ფეხების წერტილოვანი მასაჟი

ჩინეთში თვლიან, რომ ფეხებზე ქალის სილამაზის წერტილებია განლაგებული. ისინი მოთავსებულია კოჭის შიდა მხარეს. გაზომეთ 3 დიდი თითის ტოლა დაშორება ტერფს ზემოთ, ძვლიდან, ეს წერტილი სწორედ მანდ მდებარეობს. კოჭებს ისე მოეჭიდეთ, რომ დიდი თითი ამ აქტიურ წერტილზე გედოთ. შემდეგ დაიზილეთ ვიბრაციული მოძრაობებით 1 წუთის განმავლობაში.

3. ნატურალური კოსმეტიკა

ჩინელი ქალბატონები კანისა და სხეულის მოვლის ისეთ საშუალებებს იყენებენ, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს. მათში ნატურალური ზეთები, მარგალიტის პუდრა, ჟენშენი, სამკურნალო ბალახებისა და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტები შედის.

4. შინაგანი სიმშვიდე

ჩინელებს შინაგანი სიმშვიდე, ჰარმონია, ემოციებზე ძალაუფლება გააჩნიათ. მათში მცირე ექსპრესიაა, შედეგად – ნაკლები მიმიკური ნაოჭი. ბუნებრივი სიმშვიდე და სახის მოდუნება ბოტოქსის ფუნქციებს ასრულებს.

5. რაციონში ზღვის წყალმცენარეები

წყალმცენარეები აჩქარებს მეტაბოლიზმს და იწოვს ჭარბ მარილებს. ჩინელი ქალბატონების რაციონში ისინი დიდი რაოდენობითაა. მცენარეებში არსებული ცელულოზა დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს და დაბალკალორიულია. ვიტამინები და ქლოროფილი, რომელსაც ასეთი მცენარეები შეიცავს, კანში კოლაგენის საჭირო დონეს ინარჩუნებს და კანს სიმკვრივეს ანიჭებს.

6. თავისებური სამზარეულო

ჩინეთში ცოტაა ფასტფუდი და კალორიული დესერტი. ბევრი ბრინჯი, ნაკლები ხორბალი და პური. დესერტები, ჩვეულებრივ, არც ისე ტკბილი აქვთ, ლერწმის შაქარზე მომზადებული, მათ კი საკვების ცალკეულ მიღებად აღიქვამენ და არა დესერტად.

7. დღის დაგეგმვა

ჩინელები დღის განრიგს იცავენ. ისინი საკვების მიღებისა და ძილის დროებს ადგენენ და რეჟიმს მთლიანად ასრულებენ. სადილის შემდეგ დასვენება მათთვის ნორმალური მოვლენაა. თაამშრომლებს შეუძლიათ, სამუშაო მაგიდაზე დაყრდნობილებს დაეძინოთ, ხოლო სტუდენტებს – ბიბლიოთეკაში.

8. ჩაი ყავისა და გაზიანი სასმელების ნაცვლად

ჩაილ – ჩინელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი სასმელია. მათთვის ჩაის მოხმარება არის რიტუალუ და გამოჯანმრთელების რიტუალი. იქ სვამენ ულუნგს, პუერს, წითელ ჩაის გოჯის კენკრასთან, გლერძის ყვავილებთან ან ჟასმინთან ერთად, შაქრისა და რძის გარეშე.

9. მზის ნაკლებობა

ჩინელებს არ უყვართ რუჯი. თეთრი, ფაიფურისებრი კანი მათში სილამაზისა და მაღალი სტატუსის მთავარ ნიშნად ითვლება. პირდაპირი უი-სხივებისგან თავს იცავენ კრემებით, ჩრდილებითა და შლაპებით, ამიტომ მათი კანი უფრო გვიან იწყებს დაბერებას.

10. მეტი წყალი

ჩინელები მუდმივად თან ატარებენ წყლით სავსე ჭურჭელს. ქულერები და წყლის დისპენსერები ჩინეთში თითქმის ყველა საზოგადოებრივ ადგილზეა დამონტაჟებული. წყლის ბალანსის შენარჩუნება ჯანმრთელობისა და სილამაზის გასაღებად ითვლება.

აღმოსავლელი ქალბატონების სილამაზე ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. ისინი ჩვენ არ გვგვანან, მათგან გვაქვს რაღაც სასწავლი.

თქვენ რა იცით ჩინელ ქალბატონებზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება.