ერთი შეხედვით მარტივი განტოლება ადამიანებში მძაფრ კამათს იწვევს. შეძლებთ გამოთვლას?

1926

ერთი შეხედვით მათემატიკური მოქმედების მქონე ამოცანები ძალიან მარტივი გვგონია. სინამდვილეში, თუ მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა კარგად იცით, სირთულეებს ნამდვილად არ გადააწყდებით, ასე არაა?

თუმცა, თუ ელემენტარულ განტოლებებს გარკვეული წესით დავალაგებთ და ლოგიკურ კითხვას დავუმატებთ, ეს უკვე თავსატეხი ხდება. აქ კი დაფიქრება მოგიწევთ. მით უმეტეს, ვირუსული მათემატიკური ამოცანის ავტორი, დევიდ ვულფი, არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ გადაწყვეტილებას მოიცავს! შესაბამისად, ორი განსხვავებული პასუხი არსებობს.

დაფიქრდით, ტოლობა გამოთვალეთ და სწორი პასუხი გაეცით. ოღონდ გულწრფელად, დროზე ადრე პასუხებს არ ჩახედოთ.

რა გამოგივიდათ?

ესეც სწორი პასუხები:

თუ განტოლებას 1-ისა და 4-ის შეკრებით დაიწყებთ, მიიღებთ 5-ს.

შემდეგ ხაზზე 2-ისა და 5-ის ჯამით მიიღებთ 7-ს. ჯამს დაუმატეთ წინა განტოლების პასუხი 5 და მიიღებთ 12-ს.

მესამე ხაზი – 3-ს დაუმატეთ 6. ჯამს 9-ს წინა განტოლების პასუხი 12 დაუმატეთ და მიიღებთ 21-ს.

ბოლო ხაზი – ჯერ 8-ისა და 11-ის ჯამი იპოვეთ. ეს იქნება 19. ამ რიცხვს ჩვეული ფორმულით წინა განტოლების შედეგი დაუმატეთ. სწორი პასუხი იქნება – 40.

ყოჩაღ, ვინც ასე გამოთვალა!

სწორი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ვარიანტი და კიდევ ერთი პასუხი არსებობს.

უკვე პასუხებიან განტოლებებზე შეხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად შემდეგი ფორმულა გამოდის:

1 + 4 = 1 + (1 * 4) = 5

2 + 5 = 2 + (2 * 5) = 12

3 + 6 = 3 + (3 * 6) = 21

8 + 11 = 8 + (8 * 11) = 96

ასე, რომ მეორე სწორი პასუხია – 96!

თქვენ რა გამოგივიდათ?

მათემატიკური ამოცანების თემას ვაგრძელებ და კიდევ ერთ ამოცანას გთავაზობთ.

რამდენი იქნება? 4–2÷1/2+1

სწორი პასუხია: 1

თქვენ საერთოდ სკოლაში კარგად სწავლობდით?