ჯანმრთელი კანი: დაიბრუნეთ ახალგაზრდობა ერთი ნიღბით

32948

კანზე შესამჩნევი ასაკობრივი ცვლილებები ქალისთვის საკმაოდ რთული მოვლენაა. ათიდან რვა ქალი, 35 წლის ასაკში, უკვე ამჩნევს საგანგაშო ნიშნებს: სიმშრალეს, კანის სიმკვრივის დაკარგვას, წვრილ მიმიკურ ნაოჭებს.

40 წლის შემდეგ, კანი დაბერებას დაჩქარებული ტემპით აგრძელებს. ეს დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის დარღვევებთან, ნივთიერებათა ცვლის სენელებასთან, კვებით მავნე ჩვევებთან და კანის არასწორ მოვლასთან.

დაბერების პროცესი შეუქცევადია, თუმცა, მისი შენელება შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელი არაა სილამაზის სალონებში ინექციებისთვის ან ქირურგიულ ოპერაციებზე ჩაწერა. სწორედ დაგეგმილი და სისტემატური კანის მოვლა საშინაო პირობებში შესანიშნავ შედეგებს მოგცემთ.

საფუარი კანისთვის

B ჯგუფის ვიტამინები, რომლითაც საფუარი მდიდარია, არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს ეპიდერმისის უჯრედებში, რაც ანეიტრალებს დაბერების პროცესებს, აგლუვებს, აღიავებს, ჭიმავს კანს. Е, D, С, Н, РР ვიტამინები კვებავს და ატენიანებს მას.

საფუარის გავლენის ქვეშ, კანს ჯანსაღი ფერი და სიმკვრივე აქვს. ამინომჟავები, რომლებსაც საფუარი შეიცავს, მოქმედებს ანტიმიკრობულ და გამწმენდ საშუალებად აკნეს წინააღმდეგ, აქვს ანტიალერგიული, დამამშვიდებელი ეფექტი.

საფუარის შემადგენლობაშია ფოსფოლიპიდებიც – განსაკუთრებული ფერმენტები, რომლებიც პასუხს აგებს კანის ახალგაზრდობისა და ელასტიურობის შენარჩუნებაზე. საფუარიანი ნიღბის შემდეგ გაგიქრებათ მოვლის სხვა საშუალებების გამოყენების სურვილი.

საფუარიანი ნიღაბი საშინაო პირობებში

პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ მკვეთრ განსხვავებას. გირჩევთ ნიღბების ორკვირიანი კურსის გავლას ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად.

ინგრედიენტები

  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 6 ჩ.კ. თბილი რძე
  • 1 ჩ.კ. თაფლი(ალერგიის არსებობის შემთხვევაში გამორიცხეთ)
  • 3 ჩ.კ. სახამებელი
  • 2-3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი
  • 2-3 წვეთი ზეთოვანი B ვიტამინი

მომზადება და გამოყენება

1. გახსენით საფუარი თბილ რძეში და გააჩერეთ 15 წუთით.

2. დაუმატეთ თაფლი. თუ თაფლს არ უმატებთ, გამოიყენეთ 1 ჩ.კ. სქელი მაწონი. დაუმატეთ სახამებელი, ზეთოვანი ვიტამინები და კარგად მოურიეთ.

3. ფუნჯით დაიტანეთ სახესა და კისერზე. დაიმასაჟეთ სახე, მოერიდეთ თვალისა და კანის ირგვლივ კანს.

4. დაელოდეთ პირველი ფენის გაშრობას, შემდეგ დაიტანეთ მეორეც. მეხუთე ფენის დატანების შემდეგ გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გაიწმინდეთ სახე ვაშლის ძმრით. როცა კანი გაშრება, წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

დაასრულეთ სილამაზის რიტუალი ხუთწუთიანი რელაქსაციით: დაწექით სწორ ზედაპირზე, ბალიშის გარეშე ზურგზე, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, სრულად მოადუნოთ სახის თითოეული კუნთი.