14 თვისება, რომლებიც მორიელს ზოდიაქოს საუკეთესო ნიშნად აქცევს

3048

თუ ოდესმე მორიელის გვერდით ყოფილხართ, გეცოდინებათ, რამდენად იდუმალი და თავისებური ნიშანია იგი. წარმოგიდგენთ 14 ფაქტს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ მორიელების შესახებ.

1. მორიელს არ უყვარს ტყუილი, პირდაპირობით გამოირჩევა

მორიელი ვერ იტანს ტყუილს. მისი მოწოდებაა სიმართლის პირში მიხლა, შეუფარავად და შეულამაზებლად. იგი ასეთივე გულწრფელ პასუხს ელის. გარდა ამისა, მორიელი მარტივად ამოიცნობს ტყუილს.

2. მორიელი სარკასტულია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს

მორიელი სარკასტული ნატურაა. როცა იგი რაღაცას გეუბნებათ, ვერც კი აცნობიერებს თავისი სარკასტულობის სიღრმეს, ამიტომ ნუ მიიტანთ გულთან. მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და, როგორც წესი, სამეგობროში ეს კარგად იციან.

3. მორიელი ძალიან ფრთხილად ირჩევს მეგობრებს

მორიელს ურჩევნია, მხოლოდ 2-3 ნამდვილი მეგობარი ჰყავდეს, ვიდრე ნაცნობების მთელი გუნდით იყოს შემოფარგლული. იგი, შესაძლოა, ძალიან მომთხოვნი იყოს, როცა საქმე ახლო მეგობარს ეხება. ის თავის მეგობრებზე ზრუნავს და მათგანაც იმავეს ელის. არ შერცხვება შურისძიების, თუ მას ტკივილს მიაყენებთ ან უღალატებთ.

4. მორიელი თავისუფალი და მეამბოხე სულია

მორიელს არ მოსწონს, როცა ეუბნებიან, როგორ მოიქცეს და როგორ იფიქროს. მას ყველაფერზე თავისებური შეხედულება აქვს და მასზე ვერავინ იმოქმედებს. ხშირად, იგი ცდილობს მათგან დაშორებას, ვინც მისი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობს.

5. მორიელი ისე ცხოვრობს, როგორც უნდა

არ აქვს აზრი მორიელისთვის ჭკუის დარიგებას. იგი უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე სხვა ასტროლოგიური ნიშნების უმრავლესობა, ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და არა სხვისი.

6. მორიელი მგრძნობიარეა, თუმცა ამას არ ავლენს

მორიელი, ხანდახან, სხვა ნიშნებზე უფრო მგრძნობიარეა. თუმცა, ის ხშირად ცდილობს თავისი ემოციების დამალვას. მას არ უნდა, სუსტი გამოჩნდეს, სწორედ ამიტომ იკავებს დისტანციას სხვებსა და საკუთარ თავს შორის, რათა თავი დაიცვას.

7. იგი სულგრძელი და ყურადღებიანია ადამიანების მიმართ

მორიელი ძალიან ყურადღებიანია სხვების პრობლემების მიმართ. იგი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია თქვენს დასამშვიდებლად და თქვენთან სასაუბროდ, როცა გაბრაზებული ან ნაწყენი ხართ. იგი, ასევე, ეცდება, კარგი რჩევა მოგცეთ და მატერიალურადაც დაგეხმარება. ის არ პირფერობს, როცა საქმე მათ ეხება, ვინც უყვარს.

8. მორიელს უყვარს ახალი რამეების სწავლა

არაფერი აბედნიერებს მორიელს იმაზე მეტად, ვიდრე რაღაც ახლის სწავლა. იგი სიამოვნებით ეძებს ახალ ინფორმაციას და სწრაფადვე იმახსოვრებს. ხშირად, მორიელები კომპეტენტური არიან ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში. მათი ცოდნის წყურვილი აიძულებთ, მაქსიმალურად მეტი ისწავლონ.

9. მორილი არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს

მორიელი ვერ იტანს რუტინას. სწრაფად სწყინდება ერთფეროვნება და ეძებს ახალ საქმიანობას. სწორედ ამის გამო ხდებიან არაპროგნოზირებადი.

10. იგი ხშირად მოქმედებს უცნაურად და გაუგებრად

დიახ, მორიელი ხანდახან ძალიან უცნაურია. მისი “მოვლენები” ადამიანს აბნევს. მას არ ეშინია მხიარულების, გარისკვისა და სიგიჟის

11. მორიელს სჯერა სიკეთის

მორიელი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანშია სიკეთე. ამრიგად, იგი ხშირად პატიობს შეცდომებს ახლობლებს და მეორე, მესამე შანსსაც კი სთავაზობს. ის უარს ამბობს ნებისმიერ ნეგატიურ ენერგიაზე ურთიერთობაში და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რომ სხვებთან შეთანხმებას მიაღწიოს.

12. მორიელს დიდი ოცნებები აქვს 

მორიელს იმდენად დიდი ამბიციები აქვს, რომ ყველაფერს აკეთებს თავისი ოცნებების ხორცშესასხმელად. მას აქვს ენერგია იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც მას მიზნამდე მიიყვანს. ნუ ეცდებით მისთვის გზის გადაღობვას: მორიელი უყოყმანოდ მოგიცილებთ თავიდან.

13. მორიელს ყველასთვის საუკეთესო სურს

მორიელი ხშირად მუშაობს მოხალისედ ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში. ისინი ხედავენ სამყაროში არსებულ უსამართლობებს და მის გამოსწორებას ცდილობენ. ისინი მოსიყვარულე და ხელგაშლილი ადამიანები არიან, რომლებიც დასახმარებლად მუდმივად მზად არიან. სწორედ მათ უნდა მიმართოთ რთულ სიტუაციებში.

4. მორიელები – ვნებიანი პარტნიორები საწოლში.

მორიელი ენერგიული, ვნებიანი, მოსიყვარული და მომთმენია. იგი ძალიან გახსნილია და არ ერიდება ექსპერიმენტებს საწოლში. სკორპიონის სიყვარული გასაოცარი გამოცდილებაა!

როგორია თქვენი ახლობელი მორიელი?