9 პოპულარული კოსმეტიკური პროცედურა, რომლებიც დროა დაივიწყოთ. ამას სილამაზის სალონები მალავენ. 

3263
9 პოპულარული კოსმეტიკური პროცედურა, რომლებიც დროა დაივიწყოთ. ამას სილამაზის სალონები მალავენ. 
9 პოპულარული კოსმეტიკური პროცედურა, რომლებიც დროა დაივიწყოთ. ამას სილამაზის სალონები მალავენ. 

თუ ქალმა გალამაზება გადაწყვიტა, მას ვერც კოსმეტოლოგის მაღალი ფასები და ვერც მოსალოდნელი ტკივილი ვერ შეაჩერებს. სილამაზე ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ დროს ნაკლებად სისხლისმღვრელი, პოპულარული პროცედურების ანალოგების მოძებნა და სილამაზის სალონში ზოგიერთ მტკივნეულ პროცედურაზე უარის თქმა შეიძლება. თუ თქვენ ფეხის ეპილაციაზე ჩაეწერეთ ან მოდურად ტუჩის გადიდებას აპირებთ, ეს სტატია წაიკითხეთ, სანამ ამ და სხვა პროცედურებზე სალონს დაჯავშნით.

თმის გასწორება


თმის გასწორება კერატინით, ლამინირება და სხვა პროცედურები, რომლებიც თმის აღდგენას გპირდებათ და ყველაზე გამომშრალ თმასაც კი სარკისებრ სიგლუვეს შემატებს, კოსმეტიკურ ეფექტს მხოლოდ მცირე დროით იძლევა. შემადგენლობაში ნატურალური ინგრედიენტების დასახელება სამკურნალოდ მოქმედებას არ იძლევა, პროცედურის შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება, რის შემდეგაც თქვენი თმები უკეთეს შემთხვევაში საწყის პოზიციას დაუბრუნდება, უარეს შემთხვევაში ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ მათ აღდგენაზე.

მთავარი მინუსები: ხშირ შემთხვევაში კლიენტები აღნიშნავენ, რომ დროის გასვლის შემდეგ თმები უფრო ცუდი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო: თმა ბუნებრივ ბრწყინვალებას კარგავს, შრება და ტყდება. შემადგენლობა, რომელსც თმაზე გისვამენ, ფორმალდეგიდს შეიცავს. ეს უფერო გაზი ლორწოვან გარს აღიზიანებს, ნერვულ სისტემას და შინაგან ორგანოებს აზიანებს.

ალტერნატივა: თუ დასწორებული თმები გსურთ, შეგიძლიათ სპეციალური თმის დასასწორებელი უთო და თერმოდამცველები გამოიყენოთ.

თმის დახვევა


თმის ქიმიურ დახვევას ქალები უკვე მოდის არაერთი თაობა იყენებს და პროცედურა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მას სიტყვა “ბიო” დაუმატეს. მიუხედავად იმისა, რომ დალაქები აღიარებენ, რომ ეს კვლავ ქიმია არის, რომელიც თმას აზიანებს და თმის აღდგენასა და მკურნალობაზე ლაპარაკიც არ ღირს.

მოდური თმის მოცულობა ასევე ქიმიური ხსნარებით მიიღწევა. თუ ამ პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტთ, მზად იყავით შესამჩნევად მტვრევადი თმებით სიარულისთვის, სანამ თმა არ გაგეზრდებათ.

მთავარი მინუსები: “ქიმია” (“ბიოც” კი) თმას და თავის კანს ძალიან აშრობს. ნებისმიერი მცირე პრობლემის (ქერტლი, ანთება, მტვრევადი თმები, მშრალი კანი და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში პროცედურის ჩატარება არ არ შეიძლება. თუ მაინც მზად ხართ გარისკოთ, რომ დილით თმის გაკეთება არ მოგიწიოთ, შეგახსენებთ: დალაქები “ქიმიას” ვარცხნილობის საფუძველს უწოდებენ, რაშიც იმას გულისხმობენ რომ მისგან ეფექტური ხვეულების შექმნა უფრო მარტივია, მაგრამ ეს თმის დავარცხნას ვერ ჩაანაცვლებს.

ალტერნატივა: ბიგუდები, თმის დასახვევები, მოცულობის საშუალებები, თერმოდაცვა და სპეციალური მოწყობილობა ფენზე – ეს თმას ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

წამწამების დაგრძელება და აპრეხვა


ალერგიულმა რეაქციამ წებოზე, რომლითაც წამწამებს აწეპებენ, შეიძლება მუდმივად ან დროებით საკუთარი წამწამების დაკარგვა გამოიწვიოს. ხოლო აპრეხვაზე ჯობს საერთოდ უარი თქვათ: თვალზე ქიმიური ხსნარის წასმა გაუმართლებელი რისკია მაშინაც კი, თუ ეფექტურად გამოიყურება.

მთავარი მინუსები: კონიუნქტურის და თვალის სხვა დაავადებებით დაინფიცირების გარდა, ბევრი კლიენტი საკუთარი წამწამების დაკარგვას უჩივის. აღდგენა ინდივიდუალურია და ერთი თვიდან ნახევარ წლამდე დროს მოითხოვს.

ასევე სალონები გთავაზობენ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ბოტოქსი ან ლამინირება, რომელიც წამწამების გამაგრებას და უფრო გამომხატველი იერის შეძენას გპირდებათ. ასეთი შეთავაზებაზე ჯობს უარი თქვათ. ლამინირება (ან ბოტოქსი) მაღალ ტემპერატურაზე ტარდება, რითაც წამწამებზე ქიმიურ ზემოქმედებას ახდენთ, სწორედ ამიტომ ასეთი პროცედურა სამკურნალო არაა.

ალტერნატივა: ზეთებით (აბუსალათინი, ნუში) მოვლა და კარგი ტუში. თუ მნიშვნელოვან დღესასწაულზე მიდიხართ, შეგიძლიათ დასაწეპებელი წამწამები გამოიყენოთ, ხოლო ზღვაზე წასვლის წინ წამწამები ხნით შეიღებოთ.

გელ-ლაქი


თავისი მდგრადობის წყალობით გელ-ლაქი პოპულარულობით სარგებლობს და ცოტა თუ უფიქრდება თუ რამდენად მავნებელ ნივთიერებებს შეიცავს (აცეტონი, ფორმალდეგიდი, ფტალატი), რომლებიც სასუნთქი გზების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევენ.

მთავარი მინუსები: ექიმები გაფრთხილებენ, რომ ხანგრძლივი დროით გელ-ლაქის ტარება ფრჩხილებს თხელს და მტვრევადს ხდის. ასევე ინფექციის რისკი მაღალია, თუ ოსტატი არა სტერილურ მასალას იყენებს.

ალტერნატივა: უმჯობესია თუ მანიკიურის გაკეთებას ისწავლით და ხელებს თავად მოუვლით. ყურადღება ბევრი ცნობილი ადამიანის ხელებს მიაქციეთ – ისინი ყველაზე ხშირად გამჭირვალე ფერის ლაქს იყენებენ ან საერთოდ არ ისვამენ არაფერს.

ქიმიური პილინგი


სახის თანაბარი ფერის და ბუნებრივი ბრწყინვალების მისაღებად ქალები მზად არიან კანის ზედაპირული ფენა მოიშორონ.

მთავარი მინუსები: ფენოლი, რომელიც პილინგის შემადგენლობაში არის – უკიდურესად ტოქსიკური ქიმიური ნაერთია. ამ პროცედურის ეფექტი აბსოლუტურად საპირისპირო შეიძლება იყოს: დერმის შეთხელება, ქსოვილების გაღიზიანება, კუპეზის გამოჩენა და ჰერპესი.

ალტერნატივა: უფრო ნაზი პილინგი, კანის ტიპის მიხედვით შერჩეული.

ფილერი


სხვადასხვა მედიკამენტის ფილერის შეყვანა ყველაზე მოდური საშუალება გახდა, რომ მოდური “ინსტაგრამული” სახე მიიღოთ და იშვიათად თუ ვინმე მის უარყოფით შედეგებზე ახსენებს.

მთავარი მინუსები: ყველაზე გავრცელებული გართულება – კანის ქვეშ გამკვრივება, ლიმფური სადრენაჟოს დარღვევა, სისხლჩაქცევები. ბევრი რამ პროფესიონალზე არის დამოკიდებული:თუ ფილერის შეყვანა არასწორად მოხდა, ის კანის ქვეშ შესამჩნევი იქნება. მაგ., ჰიალურონის მჟავის ინექციები კანის ქვეშ კვანძებს და ლურჯ ლაქებს ტოვებს, თუ საკმაოდ ღრმად არ მოხდა მისი შეყვანა, მუდმივი ქავილი, სიწითლე და ჰიპერტროფიული ნაწიბურები შეიძლება გამოიწვიოს. ფილერზე ალერგიული რეაქცია შეიძლება ერთ წელში გამოჩნდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ჰიალურონის მჟავის ინექციები ერითემას და შეშუპებას იწვევს.

ალტერნატივა: კაილი ჯენერმაც კი ინექციებზე უარი თქვა და ტუჩები შეიმცირა. საზოგადოება არაბუნებრივი დიდი ზომის ტუჩებს იმდენად მიეჩვია, რომ ბევრმა ცნობილი ადამიანის გადაწყეტილება უარყოფითად მიიღო. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს: დროა დავუბრუნდეთ და ნორმალურ ანატომიურ პროპორციებს მივეჩვიოთ.

კანის დასაჭიმი ძაფები


გაახალგაზრდება თხელი ძაფების მეშვეობით ხდება, რომელიც კანის ქვეშ შედის. იმის გარდა, რომ პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, სახის დაზიანების მაღალ რისკსაც შეიცავს: თუ კარგი პროფესიონალი არ შეგხვდებათ, შესამჩნევ ასიმეტრიას მიიღებთ.

მთავარი მინუსები:​ ჩალურჯების და ტკივილის, რომელიც პროცედურის შემდეგაც გაგყვებათ, მისაღებად  მზად უნდა იყოთ. ასევე ძაფები კანის ქვეშ ხშირად წყდება და კვანძებს ქმნის.

ალტერნატივა: ყოველდღიური ზრუნვა კანის მოთხოვნილებების მიხედვით და ფეისბილდინგი.

მიკრობლეიდინგი


მიკრობლეიდინგი ჩვეულებრივი წარბების ტატუაჟისგან განსხვავდება – მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მისაღწევად თითოეულ თმას ცალ-ცალკე ხატავენ.

მთავარი მინუსები: იმას, თუ როგორ მიიღებს კანი პიგმენტს აბსოლუტურად ინდივიდუალურია და მზად უნდა იყოთ, რომ ფერის უმეტეს ნაწილს უკვე პირველ კვირაში დაკარგავთ. კორექციაზე წასვლა მოგიწევთ (მაგრამ პროცედურიდან ერთ თვეზე ადრე არა) და წარბების თავიდან დახატვა. ეს მაკიაჟის დროს ეკონომიას არ გაგიკეთებთ – წარბების შეღებვა მაინც მოგიწევთ.

ალტერნატივა: წარბების მოვლა ზეთების, მდგრადი საღებავით შეღებვა, კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება

ცხვირის თმის დეპილაცია


პროცედურა ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირად პოპულარულია, მაგრამ ექიმები ცხვირიდან თმის ამოძრობის რეკომენდაციას არ იძლევიან.

მთავარი მინუსები: ცხვირში თმა – ფილტრია, რომელიც ორგანიზმში მტვრის და მიკრობების მოხვედრას ხელს უშლის. თმის მოშორებით ქმნით ხვრელს, საიდანაც ორგანიზმში მავნე ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს.

ცხვირ-ტუჩის სამეულს უმჯობესია თუ არ შეეხებით, რადგან აქ ბევრი არტერიული სისხლძარღვი და ვენური ქსელი არის მოთავსებული. ნებისმიერი ინფექცია პირდაპირ ტვინში ხვდება და შეიძლება სასიკვდილო იყოს. სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეიძლება აკნეს გამოდევნა, რომელიც შეიძლება ძირმაგარა იყოს და შედეგად სისხლში მოხვდეს.

ალტერნატივა: უმჯობესია თმის მოსაშორებელი სპეციალური ტრიმერი შეიძინოთ.