ღუმელში გამომცხვარი ვაშლი: ვახშმის ნაცვლად მას მივირთმევ და უკვე 3 კგ მოვიშორე

7791

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე არომატული დესერტი იყო ვაშლი, გამომცხვარი ღუმელში. ბავშვები ახლა ითხოვენ ფუმფულა მედოკებს ჰაეროვანი კრემით. მე კი, 5 წლის ასაკში, ვოცნებობდი წვნიან ვაშლზე ხაჭოსა და დარიჩინის შიგთავსით.

დიახ, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ ძველ რეცეპტს, თუმცა ჩვენ დღეს გთავაზობთ რაღაც ახალსა და უფრო გემრიელს – ვაშლს შვრიასთან ერთად. სასარგებლო, დიეტური დესერტი.. აქამდე სიტყვების ასეთი შეხამება აბსურდად მომეჩვენებოდა, დღეს კი რეალობად იქცა.

ინგრედიენტები

  • 2 ც ვაშლი
  • 3 ს.კ. შვრიის ფაფა
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 50 გ ბერძნული კაკალი

მომზადება

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გარეცხეთ ვაშლი, მოჭერით ზედა ნაწილი, ამოაცალეთ გული ისე, რომ ნაყოფის ქვედა ნაწილი არ დააზიანოთ.
  2. დააქუცმაცეთ ამოღებული რბილობი, შეურიეთ შვრიის ფაფას, დაქუცმაცებულ კაკალს, დარიჩინსა და თაფლს.
  3. გაავსეთ ვაშლი შიგთავსით, დაახურეთ ზედა ნაწილი.
  4. ჩაასხით ღრმა საცხობ ფორმაში ცოტაოდენი წყალი და მოათავსეთ მასში ვაშლები. აცხვეთ 20 წუთით.

თუ ჩვეულებრივ ვახშამს ასეთი დესერტით ჩაანაცვლებთ, ძალისხმევის გარეშე დაიკლებთ 2 კგ-მდე 1 კვირაში.