მაისს მოუთმენლად ველი… ყვავილების სასარგებლო თვისებების შესახებ რომ გაიგებთ, გაოცდებით

3121

ჟასმინის წარმოშობის შესახებ, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ლეგენდა დადის. თითოეული მათგანი განუმეორებელია, თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ – აბსოლუტურად ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ჟასმინი უნიკალური მცენარეა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ბუჩქისებრს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და, მისი ყვავილების სწორად გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად შეიგრძნობთ სამკურნალო ეფექტს.

ჩვენი რედაქცია დღეს სწორედ ამ გასაოცარი, არომატული ყვავილების შესახებ მოგიყვებათ.

ჟასმინის სასარგებლო თვისებები

1. იასამნიის სურნელს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. თუ გაღიზიანებადი ხართ, აუცილებლად იქონიეთ ბინაში ამ მცენარის ერთი ქოთანი მაინც.

2. ჟასმინი მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი. მთელი დღის მანძილზე პოზიტივი რომ გაგყვეთ, შფოთვისა და უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ, საკმარისია 1 ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევა ჟასმინის გამომშრალი ყვავილების დამატებით.

3. ეს ბუჩქი განსაკუთრებულად ქალებზე მოქმედებს, რამდენადაც ყვავილების ნახარშის გამოყენება შეიძლება როგორც მენსტრუალური სპაზმებისა და თავის ტკივილების გამაყუჩებელი.

შეგიძლიათ მიიღოთ თბილი აბაზანა, წყალში რამდენიმე წვეთი ჟასმინის ზეთით ან ნახარშით. თუ პირველი ვარიანტი უფრო მოგწონთ, წინასწარ გახსენით ზეთი ნაღებში ან თაფლში. კონცენტრირებულ ზეთს ნაზი კანის გაღიზიანება შეუძლია.

4. ჟასმინის ექსტრაქტს ფართოდ გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში, რამდენადაც იგი გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს ორგანიზმზე.

5. ფართოდ გამოიყენება ჟასმინი კულინარიაშიც. გარდა ჩაისა, მისი ექსტრაქტი შესანიშნავი დანამატია დესერტებისთვის. ამით ნაყინის, მურაბის, ღვინისა და სხვადასხვა სალათის მომზადება შეგიძლიათ.

რა თქმა უნდა, ჟასმინს არამხოლოდ სასარგებლო, ისე მავნე თვისებებიც აქვს. როგორც ყველა სამკურნალო მცენარეს, ჟასმინსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები: ფეხმძიმობა, ალერგია, მომატებული წნევა ან წყლულოვანი დაავადება.

არ ღირს მისი მოხმარება დიდი რაოდენობით, რამდენადაც ჟასმინის მწვანე ჩაი მავნე გახდება თქვენთვის და თავის ტკივილებს გამოიწვევს.

არ დაგეზაროთ არომატული ჩაის დაყენება და მეგობრებისთვის ამ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება.