ექიმ-ნეიროქირურგ გალინა შატალოვას გაჯანსაღების სისტემა: ადამიანთა 99% თავადაა დამნაშავე დაავადების წარმოქმნაში

1256

შეუძლია თუ არა ადამიანს, მიაღწიოს 100 წელს ისე, რომ არ დაკარგოს ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ნათელი გონება? “შეუძლია და საჭიროა კიდევაც!” – ამტკიცებს სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი და პოპულარული ბუნებრივად გაჯანსაღების სისტემის(ბგს) ავტორი გალინა შატალოვა.

ამისათვის საკმარისია ცხოვრების ისეთი წესის შენარჩუნება, რომელიც ბუნებით გვერგო: ვიცავთ კვების ნორმებს, ვმოძრაობთ მეტს, ვსწავლობთ სწორად სუნთქვასა და პოზიტიურად აზროვნებას.

ბუნებრივად გაჯანსაღების სისტემის ეფექტურობის ნიმუში თავად ქალბატონი გალინაა. მეასე იუბილესთან მიახლოებულიც კი აგრძელებდა სირბილს, რეგულარულად ბანაობდა ცივ წყალში და თავისუფლად ჯდებოდა შპაგატში.

შატალოვას სისტემა

გალინა შატალოვა 23 წლის იყო, როცა სამხედრო ქირურგი გახდა. ორ ომში ნამყოფ შატალოვას სსრკ-ს ნეიროქირურგიის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში იწვევდნენ.

გალინა ინტენსიურად იყო დაკავებული სამეცნიერო საქმიანობით და 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც სამეცნიერო წრეში ფრიად დაფასდა. 1960 წელს იგი სათავესი ჩაუდგა კოსმონავტების შერჩევისა და მომზადების პროექტს ახლადშექმნილი კოსმონავტური სააგენტოსთვის.

აღმოსავლური გამაჯანსაღებელი პრაქტიკების გაცნობამ და პროფესორ იური ნიკოლაევის სამკურნალო შიმშილის მეთოდმა გალინას გადააწყვეტინა, კიდევ ერთხელ გადაეხედა ოფიციალური მედიცინისთვის.

-“ექიმთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, მხოლოდ სიმპტომებს კურნავს და არა მიზეზს. ამიტომ, ხშირად, დაავადებები ქრონიკული ხდება, ადამიანებს კი, განკურნების ნაცვლად, მხოლოდ სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.”

შატალოვამ გამოიტანა დასკვნა, რომ ნორმალურად მომუშავე ორგანიზმი დამოუკიდებლად უმკლავდება დაავადებებს. “თუ კიბო ან გულის იშემური დაავადება გაქვთ, ესე იგი ორგანიზმი ამ მდგომარეობამდე თავადვე მიიყვანეთ.”

სამოცდაათიან წლებში, გალინამ მიატოვა ტრადიციული მედიცინა და მთელი ძალისხმევა გაჯანსაღების საკუთარი სისტემის შექმნისკენ მიმართა.

ბუნებრივად გაჯანსაღების შატალოვასეული სისტემის უკეთ გაცნობა შეგიძლიათ მის წიგნებში: “ადამიანის ჯანმრთელობა: ფილოსოფია, ფიზიოლოგია, პროფილაქტიკა”, “სამკურნალო კვება”, “გზის არჩევა” და სხვ.

როგორ ვიკვებოთ შატალოვას სისტემის მიხედვით

თავისი კვების სისტემა შატალოვამ თავისივე წიგნში “სამკურნალო კვება: სამკურნალო, ყოველდღიური, სადღესასწაულო” განათავსა.

-“სამკურნალო, ადამიანისთვის ბუნების მიერ გაწერილი მკურნალობა ერთ-ერთი საყრდენია ბუნებრივად გაჯანსაღების სისტემია. კომპლექსურ ფიზიკურ, სუნთქვით სავარჯიშოებთან და შეჩვევის პროცედურებთან ერთად, იგი სასუალებას გვაძლევს, ადამიანი მძიმე ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, გულის დაავადებებისა და კიბოსგანაც გავათავისუფლოთ.

 

შატლოვას დიეტა ძლიერ განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანთა დიდი ნაწილია მიჩვეული. გარდა ამისა, ის განსხვავდება სწორი კვების ტრადიციული პრინციპებისგანაც, რომლებსაც ოფიციალური მედიცინა მისდევს.

1. სახეობრივი კვება

თავის დროზე, აკადემიკოსმა ვერნადსკიმ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლოა მხოლოდ ისეთი კვება, როგორიც ბუნებით აქვს განსაზღვრული. კვების ამ ტიპს, რომელიც ცოცხალ ბუნებაში მთავარი და გადამწყვეტია, სახეობრივი ეწოდება.

ხორბლეული, ბოსტნეული, თხილი და ხილი სახეობრივი საკვებია, მითუმეტეს, რომ ჩვენი კბილები, ნაწლავები და კუჭი მორგებულია სწორედ მათ გადამუშავებაზე. ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი, ყავა და სხვა მასტიმულირებელი საკვები ადამიანისთვის, შატალოვას თქმით, შეუფერებელია.

ეს პუნქტი სადაოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ახლა უამრავი მეცნიერული კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ იგივე ყავა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

2. რაციონის კალორიულობის შემცირება

-“მხოლოდ სახეობრივი საკვების ჭამა საკმარისი არაა, ის მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ” – გვარწმუნებდა შატალოვა. იმასი, რომ ადამიანების უმრავლესობა დღეს ზედმეტს ჭამს, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. თუმცა, რა არის ნორმა?

ჯმო-ს ექსპერტები ამბობენ, რომ საშუალოდ, ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესის დროს, ქალს 2 000, ხოლო მამაკაცს – 2 400 კილოკალორია ესაჭიროება დღეში. გალინა ამ ნორმას რამდენჯერმე მომატებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ 40 წლის ასაკში 500-900 კკალ-ს ჯერდებოდა ყოველდღე, თავს კი შესანიშნავად გრძნობდა.

შატალოვას სისტემა გვთავაზობს საკვების მიღების განსაკუთრებულ სქემას. საუზმე უნდა იყოს გვიანი, დაახლოებით დილის 11-12 საათზე, გაღვიძების შემდეგ აუცილებელია ბალახის ჩაის თაფლთან ერთად დალევა.

საკვების მეორე მიღება უნდა მოხდეს 17-18 საათზე, საღამოსაც შეიძლება ჩაის, ჩირის ნაყენის ან ბალახის ნახარშის მიღება. საკვების ერთ მიღებაზე მხოლოდ ერთი საკვები პროდუქტი უნდა მიიღოთ, ულუფის ზომა კი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომელიც მოკუმშულ ხელის გულში ჩაეტევა.