ეს რეცეპტი უკვე 70 წლისაა – ხაჭოს პასკას ყოველ წელს ვაცხობ, როგორც ბებიამ მასწავლა

2021

ამ პასკის მომზადება ოდესღაც ბებიაჩემმა მასწავლა. როცა საფუარიანი ცომის დრო არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების სიამოვნება მსურს, ყოველთვის ვაცხობ პასკას სოდით.

აღარც კი მახსოვს, მერამდენე აღდგომას ვხვდები ასეთი პასკებით. ყველაზე პირველად სწორედ ისინი იჭმება, არადა 2-3 სხვადასხვა სახის პასკას მაინც ვაცხობ ხოლმე. გირჩევთ, თქვენც სცადოთ ამ რეცეპტით მცირე ზომის პასკების გამოცხობა.

დიდ ნამცხვრებს უფრო მეტი დრო სჭირდება კარგად გამოსაცხობად, რადგანაც ხაჭოს ცომი მძიმე და სველია. ყველაფერი დამოკიდებულია ხაჭოსა და ღუმელზე. მე პირადად მომწონს პატარა პასკები – ისინი გაცილებით მოსახერხებელია.

ხაჭოს პასკა

ჩაიწერეთ ნაზი, არომატული, დნობადი პასკის რეცეპტი, რომელიც უკვე 70 წლისაა!

ინგრედიენტები

  • 900 გ ხაჭო
  • 9 კვერცხი
  • 4.5 ჭიქა შაქარი
  • 6 ჭიქა ფხვილი
  • 1.5 ჩ.კ. სოდა
  • 300 გ კარაქი
  • 1 ლიმონი(წვენისთვის)
  • 5 გ ვანილინი
  • ქიშმიში
  • მცენარეული ზეთი
  • 200 გ შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. დაადნეტ კარაქი მიკროტალღურში ან ორთქლზე. ხაჭო გაატარეთ საცერში ან ათქვიფეთ ბლენდერში.

2. შეურიეთ კარაქს თაფლი, ცალკე თასში კი ხაჭო და შაქარი. კვერცხი ცოტათი ათქვიფეთ მიქსერით.

მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებისგან, ჯამში, 9-10 პატარა პასკა გამოგივათ, თუმცა, ყველაფერი მაინც ფორმების ზომაზეა დამოკიდებული.

3. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ინგრედიენტები: ხაჭო, კარაქიანი ფქვილი, კვერცხი, ვანილინი. დაწურეთ 1 ლიმონის წვენი და დაუმატეთ მას სოდა, ჩაასხით სითხე ძირითად მასაში. დაუმატეთ ცომს ქიშმიში და კარგად მოურიეთ.

4. ქაღალდისგან გამოჭერით წრე, რომლის ზომაც თქვენი საცხობი ფორმის ზომას ემთხვევა, მოათავსეტ იგი ფორმის ფსკერზე. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფორმა არ იკრობს, შეგიძლიათ ამ ნაბიჯის გამოტოვება.

5. გაავსეთ ფორმა ცომით, დატოვეთ თავისუფალი 1/3, რადგან ცომი კარგად სივდება.

ცომიანი ფორმა შედგით წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

6. სანამ პასკა მზადდება, მოამზადეთ გლაზური. ამისათვის შეურიეთ შაქრის პუდრა ლიმონის წვენს და ათქვიფეთ კოვზით. მორწყეთ პასკა გლაზურით და მოაყარეთ ნაყიდი გასაფორმებლები ან თხილის ნამცეცები. პასკის მორთვა მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

7. ჩვენი ხაჭოს კულიჩი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თქვენ როგორ აცხობთ პასკას? გაქვთ განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.