რეგულარულად ვიტარებ ბუკალურ მასაჟს: არანაირი შეშუპება, ნაოჭები და ბუნდოვანი კონტური აღარ მაწუხებს.

3214

მათთვის, ვინც ინექციებს არ იკეთებს, მაგრამ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება სურს, მასაჟი საუკეთესო გამოსავალია. მასაჟი შეგიძლიათ თავად გაიკეთოთ ან დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ. ფრანგმა კოსმეტოლოგმა და ბიოქიმიკოსმა ჯოელ სიოკომ, რომელმაც თავის ცხოვრების 35 წელი კოსმეტოლოგიის შესწავლას დაუთმო, სამყაროს უნიკალური სკულპტურულ – ბუკალური მასაჟი აჩუქა. მასაჟის დროს ყველა კუნთი კარგად ხურდება და სახის ქვედა ნაწილი იჭიმება, კანი კი უფრო ელასტიური ხდება.

ამ მეთოდის უჩვეულობა და არასტანდარტულობა იმაში მდგომარეობს, რომ მასაჟი პირიდან კეთდება. ვივიენი ბუკალური მასაჟის განსაკუთრებულობაზე გიამბობთ, რომელსაც მონიკა ბელუჩი და დემი მური იყენებს.

სახის ბუკალური მასაჟი

სპეციალისტები ქალებს ურჩევენ ჯოელ სიოკოს პროცედურის ჩატარება 30 წლის შემდეგ დაიწყონ. რა თქმა უნდა, პატარა ასაკის გოგოებისთვის ასეთი ტექნიკის ჩატარება აკრძალულ არაა. ბუკალური ან ენისქვეშა მასაჟი სახის სკულპტურული მასაჟის სახეობაა. პროცედურის ჩატარება კარგია, როცა კანს ელასტიურობა დაკარგული აქვს, სახის კონტურები გამოკვეთილი აღარ არის, ამასთან ორმაგი ნიკაპი, შეშუპება და ღრმა ნაოჭები შეინიშნება.

უკუჩვენებულია: კუპეროზის, კანზე ახალწარმოქმნილი ქსოვილის, დაზიანებული ჭრილობის და ჩირქოვანი ანთების დროს.

მასაჟი მასაჟისტის ხელებით პირიდან სრულდება. შეგიძლიათ თავად გაიკეთოთ, მაგრამ ტექნიკის გამოყენებისა და სახის კუნთებზე ზეწოლის დონის უკეთ გასაგებად, სჯობს სპეციალისტთან რამდენიმე პროცედურა ჩაიტაროთ. არასწორად შესრულებულმა მასაჟმა კანზე შეიძლება ჩალურჯება და მიკროდაზიანება გამოიწვიოს.

მასაჟის შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ სტერილური ხელთათმანები, სახის ზეთი და ანტისეპტიკი. გაწმენდილ სახეზე ზეთი უნდა წაისვათ, ხელთათმანები გაიკეთოთ და სახის პრობლემური ადგილები დაიმუშაოთ. მასაჟისთვის ცერა, საჩვენებელი და შუა თითები გამოიყენეთ.

მაგალითად, ბიშას ბალიშების მოსაშორებლად საჩვენებელი და შუა თითები პირში, ტუჩის ორივე კუთხეში ჩაიდეთ, ცერა თითები კი გარე მხარეს ისე დაადეთ, რომ პირში ჩადებულ თითებს ზემოდან დააწვეთ, თითქოსდა ლოყა ხელებით გიჭირავს. ეს ადგილი 30 წამით დაიმასაჟეთ, სცადეთ თითოეული მმ ცხიმგროვა დაზილოთ.

მასაჟური მოძრაობით მორიგეობით უნდა დაიმასაჟოთ ტუჩის კონტურები, ბიშას ბალიშები, ქვედა ტუჩის სივრცე და ყველა ნაწილი, სადაც თითებით მიწდომას შეძლებთ. თითოეული ნაწილის დამუშავების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ და ანტისეპტიკით დაიმუშაოთ. ჯოელ სიოკოს პროცედურის ჩატარების დროს გირჩევთ თვალები დახუჭოთ.

სხეულის მდგომარეობა დიდ როლს არ თამაშობს: შეგიძლიათ ფეხზე იდგეთ, დაწვეთ ან დაჯდეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ასეთი მასაჟი შეგიძლიათ სახის სხვა მასაჟთან კომბინაციაში გამოიყენოთ. მასაჟის შემდეგ ლიფტინგ-ეფექტის მქონე კრემი წაისვით.

სეანსის დასრულების შემდეგ სახე შეიძლება ოდნავ შეშუპებული გქონდეთ. ეს საშიში არაა. შეშუპება ძალიან სწრაფად გაქრება. სწორად შესრულებული მასაჟის ნიშნები: სახის დაღლილობის შეგრძნება, სახეზე ჩალურჯებები ან სისხლჩაქცევები არ უნდა იყოს, მცირე მტკივნეული შეგრძნება პროცედურის შემდეგ სწრაფად ქრება. ეფექტი უკვე პირველი სეანსის შემდეგ ჩანს.

შედეგი:

1. სახის კონტური მკაფიოა – კანი არ ზიანდება.

2. ანტისტრესული ეფექტი. პროცედურა ფსიქოემოციურ დაძაბულობას აქრობს.

3. ქალი სეანსის შემდეგ თავს შესანიშნავად გრძნობს, რადგან კუნთები სრულად მოდუნებულია.

4. სახის ნერვის პათოლოგიის შემთხვევაში მასაჟი აღდგენას ხელს უწყობს. ამ მასაჟის გაკეთებას პაციენტებს ინსულტის შემდეგ ურჩევენ.

5. სახე უფრო გამხდარი ხდება.

6. მიმიკური ნაოჭები ქრება.

სპეციალისტები ბუკალურ მასაჟს პლასტიკური ქირურგიის შესანიშნავ ალტერნატივად თვლიან. თუ პლასტიკური ქირურგია არა, მიოსტიმულაცია აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. კოსმეტოლოგთან დაახლოებით 10 ვიზიტი საკმარისი იქნება და ნებისმიერი ქალი 30 + ასაკში ახალგაზრდობას და სახის სილამაზეს დაიბრუნებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.