ნამცხვარი “ზებრა” კვერცხისა და რძის გარეშე: საუკეთესო საშუალება დიდი მარხვის დროს

13961

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე მეგობართან ერთად ჩაისა და გემრიელი ნამცხვრის მირთმევა? ხანდახან გვბეზრდება ეს მკაცრი დიეტები და უზომოდ გვინდება რაღაც ტკბილისა და კალორიულის მიღება.

დიდი მარხვის დროს მიღებულია თავშეკავება ყოველგვარი ცდუნებისგან. შოკოლადი და არომატული ნამცხვრები ამ პერიოდში დაუშვებელია, რადგან აკრძალულ ინგრედიენტებს შეიცავს. საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომელიც ტკბილეულის “წყურვილს” მოგიკლავთ მარხვის ყველა წესის დაცვით.

სამარცხვო ნამცხვარი

ნამცხვარი ზებრა

ინგრედიენტები თეთრი ფენისთვის

  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 300 გ ფქვილი
  • 200 მლ წყალი ან ბანანის წვენი
  • 1 ბანანი

ინგრედიენტები შავი ფენისთვის

  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გ კაკაო
  • 200 მლ წყალი ან ყავა

მომზადება

1. ღრმა თასში დაჭყლიტეთ ჩანგლით ბანანი და შეურიეთ წყალს ან წვენს. ამის შემდეგ ჩაყარეთ მასაში შაქარი, მარილი, გამაფხვიერებლი და ფქვილი. კარგად მოურიეთ და შეუდექით მეორე ფენას.

2. ცომი შავი ფენისთვის მოამზადეთ ისევე, როგორც თეთრისთვის. უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში.

3. ფორმას დააფინეთ საცხობი ქაღალდი ან წაუსვით კარაქი და დაიწყეთ ცომის მოთავსება: ჩაანაცვლეთ შავ-თეთრი ფენები. ნამცხვარი უფრო ლამაზი გამოვა, თუ კბილის ჩხირით ხაზებს გადააჯვარედინებთ.

4. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ნამცხვარი 40-45 წუთით.

თუ არომატს გრძნობთ, ესე იგი სამარხვო ნამცხვარი უკვე მზადაა.

გემრიელად მიირთვით!